top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

2. ლოკალური SEO დამწყებთათვის

Updated: Oct 30, 2023


ლოკალური SEO დამწყებთათვის
ლოკალური SEO დამწყებთათვის - II თავი

ნამდვილად გჭირდებათ ლოკალური SEO თქვენი საქმიანობისთვის? გაიგეთ ვინ იღებს სარგებელს და რატომ არის ლოკალური ძიება თქვენი მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.


ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა, რომელიც უამრავ ბიზნესის მფლობელს უჩნდება ლოკალური SEO-ს მიმართ, არის: - ნამდვილად მჭირდება ეს?


გასაგებია. დაკავებული ხართ - თქვენი დრო, ბიუჯეტი და ენერგია ძვირფასი რესურსებია.

ნამდვილად გჭირდებათ კიდევ ერთი საქმიანობა, რითიც დაკავდებით?


თუ გსურთ in-store პლატფორმის, ონლაინ ან სატელეფონო ბრძანებების, შეკვეთების გაფორმების, კლიენტების ვიზიტების ან სხვა საქმიანობების მოზიდვა მომხმარებლებისგან, პასუხია: რა თქმა უნდა კი!


ვინ სარგებლობს ლოკალური SEO-თი და რატომ?


ნებისმიერი სახის საქმიანობამ და სერვისმა, რომელიც მოქმედებს მომხმარებლებთან ერთად სპეციფიკურ რეგიონში, შეიძლება ისარგებლოს ლოკალური SEO-თი.


აღნიშნული მოიცავს საცალო მაღაზიებს, მომსახურებით საქმიანობას, რესტორნებს , სასტუმროებს, საავადმყოფოებს, ბანკებს, სამშენებლო კომპანიებს და სხვა მრავალს.


წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს.


ა) იურისტები და იურიდიული ფირმები

ლოკალური SEO-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი კლიენტებისთვის ის არის, რომ გუგლი მობილური ტელეფონით ლოკალური ძიების შედეგებში დარეკვის ღილაკს აჩვენებს.


ასე რომ, როდესაც პოტენციური კლიენტი ტელეფონით ეძებს მაგალითად [ადვოკატი], ის ძიების შედეგად ნახულობს მასთან ახლოს (ლოკაციურად) მდებარე შედეგებს.


თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ლოკალური SEO შედეგებში აჩვენებს შესაბამის ლოკაციაზე არსებულ ადვოკატს თანდართული ღილაკით „დარეკეთ ამ ნომერზე“.


აღნიშნული იძლევა საშუალებას, რომ მოხვდეთ იმ მომხმარებლების თვალში, ვინც ადვოკატს ეძებს.

ბ) სტომატოლოგები და სამედიცინო ინსტრუქციები

როდესაც ვინმე ეძებს სტომატოლოგს, განსაკუთრებით როდესაც აუტანელი ტკივილი გაწუხებთ, ისინი ხშირად საძიებო ველში წერენ [ახლოს მყოფი სტომატოლოგი] ან [სტომატოლოგი ჩემთან ახლოს].


ადამიანების უმეტესობას არ სურს საათობით იმგზავროს სტომატოლოგთან მისაღწევად, მათ სურთ ახლოს მყოფი სტომატოლოგი,, რომელსაც ისინი სწრაფად მიაკითხავენ.


თუ თქვენ მოძებნით ინფორმაციას [სტომატოლოგი ჩემთან ახლოს], მიიღებთ რამდენიმე სასარგებლო შედეგს.


სწორად გაკეთებული ლოკალური SEO-ს შემთხვევაში შედეგები მოიცავს ექიმის სახელს, ტელეფონს, სამუშაო საათებს, მიმართულების ლინკს, რომელიც მომხმარებლის ტელეფონში ჩაწერილი რუკის აპლიკაცია აჩვენებს.


როდესაც საქმე ექიმებს ეხება, ადამიანებისთვის კომფორტულია დარეკვა და ვიზიტის დაჯავშნა და ისინი ეძებენ მარტივ გზებს ექიმთან მისასვლელად.


ლოკაციის მიხედვით ძებნა - სქრინი
google-ს სქრინი

გ) წყალსადენის (სანტქნიკის) ოსტატები

როდესაც ვინმეს სასწრაფოდ ესაჭიროება სანტექნიკი, მაღაზიაში ხომ არ მიდის?


არა, ისინი გუგლში ეძებენ ინფორმაციას [სანტექნიკი ჩემთან ახლოს, ან სანტექნიკი (ჩემს) უბანში].


გუგლის ძიების შედეგები აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ პირდაპირ დაურეკოს ოსტატს/ხელოსანს, წაიკითხოს კომენტარები და მოძებნოს მასთან ახლოს მყოფი, როდესაც მას ის სასწრაფოდ სჭირდება.


ვინ ვერ ისარგებლებს ლოკალური SEO-თი?

მაშინ, როდესაც გვსურს, ყველამ ისარგებლოს ლოკალური SEO-თი და გაყიდოს მეტი მომსახურება, რეალობა არის ის, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სურს საკუთარი საქმიანობის დეტალების გაზიარება.

ისეთი ბიზნესები, როგორიცაა ინტერნეტკომერციული მაღაზიები, ბიზნესები, რომელთაც არ სურთ ლოკალური ინფორმაციის გაზიარება და კერძო ონლაინგამყიდვლები, ვისაც არ სურს პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება, ვერ იქნებიან ლოკალური SEO-ს მომსახურებით მოსარგებლეები.


ლოკალურ SEO-ს მაინც სჭირდება ორგანული SEO

ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალი გუგლში აისახება Map Pack-ის ფორმით, მაგრამ თქვენი საიტის ორგანული შედეგების ჩამონათვალი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის ეხმარება გუგლს, გაიგოს რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომელია ერთ-ერთი მთავარი კატეგორია ლოკალური ძიების შედეგების ნიშნებიდან.


დღეს, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ნიშნები, E-A-T, არის - მაღალი ხარისხის კონტენტი, მაღალი ხარისხის ლინკები და ბევრად მაღალი ხარისხის UX.


მაგრამ ნუ დაუშვებთ შეცდომას: არსებობს SEO-ს ლოკალური ფაქტორები, რომლებიც სწორად უნდა გავიგოთ, მაგალითად:

  • სწორად შეარჩიეთ ძირითადი საძიებო სიტყვები და თემები, რომლებიც თქვენი კამპანიის შემადგენელი ნაწილი იქნება.

  • დარწმუნდით, რომ თქვენი ტექნიკური SEO უმაღლესი ხარისხისაა.

  • შექმენით რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონტენტი.

  • შექმენით ლინკები, რომლებიც საკმარისად გამოჩნდება გუგლის თვალსაწიერში.

  • ორმაგად შეამოწმეთ და დანერგეთ თქვენი NAP (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) ინფორმაცია ზუსტად და სწორად მრავალი საიტის ლინკებს შორის.

  • განახორციელეთ ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ნიშნების ოპტიმიზაცია.

ლოკალური ფოკუსით, თქვენი სტანდარტული ორგანული SEO-ს ბევრი მეთოდი შესაძლოა შეიცვალოს მეტად ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რასაც მანამდე იყენებდით.


ლოკალური ძიება შესაძლოა ხმოვანიც იყოს

დღეს, როდესაც ადამიანებს მეტი წვდომა აქვთ ისეთ მოწყობილობებთან, როგორიც არის სმარტფონები, ამაზონ ექო და გუგლი, ხმოვანი ძიება ბევრისთვის რჩეული გზაა ლოკალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუ რა თქმა უნდა, იმ ლოკაციაზე მუშაობს... ქართული დროებით გამოირიცხულია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ზოგადად სრულ ლოკალურ სეოს განვიხილავთ, შესაბამისად მიმოვიხილავთ ამ თავსაც.


ბევრი ადამიანისთვის უფრო მარტივია თქვას „გამომიძახე ტაქსი“ ან „მომიძებნე სანტექნიკი ჩემთან ახლოს“, ვიდრე ეს ყოველივე დაწეროს.


აქედან გამომიდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ხმოვან ძიებაზე დაფუძნებული ლოკალური კითხვარების რაოდენობა მომატებულია.


თუ თქვენი საქმიანობა სერვისზეა ორიენტირებული, ეცადეთ კითხვებში ძირითადი საძიებო სიტყვების ვარიანტები გამოიყენოთ.

სემრაშის თემების საძიებო ინსტრუმენტი Keyword.io და AnswerThePublic წარმოადგენენ გზებს ადამიანების მიერ დასმული კითხვების შესასწავლად.


ეს ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ლოკალური მიზნებით დასმული კითხვების საძიებო სიტყვების განსაზღვრისთვის.


თუ თქვენი საქმიანობაა ლოკალური Brick-and-mortar – ბიზნესი (ბიზნესი, რომელიც საკუთარ შენობაში ახორციელებს საქმიანობას და გაყიდვებს პირდაპირ მომხამრებელთან უშუალო კავშირით), როგორიცაა რესტორანი ან ადვოკატის/იურისტის ოფისი, სცადეთ საუბრის ტონალობის საძიებო სიტყვების ვარიანტები.


გაგიკვირდებათ ამ მეთოდით მოძებნილი შედეგების რაოდენობა.


ლოკალური ძიება მობილური ტელეფონით

ვიცით, რომ დიდი მოცულობის ლოკალური ძიება ლოკალური მოწყობილობებით ხორციელდება და რომ მობილური მეგობრობა გუგლის ძიების ფაქტორია.


რას ნიშნავს ეს ფაქტორები და mobile-first ინდექსი თქვენი ლოკალური SEO-სთვის?


გუგლმა განახორციელა მობილურით მაძიებლებისთვის Map Pack ჩამონათვალის ოპტიმიზაცია, მაგრამ თქვენს ვებსაიტზე მომხმარებელზე მორგებული და შესაბამისი გამოცდილების შექმნა, ასევე იმაში დარწმუნება, რომ გუგლი შეიცნობს კარგ ტექნიკურ SEO-ს, თქვენზეა დამოკიდებული.


ლოკალური SEO სპეციფიკურ სტრატეგიას საჭიროებს

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ.


შემდეგ თავში გაეცნობით თქვენი ახალი ან გაუმჯობესებული ლოკალური SEO-ს სტრატეგიის გზამკვლევის 9 საფეხურს.


ამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა ასპექტზე და გაეცნობით ექსპერტების ხერხებს და ტაქტიკებს.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:


© Copyright
bottom of page