top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

თავი 9: ახალი საძიებო ვერტიკალები

Updated: Jul 20, 2023

ახალი საძიებო ვერტილაკები
ახალი საძიებო ვერტიკალები

საძიებო ვერტიკალები დიდი ხანია რაც გაცდა ტრადიციული შედეგების გვერდს. სიახლე SEO-ს საძიებო სისტემების სფეროს პერიოდულ ცხრილში არის ძიების დროს ვერტიკალების გამოჩენა. ხმა, გამოსახულება, ლოკალური და ვიდეო ძებნის შემოთავაზებები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ინფორმაციის განლაგების მეთოდი თავად აირჩიონ.


აღნიშნული ვერტიკალების გამოჩენა არ მოითხოვს SEO-ს სრულიად განსხვავებულ უნარებს - ამ გზამკვლევში წარმოდგენილი მთავარი ტექნიკების დიდი ნაწილი ვერტიკალების პარალელურად გამოიყენება. არსებობს უნიკალური მახასიათებლები და ნიუანსები რაც უნდა იცოდეთ.


Voi: ხმა (Voice)

ციფრულმა ასისტენტებმა, როგორიცაა გუგლის ასისტენტი, სირი და ალექსა გზა გაიკვლიეს მობილურ მოწყობილობებში, მანქანებში, მიკროეკრანებსა და სახლის სმარტ მოწყობილობებში.


„არსებოს ორგვარი მოსაზრება“, ამბობს გრეგ სტერლინგი საძიებო სისტემების სფეროდან. „ერთია ის, რომ უბრალოდ მიყვებით SEO-ს საუკეთესო პრაქტიკებს, იღებთ მონაცემებს გუგლში და მონიშნავთ [სტრუქტურირებული მონაცემებით] და ეს ყველაფერი იმოქმედებს შედეგებზე. ასე რომ, თუ ვინმე ეძებს ინფორმაციას ადგილობრივი კაფის, სტომატოლოგის ან ნებისმიერი რამის შესახებ, თუ სერვერზე ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ისინი გამოჩნდება. „სხვები იტყვიან, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ნაწილის ოპტიმიზება - უნდა იფიქროთ როგორ ჩამოაყალიბებენ მომხმარებლები შეკითხვებს განსხვავებულად, ხმოვანი მეთოდით, როდესაც დაწერის ნაცვლად წარმოთქვამენ კითხვას“.


„აღიარებულია ის ფაქტი, რომ ხმოვანი შეკითხვები უფრო გრძელია, რამდენიმე ძირითადი სიტყვისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება გრამატიკულად არც იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული,“ აბობს სტერლინგი. „ამის შესახებ განსხვავებული შეხედულებებია და ვინმემ შეიძლება თქვას: "შეხედეთ თქვენი შეტყობინებების ისტორიას, უყურეთ შეკითხვებს, რომლებსაც ხალხი განსხვავებულ მედიაარხებზე კითხულობს და გადააქციეთ ისინი თქვენი ვებგვერდის კონტენტებად. შექმენით FAQs (ხშირად დასმული შეკითხვები), შექმენით კონტენტის გვერდები, რომლებიც ასახავს იმ შეკითხვებზე პასუხებს, რომლებსაც ადამიანები ხშირად დასვამენ და როდესაც ამას გააკეთებენ, ხმოვანი თუ სხვა საშუალებით, თქვენს პასუხებს ჩამონათვალში იხილავენ.“


ამაზონის ფარგლებში ამას ჰქვია ალექსას უნარი (Alexa Skill); გუგლის ფარგლებში ამას ჰქვია ქმედებები გუგლის აპლიკაციაზე (Actions on Google app interface), რომელიც მუშაობს dialogflow.com-ზე, შეგიძლიათ აწარმოოთ სრული კითხვები, რომელსაც გუგლი თქვენი აპლიკაციიდან უპასუხებს იმ მომხმარებლებისთვისაც, ვისაც თქვენს აპლიკაციაზე წვდომა არ აქვს. ვთქვათ, გაქვთ აპლიკაცია სახლების ფასებზე, „რამდენია სახლის საშუალო ფასი ბოსტონში?“ თუ მომხმარებელს არ აქვს წვდომა თქვენს აპლიკაციაზე, გუგლი მიაწვდის მას ამ ინფორმაციას, როგორც ეს SEO-ს შემთხვევაში ხდება. - ერიკ ენჯი, გენერალური მენეჯერი, Perficient.

Img: გამოსახურება (Image)

„გუგლმა ახსენა, რომ SEO ცოტა მეტად უნდა ფოკუსირდეს გამოსახულებით ძიებაზე“, თქვა ბარი შვარცმა სტატიაში, სადაც გუგლის ძიების შედეგების გვერდზე გამოსახულებების მნიშვნელობის გაზრდაზე დეტალურად საუბრობს.


როდესაც ჩამონათვალის ქვემოთ გამოსახულებები ჩნდება, გამოსახულებებს გადაჰყავს მომხმარებელი გვერდებზე, გამოსახულების ოპტიმიზაცია თქვენი SEO-ს რეჟიმის მუდმივი კომპონენტი უნდა იყოს.


„ორიგინალი გამოსახულებების გამოყენება, გამოსახულებასთან ერთად, გამოსახულების ქვეშ ტექსტის, როგორც აღწერილობის არსებობა, გვერდის და საიტის შესაბამისი გამოსახულებები - ეს ყველაფერი გამოსახულების ძებნის თანმიმდევრობის ფაქტორებია“ - ერიკ ენჯი, გენერალური მენეჯერი, Perficient.

და ბოლოს, წარმოიდგინეთ რა გავლენას ახდენს გამოსახულებები მომხმარებელზე. ეცადეთ ფაილის ზომა რაც შეიძლება პატარა იყოს, თუმცა იმ ხარიხის დაკლების გარეშე, რასაც მომხმარებელი ელის; ეს დაგეხმარებათ ჩატვირთვის რაოდენობის კონტროლში. თუ თქვენი გამოსახულებები გვერდის ქვემოთაც (below-the-fold) ჩნდება, მხედველობაში იქონიეთ lazy loading-ის დანერგვა, ანუ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს ყველა გამოსახულების ნახვა იმისთვის, რომ კონტენტი მიიღოს.


ასევე უნდა გამოვიყენოთ ფაილის საერთო ფორმატები JPEG, WEBP და PNG - სტანდარტული გამოსახულებებისთვის, SVG - ვექტორული გრაფიკისთვის და GIF - მარტივი ანიმაციისთვის, რათა საძიებო სისტემებმა აჩვენონ თქვენი გამოსახულებები. შეგიძლიათ გამოსახულების მონიშვნა სტრუქტურირებული მონაცემებით, რომ საძიებო სისტემებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ.


Loc: ლოკალური (Local)

ვიცით, რომ ონლაინხილვადობა ხელს უწყობს სხვადასხვა ბიზნესის, შესყიდვების წარმოებას (foot traffic, brick and mortar locations). ლოკალური ხილვადობის ოპტიმიზაცია ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

„შეგიძლიათ თქვათ, რომ ლოკალური ძებნა პირველ რიგში გუგლს უკავშირდება, ვიდრე Yelp-ს, Facebook-ს ან თუნდაც ვერტიკალს (საცნობარო საიტებს)“, ამბობს საძიებო სისტემების სფეროს რედაქტორი, გრეგ სტერლინგი. „ასე რომ, თუ იმყოფებით საავადმყოფოში, რესტორანსა თუ რომელიმე სხვა სპეციფიკურ სივრცეში, შეგხვდებათ ცნობარი საიტები ან სხვა ისეთი საიტები, რასაც ამ დროს ადამიანი იყენებს - TripAdvisor ინფორმაციის მოძიების ერთ-ერთი მაგალითია“.


Google My Business პლატფორმა აგრძელებს მახაისათებლების დამატებას. საკუთარი ჩამონათვალის ოპტიმიზება და მოთხოვნა ხელს უწყობს Google Search and Maps-ზე თქვენი არსებობის შესახებ გაგებას. შეგიძლიათ განაახლოთ საკუთარი ბიზნესინფორმაცია, ატვირთოთ ფოტოები და მართოთ გამოხმაურებები, რაც ლოკალური ჩამონათვალის თანმიმდევრობის ფაქტორია.


Yelp-ზე აქტივობამ (ან თქვენი საქმიანობისთვის მეტად შესაფერის სხვა საიტზე) შესაძლოა გზა პირდაპირ თქვენს კართან მოიყვანოს. „მაგრამ გუგლის SEO-ს პერსპექტივიდან, მიზეზი, რის გამოც გსურთ Yelp-ზე აქტივობა არის ის, რომ მოხვდეთ მათ ჩამონათვალში - ისინი თქვენს ვებგვერდს განათავსებენ შედეგების ჩამონათვალში და დომეინებიდან მიიღებენ სარგებელს“, ამბობს სტერლინგი.


Amazon Alexa-ს ეკოსისტემაში, ამაზონი მონაცემებს მრავალი წყაროდან იღებს, ერთ-ერთი მათი ლოკალური მონაცემების მთავარი წყაროა Yext, მაგრამ აქვთ ასევე უამრავი სხვა წყაროც. შემდეგი წყაროა ასევე Yelp. ‘ამის გათვალისწინებით’, ამბობს სტერლინგი, ‘დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები Yelp-ზეა განთავსებული, ასევე მოიაზრეთ Yext’.


Google Home-ში და ასევე Assistant-ზე სმარტფონისთვის, თუ ხართ პროფესიონალი და გაქვთ რაიმე სახის მომსახურება, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგარჩევენ, თუ გაქვთ გუგლის საგარანტიო ნიშანი ან მათ რომელიმე ავტორიზებულ პარტნიორთან ხართ დაკავშირებული, ამბობს სტერლინგი.


„არ არის დამტკიცებული, რომ გუგლის სტატიებში გამოყენებული კონტენტი რაიმე გავლენას ახდენდეს ძიების შედეგების თანმიმდევრობაზე. ამიტომ გირჩევთ კონცენტრირდეთ ძირითად საძიებო სიტყვებზე, რომლებიც უკვე არსებობს ჩამონათვალებში და გამოიყენება click-through-rate-ში“, ამბობს ჯოი ჰოუკინსი.

Vid: ვიდეო (Video)

„თუ გსურთ ვიდეოს განთავსება, მხოლოდ გუგლში არ უნდა ეცადოთ მისი შედეგებში მოხვედრა. YouTube.com ასევე მნიშვნელოვანი საძიებო სისტემაა“ - ამბობს ერიკ ენჯი, გენერალური მენეჯერი Perficient Digital-ში.


გუგლი ვიდეოშედეგებს აჩენს როგორც მთავარ შედეგებში, ასევე ვიდეოს ნაწილში. როდესაც ვიდეოს თანმიმდევრობაში მოხვედრის ფაქტორები მერყეობს გუგლსა და იუთუბს შორის, არსებობს უნიკალური მოსაზრებები, რაც ვიდეოკონტენტის ოპტიმიზაციის დროს უნდა გაითვალისწინოთ.


თუ თქვენი აუდიტორია იუთუბზეა, ნახვების საშუალო რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია - განსაკუთრებით თუ გსურთ, რომ თქვენი კონტენტი ვიდეოშეთავაზებებში (suggested video) მოხვდეს. მნახველებისთვის ვიდეოს მოძებნაში დასახმარებლად, დარწმუნდით, რომ აღწერასა და სათაურში საძიებო სიტყვები სწორად მიუთითეთ.


იმის ნაცვლად, რომ იუთუბის ავტომატურ აღწერილობებს დაეყრდნოთ, დაწერეთ საკუთარი, რათა იუთუბს თქვენი კონტენტის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ და დარწმუნდით, რომ მნახველებისთვის მისაწოდებელი ასლები სიფრთხილით შეარჩიეთ. ასევე დაგჭირდებათ გამოსახულება აღწერილობისთვის, რათა მომხმარებლებმა მისი დანახვისას დააკლიკონ და გაზარდონ თქვენი კონტენტის ნახვის რაოდენობა.


ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია YouTube SEO-სთვის, თუ გსურთ მნახველების მოზიდვა კრეატიული გზებით, რომ შემდეგ მათ ჩაინიშნონ თქვენი გვერდი (subscribe), გააზიარონ, დააკომენტარონ და ა. შ.


თუ თქვენი უპირველესი მიზანია, რომ თქვენი ვიდეო გუგლის მთავარ საძებნ გვერდზე მოხვდეს, თავად მოძებნეთ ის და დარწმუნდით, რომ ვიდეო შესაბამისი შეკითხვების შემთხვევაში, შედეგებში ჩნდება. თუ არ გამოჩნდება, მაშინ შესაძლოა თქვენი ვიდეო ვიდეოების ნაწილში იყოს ასახული.


„გუგლში თანმიმდევრობის ალგორითმები ვიდეოებისთვის ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა ვებგვერდებისთვის. ალგორითმები განსხვავდება გუგლსა და იუთუბს შორის, რადგან გუგლის შედეგები განისაზღვრება მომხმარებლის კმაყოფილების მიხედვით, იმის მიხედვით თუ რამდენად ხარისხიან შედეგს მიიღებენ ისინი, მაგრამ ვიდეოს შესაბამის გვერდზე განთავსების გარდა შეგიძლიათ ასევე დაურთოთ აღწერა და მონიშნოთ ის სტრუქტურირებული მონაცემებით (schema.org), რათა საძიებო სისტემებს მეტი კონტექსტი მიაწოდოთ და გაზარდოთ შანსი, რომ თქვენი ვიდეო რჩეულ შედეგებში (rich result ) მოხვდეს.


„სიგრძის მიუხედავად, თქვენი უმთავრესი მიზანი ისეთი კონტენტის შექმნა უნდა იყოს, რომელიც აუდიტორიისთვის იქნება შესაფერისი. თუმცა, საძიებო სისტემები შესაძლოა არ უჭერდნენ მხარს ზედმეტად მოკლე ვიდეოებს: ის, რასაც ისინი ეძებენ არის მაღალი ხარისხი, ისეთი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ მეტი რეკლამა დაურთონ და მომხმარებლები მეტი ხნით გააჩერონ საიტზე“, წერს სტეფან სპენსერი. „სულ მცირე, 5-წუთიანი ვიდეოები ძირითადად ფუნქციონირებს უკეთესად და აქვთ გუგლის ძიების შედეგებში მოხვედრის უფრო მაღალი შანსი“.


თვალი ადევნეთ თქვენი ვიდეოს ინტენსიურობას იუთუბის განხილვებსა და გუგლის ძიების შეტყობინებებში.


წარმოგიდგენთ დამატებით წყაროებს თქვენი ვიდეოს ოპტიმიზაციისთვის:


  • YouTube SEO 101: დაიწყეთ ვიდეოს ოპტიმიზაცია;

  • Google: YouTube & ვიდეო.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:

© Copyright
bottom of page