top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

თავი 7: მომხმარებლის კონტექსტის ნიშნები & საძიებო სისტემის შედეგების თანმიმდევრობა

Updated: Jul 20, 2023


მომხმარებლის კონტექსტის ნიშნები
მომხმარებლის კონტექსტის ნიშნები

ძიების შედეგები მოცემულ შეკითხვაზე თითოეული მომხმარებლისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სრულიად განსხვავებულ შედეგებს ხედავს. თემატურად ყველა ერთსა და იმავე შედეგებს ხედავს. მნიშვნელობა აქვს ვინ სად იმყოფება, ვის იცნობენ და როგორ გამოიყენებენ ვებსისტემას.


საძიებო სისტემები ცდილობენ შედეგები მომხმარებლის მოთხოვნებს მოარგონ. გუგლის რჩევა SEO-ს მიმართ არის ის, რომ თქვენი კონტენტი მომხმარებლების აზროვნებას მოარგოთ, რაც გამოიხატება SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილის მომხმარებლის მიზნებში.


Co: ქვეყანა

მომხმარებლები შედეგებს იმ ქვეყნის მიხედვით ხედავენ, სადაც ისინი იმყოფებიან. მომხმარებელი აშშ-ში, რომელიც საძიებო ველში წერს: „გუშინდელი ფეხბურთის ანგარიში“ - დაინახავს ამერიკული ფეხბურთის თამაშებს მაშინ, როცა სხვა ადამიანი ბრიტანეთიდან დაინახავს ფეხბურთის თამაშებს, რომელსაც ამერიკელები soccer-ს ეძახიან.


რეგიონის გეოგრაფიის, ენისა და კულტურის მხედველობაში მიღება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი კონტენტი იმ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, რა სივრცესაც ემსახურებით. თუ თქვენი საიტი არ არის კონკრეტულ ქვეყანაზე გათვლილი, მაშინ ნაკლები შანსი გაქვთ აჩვენოთ ქვეყნის პერსონალიზაცია. თუ ფიქრობთ, რომ უნდა შეესაბამებოდეთ ქვეყანას, მაშინ უნდა იმუშაოთ თქვენი საერთაშორისო SEO-ს საკითხებზე. მაგალითად, თქვენ მოგინდებათ შესაბამისი ქვეყნის კოდის უმაღლესი დომეინის და hreflang ატრიბუტის გამოყენება, რომ მიუთითოთ თქვენი საიტის ენა.


თუ თქვენი კონტენტი მრავალენოვანია, საუკეთესო გზაა თქვენი გვერდის შესაბამისი ენებისთვის განსხვავებული URLs-ის გამოყენება. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ rel=“alternate” hreflang იარლიყი, რომ გუგლს რეგიონის და ენის შესახებ შეატყობინოთ. ამის გაკეთება დაეხმარება საძიებო სისტემებს თქვენს გვერდებთან ურთიერთმქდებაში, მათი უკეთ გამოყენებისა და ინდექსირებისთვის.


მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ საერთაშორისო SEO და ძიების ტრენდები: როგორ მუშაობს ის? ასევე საერთაშორისო SEO: როგორ შევქმნათ გლობალური ნაკვალევი.


Lo: ადგილსამყოფელი (ლოკაცია)

როდესმე თუ მოგიძებნიათ „XYZ ჩემთან ახლოს“ ან თუნდაც უბრალოდ „ადგილობრივი სიახლეები“, საძიებო სისტემები იმ სივრცეს მორგებულ შედეგებს გიჩვენებთ, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებით.


თუ კონკრეტული ქალაქის შედეგებში გსურთ გამოჩენა, თქვენი საიტი მომსახურების ამ ზონის შესაბამისი უნდა გახადოთ. საიტზე თქვენი საქმიანობის მისამართის დამატება და თქვენი ბიზნესპროფილის - Google My Business listing კონფიგურაცია ამისთვის კარგი დასაწყისია.


სპეციალური საქმიანობის სისტემაში Yelp ან TripAdvisor ასევე დაგეხმარებათ. თუ თქვენი ბრენდი მრავალ ლოკაციაზეა, ასევე კარგი აზრია მეზობელი ქალაქების საიტზე ხსენებაც.

მეტი ინფორმაციისთვის, ჩაინიშნეთ ადგილობრივი ძიების ნაწილები:

Hs: ისტორია

ლოკაციის ნიშნებთან ერთად გუგლს ასევე შეუძლია შედეგები თქვენს მიერ ბოლოს მოძბნილი კონტექსტის მიხედვით აჩვენოს. მაგალითად, თუ მომხმარებელი როკმუსიკის შესახებ ინფორმაციას ეძებს, საძიებო სისტემამ შესაძლოა აღნიშნული ძიების ისტორია გამოიყენოს, როდესაც საძიებო სიტყვა იქნება „Queen“ და შედეგებში ბენდის შესახებ ისტორია აჩვენოს და არა ზოგადად როკის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.


გააუმჯობესეთ თქვენი კონტენტი და მომხმარებლის გამოცდილება, რომ მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილება მოახდინოთ, როგორც ბრენდმა. დროთა განმავლობაში შესაძლოა მომხმარებლებმა პირდაპირ თქვენი დომეინი მოძებნონ და არა ის, რაც ჩამონათვალში პირველად გამოჩნდება.


Ux: მომხმარებლის გამოცდილება

საძიებო სისტემებს სურთ, რომ მომხმარებლებს პირდაპირ შესაბამისი შედეგები აჩვენონ, ასევე გადაამისამართონ ისინი გვერდებზე, სადაც ზუსტად იმ ინფორმაციას მიიღებენ, რასაც ეძბენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოსადეგია მომხმარებლისთვის გვერდი, თუ ის უამრავ რეკლამას ხედავს ან პრობლემა ექმნება ტრანზაქციის დასრულებაში?


მომხმარებლის გამოცდილება მოიცავს ყველაფერს დაწყებულს საიტის ნავიგაციით და დასრულებულს კონტენტის ხარისხით ან საიტის სისწრაფით და ასე შემდეგ. სტრუქტურული თვალსაზრისით, საიტი მომხმარებლისთვის ინტუიციური იყოს. მათ უნდა შეეძლოთ, ადავილად მიაგნონ იმას, რასაც ეძებენ თქვენს საიტზე. თორემ მოხდება ხშირს შემთვევაში საიტის მყისიერად დატოვება, რაც ძალიან ცუდად აისახება საიტის რეიტინგზე. ამას Bounce Rate - წოდება.


ეს ნიშნავს მარტივად მისაწვდომ ნავიგაციას, გვერდების ნათელ იერარქიას და კონტენტის მარტივ სტრუქტურას, რომელიც მარტივი მისაწვდომია დესკტოპსა თუ მობილურ ტელეფონებში.


მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილება დადებითად აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე. პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია - არ აიძულოთ მომხმარებლები თავად ცდილობდნენ რაიმეს გაგებას და ამოხსნას. მომხმარებლები სწრაფად უნდა მიხვდნენ, რომ იმას სთავაზობთ, რასაც ეძებენ.


როგორც აუდიტორიის მოლოდინი განსხვავდება, ასევე მომხმარებლის გამოცდილებაც განსხვავდება საიტიდან საიტამდე. კონცენტრირდით აუდიტორიის მოთხოვნილებებზე და მოარგეთ თქვენი გვერდები მათ საჭიროებებს.


თუ კვლევამ აჩვენა, რომ ბევრ სტუმარს პრობლემა აქვს ვიზუალურ იერსახესთან დაკავშირებით, მხედველობაში იქონიეთ შრიფტის ზომის გაზრდა და დამხმარე ტექნოლოგიებთან მეტი წვდომა. თუ სამიზნე აუდიტორია ერთ გეოგრაფიულ რეგიონშია ცენტრალიზებული, დარწმუნდით, რომ თქვენი ენა და კონტენტი შეესაბამება აღნიშნულ სივრცეში მომსახურებას.


ყურადღება მიაქციეთ არასაჭირო მოწყობილობებს ან პროგრამებს, რაც შეანელებს თქვენი გვერდის სისწრაფეს. გატეხილი ლინკები (Broken Link) და თუნდაც ბეჭდვის შეცდომები და გრამატიკული გაუმართაობა გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე.


In: მიზანი

„საძიებო სისტემები ბევრად გამოცდილი ხდებიან იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად ემთხვევა გვერდის კონტენტი მომხმარებლის სურვილებს. გვერდები, რომლებიც კარგი შედეგებით ხვდებიან ჩამონათვალში, საუკეთესოდ პასუხობენ მომხმარებლის ინტერესების შესახებ კითხვებს“, თქვა საძიებო სისტემების სფეროში ჟურნალისტმა და კონტენტის მარკეტინგის სპაციალისტმა, ენდრიუ დენისმა - Page One Power.


თქვენი საიტის სხვადასხვა გვერდი მომხმარებლის მოგზაურობის განსხვავებულ ეტაპებზეა მორგებული. აღნიშნული ეტაპების განსაზღვრის ცოდნა დაგეხმარებათ დახვეწოთ კონტენტი და საძიებო ძირითადი სიტყვების სტრატეგიები, რაც განაპირობებს მომხმარებლის გადამისამართებას მათი სფეციფიკური მოთხოვნების მიხედვით.


საძიებო მიზნები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

  • ინფორმაციული: ეს არის ძაბრის ზედა ნაწილის კითხვები, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები იწყებენ ძიებას და ეძებენ მეტ ინფორმაციას თემის ირგვლივ ან პრობლემის გადაწყვეტის გზებს;

  • ნავიგაციური: ეს კითხვები ძირითადად მოიცავს ბრენდის ან კომპანიის სახელებს, ან სპეციფიკურ პროდუქტსა თუ მომსახურებას;

  • კომერციული: ეს არის დაახლოებით ძაბრის შუა ნაწილის კითხვები. მომხმარებლები ძიების პროცესის შუა ნაწილში არიან, უფრო ღრმად, მეტ ინფორმაციას ეძებენ პროდუქტისა და მომსახურების გვერდების ჩათვლით;

  • ტრანზაქციული: ისინი უკვე მზად არიან შესყიდვისთვის. ეს არის ძაბრის ბოლო ნაწილის კითხვები - ფიქრი [ყიდვა], [გაყიდვა], [ფასი].

სიტყვები მნიშვნელოვანი გასაღებებია, მაგრამ მიზანი იმაზე ბევრად დიდია, რაც საძიებო ყუთში ჩნდება. როდესაც მომხმარებელი საძიებო ველში წერს „პარიზის მაღალი კოშკი“, ის სავარაუდოდ ეძებს ინფორმაციას ეიფელის კოშკის სიმაღლის შესახებ და სწორედ უპირატესობების შესწავლის მექანიკური უნარით საძიებო სისტემებს შეუძლიათ მომხმარებლების მსგავსი მიზნების მიხვედრა, კონკრეტული მახასიათებელი სიტყვის ჩაწერის გარეშე. ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის ჩაწერილი სიტყვა "ეიფელი" მაგრამ სწორედ სეო-ს ფუნდამენტური არსი მდგომარეობს იმაში, რომ გუგლის ალგორითმი მიხვდეს ადამიანი რას ეძებს და გამოუტანოს მისთვის ყველაზე ოპტიმალური შედეგი.


ძიების შედეგი
პარიზის მაღალი კოშკი

„ვცდილობთ საფუძვლიანად ავხსნათ რა სურთ მომხმარებლებს, ეს ის ნაწილია, სადაც თამაშში სიღრმისეული შესწავლაა ჩართული: ბევრი სხვადასხვა ახსნაა იმისა, თუ რატომ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ძირითად საძიებო სიტყვებს იმისთვის, რომ ზუსტად ვუპასუხოთ. ამიტომ ვცდილობთ გავიგოთ მომხმარებლის ინტერესი მათი შეკითხვის, კონკრეტული დოკუმენტის მიზნის მიხედვით და ვცდილობთ პასუხი დავამთხვიოთ არა მხოლოდ ძირითად საძიებო სიტყვას, არამედ რეალურ მიზნებს“. ამბობს ფრედერიკ დიუბუტი.

ძირითად სიტყვებს ყოველთვის აქვთ თავისი მნიშვნელობა. როგორც ჯონ მიულერმა ბოლო დროს თქვა, „მაშინაც კი, თუ საძიებო სისტემები ცდილობენ გაიგონ მეტი ვიდრე მხოლოდ ის სიტყვები, სპეციფიკური სიტყვების ჩვენებით, მომხმარებელს შეგიძლიათ გაუმარტივოთ გაიგონ თუ რის შესახებ არის თქვენი გვერდი“.


მიზანზე მორგებული ძირითადი სიტყვების კვლევა: ნება მიეცით გუგლს, რომ იყოს თქვენი გზამკვლევი - ჯეიკობ ბაადსგაარი.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:

© Copyright
bottom of page