top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

თავი 1: საძიებო სისტემის SEO-ს ფაქტორების სახეობები

Updated: Jul 20, 2023


საძიებო სისტემის პერიოდულობის ცხრილი
საძიებო სისტემის პერიოდულობის ცხრილი

საძიებო სისტემის სამყაროში SEO-ს პერიოდული ცხრილი მოიცავს 4 ძირითად ჯგუფს:

თითოეული ჯგუფის თუ ქვეჯგუფის შემადგენელი ნაწილები ის ფაქტორებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თუ გსურთ თქვენი საიტის ორგანული ხილვადობის და თანმიმდევრულობის გაზრდა. თითოეული ნაწილის ზედა მარჯვენა კუთხეში ნახავთ რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელიც დაგეხმარებათ კონკრეტული ნაწილის მნიშვნელობისა და შეფასების გაგებაში. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო მაღალია მისი შეფასება.


on-page და off-page SEO-ს თითოეულ ჯგუფს აქვს რამდენიმე ქვეჯგუფი და SEO-ს სახელმძღვანელოს ყოველი თავი განკუთვნილია იმისთვის, რომ SEO-ს კონკრეტულ ნაწილზე გქონდეთ წვდომა.


SEO-ს ფაქტორების ერთობლივი მუშაობა საძიებო სისტემისთვის

SEO-ს ფაქტორები არასდროს არ არიან ვაკუუმში. კარგად ოპტიმიზებული HTML სათაურები ვერ კომპენსირდება ვიწრო კონტენტით. საიტის უდიდესი სიჩქარეც კი ვერაფერს შეცვლის, თუ საძიებო სისტემებისთვის თქვენი გვერდები არ გახდება მარტივად მოსაძებნი. რამდენიმე დადებით ფაქტორს შეუძლია საგრძნობლად გაზარდოს თქვენი წარმატების დონე, ხოლო უარყოფითი ფაქტორი ბევრად ამცირებს მას.


On-page SEO-ს ფაქტორები

On-page SEO-ს ფაქტორები
On-page SEO-ს ფაქტორები

On-page თანმიმდევრობის ფაქტორები თითქმის მთლიანად გამომცემლის კონტროლის ქვეშ არის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი მომხმარებლის საჭიროებებსა და თქვენი საძიებელი გვერდების მეგობრულობის გაზრდას შორის.


გვერდის სათაურის სახელწოდება, კვლევის სიღრმე, საძიებო სიტყვები და ასე შემდეგ უნდა გამოიყენებოდეს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. HTML სათაურები, ძირითადი ტექსტი და სხვა დანარჩენი კონტენტთან შესაბამისი ინფორმაციით უნდა უზრუნველყოფდნენ საძიებო სისტემებს და მომხმარებელს. თქვენი საიტის აგებულება უნდა დაეხმაროს საძიებო სისტემის მომხმარებლებს, რომ კარგად მართონ გვერდი და უნდა გაამარტივოს სასურველი ინფორმაციის მოძებნა.


Off-page SEO-ს ფაქტორები

Off-page SEO-ს ფაქტორები
Off-page SEO-ს ფაქტორები

საძიებო სისტემები მხოლოდ იმას არ აფასებენ თუ რას შეიცავს გვერდი და რა არის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. Off-page ფაქტორები გამიჯნულია შემქმნელის ან გამომცემლის პირდაპირი ზეგავლენისგან. საძიებო სისტემები აფასებენ რეპუტაციას, საიტის ლინკების ხარისხს, მომხმარებლის ტერიტორიულ მდებარეობას და ბევრ სხვა საჭირო შედეგების მისაწოდებლად საჭირო ფაქტორს.


იმის მიუხედავად, რომ არ არის აღნიშნული ფაქტორების თითოეული გვერდის მიხედვით კონტროლი, ისინი გათვალისწინებული უნდა იყვნენ საიტის საძიებო ოპტიმიზაციის დროს.


ტოქსინები

კარგად შესრულებული სამუშაოს პირობებში, SEO-ს საძიებო სისტემებისთვის ისევე მოაქვს სარგებელი, როგორც საიტებისთვის. SEO საძიებო სისტემებს ეხმარება მომხმარებლისთვის უკეთესი შედეგების მიწოდებაში, თუმცა SEO-ს ტექნიკების გამოყენება შედეგების გაყალბების გზით უპირატესობის მოპოვების მიზნით, ცუდ შედეგებს მოიტანს.


სპამები და საეჭვო ტექნიკები „ტოქსინების“ ჯგუფში ერთიანდება. მათი გამოყენება თქვენს გვერდს მოუტანს სანქციებს ან საძიებო შედეგებიდან სრულიად ამოგდებას.


სიახლე: SEO ნიშები

ახალი 2023 წლისთვის, დაემატა ნიშების განყოფილება SEO პერიოდულ ცხრილში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბიზნესში ან ინდუსტრიაში ხართ, ძირითადი პერიოდული ცხრილის დაცვა დაგეხმარებათ თქვენი ძიების ხილვადობის გაუმჯობესებაში. თუმცა, არის რამდენიმე ნიშა, სადაც SEO მოიცავს სხვადასხვა ან დამატებულ ელემენტებს. ამ ახალ განყოფილებაში განვიხილავთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ თქვენი ლოკალური SEO, სიახლეების გამოქვეყნების SEO და ელექტრონული კომერციის SEO.


SEO-ს სახელმძღვანელო თავები:


წყარო: searchengineland


© Copyright
bottom of page