top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

4. ლოკალური საკვანძო სიტყვების ორგანული ძიების კონკურენტების ანალიზი

აუცილებელია იცოდეთ რა წინააღმდეგობას წააწყდებით ლოკალური საკვანძო სიტყვების ძიების შედეგებში, ლოკალური ორგანული კონკურენციის ანალიზის დროს. ეს თქვენი SEO-ს სტრატეგიის მთავარი საწყისი ნაბიჯია.


შენი ლოკალური ორგანული ძიების კონკურენტების ანალიზი
შენი ლოკალური ორგანული ძიების კონკურენტების ანალიზი

სარჩვი:


ლოკალური ორგანული კონკურენციის ანალიზი საწყისი ნაბიჯია თქვენი სტრატეგიის განსაზღვრისას, რადგან ის გეხმარებათ გაიგოთ რა წინააღმდეგობა შეგხვდებათ ორგანული ძიების შედეგებში.


კონკურენტების გაანალიზების შემდეგ ინფორმაცია დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში.


კონტენტის ნახვისას, შეიძლება გაიგოთ:

  • რა თემებს ეხება კონკურენცია.

  • საშუალოდ რამდენ სიტყვას წერენ კონკურენტები.

  • კონტენტის განახლების სიხშირე

ამ პროცესების გავლა გეხმარებათ გაიგოთ რას აკეთებენ სხვები, შესაბამისად, მოარგებთ თქვენი კონტენტის სტრატეგიას მათთან საბრძოლველად.


ლინკების შესახებ შეიძლება გავიგოთ შემდეგი:

  • რამდენი ლინკი იდება კონკურენციის პირობებში.

  • რა სახის უნდა იყოს ლინკი.

  • საიდან იღებენ ლინკებს.

  • რა სიხშირით იღებენ ლინკებს.

  • ჩვეულებრივ როდის იღებენ ლინკებს.

ადგილობრივ ფაქტორებზე, მაგალითად on-page ოპტიმიზაციაზე დაკვირვებით ასევე შესაძლებელია ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მათ ლოკალურ სტრატეგიაზე გაგამარჯვებინებთ.


ლოკალურ კონკურენციაში გაანალიზებული ფაქტორები დაგეხმარებათ მათზე უკეთესი სტრატეგიის შემუშავებაში.


ლოკალური კონკურენციის ანალიზში შემავალი ფაქტორები

თქვენს ბაზარზე ფოკუსირებით, თქვენი ნიშა და თქვენი ლოკაცია ლოკალური კონკურენციის ღრმა ანალიზისთვის დაგჭირდებათ.


ლოკალური კონკურენციის ანალიზი შეიცავს შემდეგ ფაქტორებს:

  • კონტენტი.

  • ლინკები.

  • On-page SEO.

უფრო ვრცლად, ლოკალური ნკურენტების ანალიზი უნდა შეიცავდეს ზემოაღნიშნულს, რომ მივიღოთ ნათელი სურათი ბაზრის ლოკალური კონკურენციის შესახებ.


გაითვალისწინეთ, რომ ყველა ფაქტორი ვერ გაზრდის თქვენი ძიების შედეგების ჩამონათვალს - ზოგიერთი გაზრდის, მაგრამ ისინი დაგეხმარებიან მომგებიანი ლოკალური სტრატეგიის შექმნაში, რაც დაფუძნებულია ყველაფერზე, რაც კონკურენციის დროს კეთდება.


ლინკები

  • ადგილობრივი SEO კატალოგები;

  • ლოკალური საიტების ნიშა;

  • სარედაქციო ადგილობრივი ლინკები;

  • კომერციული ლინკები;

  • ლოკალური .GOV ლინკები;

  • ლოკალური.EDU ლინკები.

კონტენტი

  • ვინ წერს კონტენტს?

  • რის შესახებ არის კონტენტი?

  • როდის იწერება კონტენტი?

  • რაზეა კონტენტი ფოკუსირებული (ლოკალურად)?

  • რატომ იწერება კონტენტი?

  • რამდენი სოციალური გაზიარება აქვს კონტენტს?

  • რამდენი კომენტარია განთავსებული?

On-Page ტექნიკური SEO

  • მაღალი ხარისხი, შემოწმებული კოდირება HTML და CSS ;

  • Schema.org კოდი ლოკალური SEO-სთვის;

  • ლოკალურად ოპტიმიზებული სათაურის ტეგები;

  • ლოკალურად ოპტიმიზებული მეტა აღწერები;

  • ლოკალურად ოპტიმიზებული URL-ები;

  • ლოკალურად ოპტიმიზებული ტექსტი ორიენტირებული თემაზე და საკვანძო სიტყვის პროპორციულად გამოყენებაზე.


რის მიღწევას ემსახურება კონკურენტული ანალიზი

კონკურენციის ანალიზი ფოკუსირებულია გუგლში 10 ტოპ შედეგზე.


აწარმოეთ ძიება თქვენს ლოკალურ სივრცეზე + ძირითად საძიებო ფრაზაზე სამიზნე ინდუსტრიაში.


გამოიყენეთ ლინკის ანალიზის ხელსაწყოების კომბინაცია, მაგალითად: Google search console, Majestic, SEMrush, Raven Tools, and Ahrefs; ამოიღეთ ყველა მონაცემი; შეაგროვეთ ყველა ეს მონაცემი ერთად; გააანალიზეთ ლინკის პროფილი.


გირჩევთ გამოიყენოთ სულ მცირე ორი ან სამი ლინკის პროფილის ანალიზის ხელსაწყო, რადგან ერთი ხელსაწყო ყოველთვის არ შეიცავს ყველა ხელმისაწვდომ მონაცემს.


ლინკის პროფილში თქვენ უნდა მოძებნოთ:


ლოკალური SEO-ს კატალოგები

  • რა სახის კატალოგებს შეიცავს საიტები?

  • რა სახის ლოკალური ლინკების ნიშებს შეიცავს კონკურენტების საიტები?

  • რა სახის დამატებით ლოკალურ ლინკებს შეიცავს კონკურენტების საიტები?

  • შეიცავს თუ არა საიტები კომერციულ ლუნკებს და თუ შეიცავს, რომლებს?

  • შეიცავს თუ არა საიტები რომელიმე local .gov ან .edu ლინკებს?

ლინკები მუშაობს იმ შემთქვევაში, თუ ისინი შედგენილია საკმარისად მაღალი ხარისხის საიტების ბექლინკებისგან და არ ჩნდებიან, როგორც სპამები.


თქვენ უნდა შექმნათ კონკურენტების ბექლინკების ანალიზიდან ისეთი სია, რომლებიც არ არიან სპამები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავენ რეკლამებს და რეკლამები ხელს არ უშლიან ადამიანებს ლინკების ძებნის პროცესში. კატალოგები ძირითადად სუფთა ლინკების წყაროებია, არიან მაღალი ხარისხის და შეუძლიათ გასცენ ბექლინკების მაღალი ხარისხი.


ლოკალური საიტების ნიშა

ლოკალური საიტების ნიშა თქვენს სფეროში, ნიშნავს შესაბამისი თემის ლოკალური ძალაუფლების მქონე საიტებს.


ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიდან დამთავრებული საქველმოქმედო ორგანიზაციებით და სხვა საიტებით, რომლებიც დაგვეხმარება ნდობის გაზრდაში, როდესაც ისინი თქვენთან დაკავშირებულნი იქნებიან ლინკებით.


ამ ბმულების ძიებისას მთავარი იდეა არის დარწმუნდეთ, რომ ისინი მაღალი ხარისხისაა და არა სპამერები.


ამ საიტებს შესაძლოა ადგილობრივი პარტნიორების ფორმაც ჰქონდეს.


კომერციული ლინკების კატალოგი

  • ისინი მნიშვნელოვანია და კარგია ლოკალური SEO-სთვის.

  • მათ მოაქვთ საიტისთვის მაღალი ქულა, არიან შესანიშნავი პარტნიორის ტიპის ლინკები, შეუძლიათ განსაზღვრონ ლოკალური ბიზნესი.

  • მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყველა კომერციული ლინკი ვერ იქნება .gov.


ლოკალური .gov და .edu ლინკები


ეს ლინკები ემსახურებიან ადგილობრივ სახელმწიფო დაწესებულებებს ან უნივერსიტეტებს, სკოლებს, კოლეჯებს.


ესენია .gov და .edu ლინკები - ამ გვერდებზე მოპოვებული ბექლინკები არის უმაღლესი ხარისხის.


დღეის მდგომარეობით არაფერი შეცვლილა .gov და .edu ბექლინკების მნიშვნელობის თვალსაზრისით. ისინი კვლავ ინარჩუნებენ ერთ-ერთი მაღალი ხარისხის ლინკების სტატუსს.


ლოკალურ კონკურენტულ ანალიზში კონტენტის გათვალისწინება

ლოკალური კონკურენტების ანალიზის მონაცემების შეგროვებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:

  • ვინ წერს კონტენტს?

  • რის შესახებ არის კონტენტი?

  • როდის იწერება კონტენტი?

  • ლოკალურად სად არის კონტენტი ფოკუსირებული?

  • რატომ იწერება კონტენტი?

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დაგეხმარებათ განსაზღვროთ კონტენტი, რომელსაც საბოლოო ჯამში საიტზე განათავსებთ.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძიების კარგი შედეგებისთვის კონტენტი არ უნდა იყოს სავალდებულოდ ბევრი, ჯონ მიულერი გუგლიდან ამბობს:

„არ არსებობს მოცულობის მინიმუმი ან დღეში განთავსებული სტატიების რაოდენობის მინიმუმი, რომელსაც პოსტავთ, არც - ვებსაიტზე გვერდების კონკრეტული რაოდენობა. უმეტეს შემთხვევაშ, მნიშვნელოვანია ხარისხი!!! და არა რაოდენობა. ჩვენი ალგორითმები ეძებენ და რეკომენდაციას უწევენ ვებსაიტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის, უნიკალური და მყარი კონტენტები. ნუ გაავსებთ საიტებს დაბალი ხარისხის კონტენტებით. ამის ნაცვლად, დარწმნუბდით, რომ თქვენი საიტი ხარისხობრივად საუკეთესოა.“

On-Page ტექნიკური SEO


URL მისამართბის ძირითადი რეკომენდაციები


დარწმუნდით, რომ თქვენი საიტი არის სკანირებადი გუგლ ბოტისთვის.


მიზანმიმართული, ნიშური საკვანძო სიტყვების გამოყენებისას, გამოიყენეთ ისინი URL-ში, როდესაც ქმნით თქვენს გვერდს.


თუ თქვენი საიტი არ არის crawlable ხელმისაწვდომი და ტექნიკურად გამართული, შესაბამისად, გუგლი ვერ გამოაჩენს მას ძიების შედეგებში.


მაღალი ხარისხის, დადასტურებული HTML და CSS კოდირება


მაღალი ხარისხის გამართულად მოქმედი HTML და CSS კოდი არის მნიშვნელოვანი.


ზოგიერთი სეოს სპეციალისტი თვლის, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა პრაქტიკიდან გამომდიანრე, სწორად დაწერილი კოდი ამცირებს საიტის, გვერდის ჩატვირთივს სიჩქარეს.

გვერდის სისწრაფე კი გუგლის ერთ-ერთი ფაქტორია.


თუ თქვენს კონკურენტს არ აქვს აღნიშნული პრობლემები კოგვარებული, თქვენ მათ წინააღმდეგ შესანიშნავი უპირატესობა გექნებათ - დარწმუნდით, რომ საიტის კოდი და გვერდის სისწრაფე ყოველთვის სხვებზე უკეთესი გაქვთ: კარგად ოპტიმიზებული კოდის შემთხვევაში, სერვერს არ აქვს დაბრკოლებები.


Schema.org SEO კოდი ლოკალური SEO-სთვის

Schema.org კოდი ყველა ვებსაიტს უნდა ჰქონდეს სქემის მონაცემთა ტიპის ინფორმაციით.


ეს მნიშვნელოვანია, რომ საიტი ფრაგმენტებსა და გუგლის ძიების შედეგების „კარუსელში“ გამოჩნდეს.


თუ კონკურენტ საიტებს არ აქვთ სქემის ნიშნულები (markup) თქვენი საიტის მონაცემთა ტიპებისთვის, არსებობს სხვა სასარგებლო ძიების შედეგების ჩამონათვალის ნიშნები, რისი ოპტიმიზებაც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ.


პირველი სქემა ნებისმიერი ლოკალური ბიზნესისთვის არის ლოკალური ბიზნესსქემა LocalBusiness schema.


ლოკალურად ოპტიმიზებული სათაურის თეგები, მეტა აღწერილობები, URL-ები

ლოკალურ ბაზაზე ოპტიმიზებულ ნებისმიერ საიტს უნდა ჰქონდეს ლოკალურად ფოკუსირებული სათაურის თეგები, მეტა აღწერილობები და URL-ები.


რას ნიშნავს ლოკალურად ფოკუსირებული?


ეს ნიშნავს, რომ თუ ცდილობთ ოპტიმიზებას საძიებო ფრაზით [საუკეთსო პირადი ადვოკატი], სამიზნე ძირითად საძიებო სიტყვებში (keywords) უნდა გამოიყენოთ ქალაქის სახელწოდება. [თბილისში საუკეთესო პირადი ადვოკატი]



ლოკალურად ოპტიმიზირებული ტექსტი ვებ გვერდზე ვიწრო თემით და ფოკუსირებული საკვანძო სიტყვებზე


ადგილობრივი კონკურენტების ანალიზისას თქვენ ასევე ეძებთ კონკურენტებს, რომელთაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ლოკალურად ოპტიმიზებული on-page კონკრეტული სათაურით და ძირითადი საკვანძო სიტყვებით (keyword) (არა ადგილობრივ ბაზარზე მყოფი).


ეს გეტყვით რას აკეთებენ კონკურენტები თავიანთი გვერდის ოპტიმიზაციისთვის რათა დაიკაონ ახალი სეგმენტი.


კონკურენტების კვლევის პატარა ხრიკები

თუ ნამდვილად გსურთ მიიღოთ სიღრმისეული კვლევა თქვენი კონკურენტების შესახებ, მე გირჩევთ შეამოწმოთ თქვენი კონკურენტების ვებსაიტები Screaming Frog-ის გამოყენებით.


უბრალოდ დააყენეთ თქვენთვის სასურველი Screaming Frog პარამეტრები, გადახედეთ თითოეული კონკურენტის საიტს და Excel-ის ცხრილების მონაცემების ექსპორტის შემდეგ, გაფილტრეთ ყველა მონაცემი, რათა აჩვენოთ მხოლოდ სათაურები, მეტა აღწერილობები და URL-ები.


თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რას აკეთებენ ისინი თავიანთი H1 ტეგებით.


ყველა ამ სასარგებლო მონაცემის დათვალიერება გაჩვენებთ ზუსტად რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები საიტზე და დაგეხმარებათ თქვენი საიტის გაუმჯობესებაში.


კონკურენტული საკვანძო სიტყვების კვლევა


დაიწყეთ ძირითადი საძიებო სიტყვების (Keywords) ლოკალურად ფოკუსირებული ვერსიებით, რომლებსაც თქვენი მომხმარებლები ეძებენ

ძირითადი საძიებო სიტყვების თემატური შეთავსება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თქვენი on-page ოპტიმიზაცია სწორად გამიზნული და სრულად ოპტიმიზებული იყო.


როდესაც აწარმოებთ ძირითადი საძიებო სიტყვის კვლევას, ეძებთ ძირითად სიტყვებს ძებნის კარგი დონით (70 ზე მეტი მაძიებელი თვეში კარგი მაჩვენებელია), კონკურენცია დაბალია და მიზანი მაღალი.


ძირითადი საძიებო სიტყვების ფრაზების ლოკალურად ფოკუსირებული ვერსიები სტომატოლოგისთვის შესაძლოა იყოს [საუკეთესო სტომატოლოგი ქუთაისში].


თუ ცდილობთ სტომატოლოგის ძიებას ლოკალური ფოკუსის გარეშე, წარმატებას გისურვებთ. ამას დასჭირდება უამრავი ლინკი, ბევრი დახარჯული დრო, ენერგია და ფინანსები რათა შეაღწიოთ ლოკალურ ბაზარზე.


მსგავსი ძირითადი საძიებო სიტყვის ძიებისას მნიშვნელოვანია ბაზრის მასშტაბის გათვალისწინება.


თუ არ გაითვალისწინებთ ბაზრის მასშტაბს, მაგალითად ლოს ანჯელესი (მილიონი გვერდით, სადაც უკვე დამკვიდრებულია უამრავი საიტი), და კლიენტებს დაჰპირდებით, რომ ნახავენ ჩამონათვალის პირველ ათეულში კი არა და 30-ეულში ლოს ანჯელესის მასშტაბით სამი თვის განმავლობაში, წარმატება მისურვებია.


ლოს ანჯელესის ზომის ბაზრის შემთხვევაში, მინიმუმ წელიწადი მაინც დაგჭირდებათ, რომ შედეგები გუგლის პირველ გვერდზე მოხვდეს - კონკურენციის მოსაგებად.


მიიღე კარგი საძიების მოცულობა, დაბალი კონკურენცია, მიზნობრივი საძიებო სიტყვების ნიშა

კარგი ძიების მოცულობა, დაბალი კონკურენცია, უაღრესად მიზანმიმართული ნიშების საკვანძო სიტყვები ბრილიანტია ლოკალური სეოსთვის.


საკვანძო ფრაზებს, როგორც წესი, მოაქვს ყველაზე სასურველი შედეგი თქვენი საიტისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კონკურენცია კარგია, ძიების კარგი მოცულობა უნდა იყოს თქვენი სიის სათავეში ადგილობრივი საკვანძო სიტყვების კვლევისას. რომ დავაკონკრეტოთ, თუ ადამიანები არ სარგებლობენ "საკვანძო ფრაზებით" ან ძალიან ცოტაა მოთხოვნა თვის ჭრილში, აზრი ეკარგება მის გამოყენებას.


რაც უფრო მაღალია ძიების მოცულობა, მით უფრო მაღალია მომხმარებლის ინტერესი თემის მიმართ.


თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ძიების მოცულობას, შეიძლება გაგიმართლოთ ერთი ან ორი კონვერტაციით. მაგრამ ასეთი იღბალი ადრე თუ გვიან დასრულდება.


ნებისმიერი SEO პროექტის ფუნდამენტური საფუძველი - საფუძვლიანი კვლევაა.


მაღალი მიზნობრივი ნიშების საკვანძო სიტყვები არის ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანებს, რომლებიც ეძებენ კონკრეტულ ნივთებს თქვენს ინდუსტრიაში. თქვენ მოგიწევთ ღრმად გამოიკვლიოთ თქვენი ინდუსტრიის დეტალები, რომ იპოვოთ საკვანძო სიტყვების "ძვირფასი ქვები".


თუ იცით, რომ ადამიანები ხშირად ეძებენ სპეციალიზებულ პროდუქტებს კონკრეტულ ინდუსტრიაში, ამ ძიების უკან, როგორც წესი, არის განზრახვები და კითხვები.


ამ ფრაზების ძიების ანალიზით და ფიქრით, შეგიძლიათ შექმნათ საკვანძო სიტყვების სია, რომელიც შეიცავს კითხვებს ამ თემების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კიდევ უფრო სიღრმისეული და მიზნობრივი შინაარსის გვერდების შესაქმნელად.



© Copyright
bottom of page