top of page

On page SEO სერვისები

გაზარდეთ ვებსაიტის რეიტინგი On-page სეო-ს დახმარებით.

პორტალის ექსპერტების მერ შემუშავებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და უზრუნველყოფს რეიტინგის ზრდას საძიებო სისტემებში.

  • SEO-ში 3 წელზე მეტი გამოცდილება;

  • შედეგზე ორიენტირებული; 

  • რეკომენდებული მრავალი მომხმარებლის მიერ.

თუ გჭირდებათ საიტის ხარისხის გაუმჯობესება, გსურთ იძებნებოდეთ Google-ში და ამასთანავე იკავებდეთ მოწინავე პოზიციებს, მაშინ:

უბრალოდ შეავსეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და ჩვენ სწრაფად დაგიკავშირდებით

მადლობა, რომ მოგვწერეთ!

  • Black LinkedIn Icon
  • Black Facebook Icon
  • Black Twitter Icon

(On-Page SEO) გვერდის სეო ოპტიმიზაცია

თუ გინდათ, რომ თქვენმა ვებსაიტმა დაიკავოს რაიმე საკვანძო სიტყვით პირველი ადგილი, იცოდეთ, რომ ეს არის On-page სეო.

 

გვერდის სეო (On-page SEO) მოიცავს შემდეგს:

  • გვერდის შინაარსი;

  • განყოფილების სათაურები (H1-H6);

  • თითოეული URL-ის სათაურის ტეგი;

  • თითოეული URL-ის მეტააღწერა;

  • სურათები და მედია.

თუ საიტის შინაარსი მკითხველისთვის საინტერესო, ინფორმაციული და მიმზიდველია, საიტზე შესაბამისი საკვანძო სიტყვების განთავსებით შევძლებთ მოწინავე პოზიციებზე გასვლას ძიების შედეგებში. 

 

რაც მოიცავს შემდეგს:

  • ბლოგპოსტები;

  • ვებგვერდის "კოპი";

  • პროდუქტის აღწერილობები;

  • გრძელი ფორმის შინაარსი და სხვ.

(On-Page) სეო პორტალთან ერთად

სრული დიაპაზონის SEO

On Page SEO ოპტიმიზაცია დასახული ამოცანის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით (on page)-ის გავლენას სხვა ძირითადი SEO მომსახურების მიწოდებით: კონტენტის და ბმულების შექმნა, PR და სოციალური მედიის მენეჯმენტი.

პორტალის  SEO გუნდი

ყურადღებით ვაკვირდებით SEO ტენდენციებს, საძიებო სისტემების განახლებებს და ვიცით, რა არის საჭირო SERP-ში მაღალი რეიტინგის დასაკავებლად. ჩვენი ვებსაიტის SEO სერვისები, ტექნიკა და მიდგომები პარალელურად იცვლება ახალი ტენდენციების გათვალისწინებით.

ROI*-ზე ორიენტირებული SEO ოპტიმიზაცია

ვქმნით თითოეული დამკვეთისთვის ინდივიდუალურ, მათ ბიზნესზე მორგებულ, კარგად გააზრებულ საიტის ოპტიმიზაციის გეგმას გრძელვადიან პერსპექტივაში და ვადგენთ კითხვარს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ცვლილებებს საიტზე. 

* რა არის SEO-ს ROI?

SEO-სთვის ROI ფორმულა არსებითად მარტივად გამოითვლება: SEO ROI = (ორგანული გარდაქმნის ღირებულება  - SEO ინვესტიციების ღირებულება)/SEO ინვესტიციების ღირებულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა გაყოთ SEO მოგება დაკავშირებულ SEO ხარჯებზე.

როგორ მუშობს On-page სეო ოპტიმიზაცია ვებგვერდზე

ტექნიკური SEO შესწორებები

ვასწორებთ ვებსაიტის ტექნიკურ პრობლემებს, სტრუქტურულ შეუსაბამობებს, ვქმნით საიტის რუკებს, ვაუმჯობესებთ გვერდის ჩატვირთვის დროს და ვასუფთავებთ ვებსაიტის კოდირებას ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, დეველოპერებთან ერთად.

საკვანძო სიტყვების კვლევა და SEO არქიტექტურა

​ვატარებთ საკვანძო სიტყვების დეტალურ კვლევას. განვსაზღვრავთ ძირითად საკვანძო სიტყვებს, ვარედაქტირებთ არსებულ ბაზართან მიმართებაში. ამის შემდგომ ვწერთ გეგმას თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ შერჩეული საკვანძო სიტყვები ვებსაიტზე.

გვერდის (On-page) SEO შინაარსის ოპტიმიზაცია

ვახორციელებთ მეტატეგებისა და შინაარსის ოპტიმიზაციას თითოეული გვერდისთვის, ვცვლით URL-ის სტრუქტურას, ვშლით დუბლირებულ კონტენტს, ვასწორებთ შიდა ბმულებს, ვაშორებთ გატეხილ ბმულებს, ვქმნით ახალ კონტენტს და სხვ.

ინდივიდუალური SEO ანგარიშები

მას შემდეგ, რაც დასრულდება On-page სეო ოპტიმიზაცია, ჩვენ წარმოგიდგენთ დეტალურ სეო ანგარიშებს საკვანძო სიტყვების რეიტინგსა და ორგანულ ზრდაზე. საუკეთესო იდეები, უნიკალური კონტენტი და მარტივად კითხვადი ტექსტები - ეს არის თქვენი გზამკვლევი SEO-ს სამყაროში.

გჭირდებათ გვერდის SEO ოპტიმიზაცია ვებსაიტის ორგანული ზრდის გასაძლიერებლად?

უმოკლეს ვადებში შედეგის მისაღწევად, დაგვიკავშირდით დღესვე!

bottom of page