თუ საძიებო სისტემებს შეუძლიათ ენდონ ლინკებს და სოციალური ქსელების ანგარიშებს, ისინი ვებგვერდებსაც შეიძლება ენდონ? სრულიად შესაძლებელია. საიტის შექმნისას არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა წყალობითაც მას სანდოდ ჩათვლიან როგორც მომხმარებლები, ისე საძიებო სისტემები. არსებობს SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილის სანდოობის ელემენტები.
„სანდოობის შესახებ აზრის შესაქმნელად წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კომერციული ვებსაიტი, სადაც შემოდის მომხმარებელი“, ამბობს ფრედერიკ დუბუტი, ბინგის მთავარი პროგრამების მენეჯერი.
„პირველი შეკითხვა, რაც უნდა გაგიჩნდეთ იგივეა, რასაც ისინი ეკითხებიან საკუთარ თავს: ‘შეიძლება, რომ ვებგვერდზე შევიყვანო საკრედიტო ბარათის ნომერი და დარწმუნებული ვიყო, რომ ის საიმედო ხელშია?’ ყველამ ვიცით ცნობილი კომერციული ვებსაიტი ამაზონი, სადაც ყველა უთითებს საკუთარი საკრედიტო ბარათის ნომერს და დარწმუნებულია, რომ ის საიმედო ხელშია“.
„და შემდეგ ხვდებით უამრავ ვებგვერდს, რომლებიც საეჭვოდ მუშაობს და უამრავი პატარა ნიშანია, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ "რაღაც არ არის რიგზე. ჩემთვის არ არის კომფორტული ამ საიტზე საკრედიტო ბარათის ნომრის მითითება". როგორც ვებმასტერი, როგორც საიტის მფლობელი, უნდა გადაწყვიტოთ, ამაზონისნაირ საიტს ენდობით თუ ისეთ ვებგვერდს, რომელზეც საეჭვო ინფორმაციაა და ლინკები არ მუშაობს?“ გვეკითხება დუბუტი.
მოდით, განვავრცოთ ეს საკითხი.
Au: Authority - ავტორიტეტი
იყო ავტორიტეტი ნიშნავს იყო ცნობილი ლიდერი ბიზნესსექტორის შენს სფეროში და ეს ძალიან სასარგებლოა, როცა მიზნად ორგანიზებული კლასიფიცირება გაქვს.
YMYL(Your Money or Your Life) სახის კონტენტი (შენი ფული, შენი დრო), რომელიც ფინანსურ ან სამედიცინო რჩევებს იძლევა, მუდამ კრიტიკის საგანია. 2019 წელს გუგლმა დაადასტურა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ გვერდებს მეტი ღირებულება ექნებოდა ავტორიტეტის, სანდოობის და გამოცდილების მიხედვით.
გუგლმა თქვა: "ჩვენ თუ დავაპირებთ ადამიანებისთვის კონტენტის რჩევას, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის სანდოა და ექსპერტის მიერ არის შექმნილი," - ამბობს საძიებო სისტემების სფეროში სიახლეების რედაქტორი, ბარი შვარცი.
თავდაპირველად გუგლი საიტის ავტორიტეტს გვერდების მიხედვით აფასებს, საიტის ცალკეული ნიშნები ინდივიდუალურ გვერდებს განსაზღვრავს. თქვენი გვერდების მიერ მიღებული ლინკები (ძირითადად რეპუტაციის მქონე ვებგვერდებიდან და ასევე სხვა, თქვენი ნიშნით დამახასიათებელი საიტებიდან), ქველინკებში გამოყენებული სიტყვები, ჩართულობის დონე, თქვენი საიტის ფუნქციონირების ხანგრძლივობა და თუნდაც მიმოხილვები შესაძლოა გამოყენებული იყოს საძიებო სისტემის ავტორიტეტის განსაზღვრისთვის.
გუგლი თანამშრომლობს შემფასებლებთან, რომლებიც აფასებენ ძიების ჩამონათვალის თავში მოხვედრილი გვერდების ხარისხს, ასევე იმ სახელმძღვანელოებს,
რომელთაც ისინი იყენებენ სანდოობის და ავტორიტეტის მოსაპოვებლად. შემფასებლები არ ზემოქმედებენ საძიებო თანმიმდევრობაზე და არ ცვლიან თანმიმდევრობას, მაგრამ მათი უკუკავშირი აუმჯობესებს გუგლის ალგორითმებს, ასე რომ იმის ცოდნა, თუ როგორ შეაფასოთ გვერდები დაგეხმარებათ ავტორიტეტული კონტენტის შექმნაში, რომელიც მომხმარებლებსაც უკეთესად მოემსახურება და საძიებო სისტემასაც.
(გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკები, რომლებიც აფასებს „გვერდის ავტორიტეტს“ ან „დომეინის ავტორიტეტს“ მესამე მხარის კომპანიების ვარაუდებია იმაზე თუ როგორ გამოთვლებს ასრულებენ საძიებო სისტემები - ამ საზომებს არაფერი აქვთ საერთო საძიებო სისტემის ალგორითმებთან).
En: Engagement - ჩართულობა
მაღალი ხარისხის ვებგვერდებმა მომხმარებლებთან მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი უნდა ჩამოაყალიბონ. აღნიშნული ურთიერთკავშირის ასპექტები შეიძლება ისეთი საზომით შეფასდეს, როგორებიცაა: გვერდზე მომხმარებლის აქტივობის ხანგრძლივობა, გვერდის დათვალიერების სიხშირე, სესიების საშუალო ხანგრძლივობა და ასე შემდეგ.
საძიებო სისტემები გასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ "როგორ", ან "თუ" იყენებენ ჩართულობის საზომებს საკუთარ ალგორითმებში. მხოლოდ იმიტომ, რომ საძიებო სისტემა ფლობს ჩართულობის გამოყენების პრაქტიკას საძიებო თანმიმდევრობის ინფორმირებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ ის მოცემულ მომენტში აუცილებლად იყენებს ამ მეთოდს.
მიუხედავად ამისა, ხარისხიანი კონტენტი და მომხმარებლის გამოცდილება SEO-ს უდიდესი ნაწილია და მათი პრიორიტეტულობა დადებითად იმოქმედებს თქვენი ჩართულობისა და ცვლილებების დონეზე.
შეგიძლიათ ბევრად მეტი ჩართულობის გამოწვევა სხვა ხერხებთან ერთად მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით, მომხმარებლის მიერ მიღებული კონტენტის გაცნობით და შიდა ლინკების პრაქტიკის გაუმჯობესებით. ჩართულობის მნიშვნელობა დადგენილია და თუ საძიებო სისტემებისთვის ის ალგორითმებში სხვა ფაქტორებს შორის იქნება, თქვენი შედეგების ჩამონათვალის თანმიმდევრობა შესაბამისად გაუმჯობესდება.
Re: Reputation - რეპუტაცია
გამოქვეყნებული ინფორმაციის რეპუტაციის მოსაპოვებლად, ერთგულებისა და სიზუსტის, ფაქტების გადამოწმების კუთხით, დრო სჭირდება. ასეთ რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკითხველებისთვის ისევე, როგორც საძიებო სისტემებისთვის.
არა არის ცნობილი კონკრეტული ნიშნები, რის მიხედვითაც საძიებო სისტემები რეპუტაციას მოიპოვებენ, მაგრამ იფიქრეთ იმ ადამიანებზე, საიტებზე, ინსტიტუციებზე, ვის რეპუტაციასაც პატივს სცემთ. ისინი ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში სანდო და ზუსტი ინფორმაციის გაცემით მოპოვებული რეპუტაცია სხვებისთვის ექსპერტად იქცევა მათ სფეროში, მას დადებითად მოიხსენიებენ მათი კოლეგები და მომხმარებლები.
SEO-ს სახელმძღვანელო თავები:
მთავარი – 1: ფაქტორები – 2: კონტენტი – 3: აგებულება – 4:HTML– 5: ნდობა – 6: ლინკები – 7: მომხმარებელი – 8: ტოქსინები – 9: განვითარება.