პორტალი • PORTALI
თავი 4: HTML კოდი & საძიებო სისტემის წარმატების ფაქტორები

ეს ელემენტები SEO-ს ფაქტორების პერიოდულ ცხრილში მოიცავს HTML მონიშვნებს (თაგებს), რომელიც უნდა გამოიყენოთ საძიებო სისტემაში თქვენი კონტენტის შესახებ საკვანძო სიტყვებად და კონტენტის სწრაფად გამოსაჩენად.
Tt: Titles - სათაურები
HTML სათაურები ყოველთვის უმნიშვნელოვანესი HTML ნიშნებია, რომელთაც საძიებო სისტემები იყენებენ, გვერდის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად. სათაურები საძიებო სისტემებს და ასევე მომხმარებლებს ატყობინებენ რის შესახებ არის თქვენი გვერდი, ასე რომ მნიშვნელოვანია ისინი განსაკუთრებული და თვალსაჩინო იყოს.
სათაურები განსაზღვრულია HTML სათაურის მონიშვნით (თაგი). ეს არის ის, რაც საძიებო სისტემაში ჩანს, როგორც დასაკლიკებელი ლინკები.
თქვენი სათაურები უნდა იყოს კონკრეტული, ზუსტად უნდა გადმოსცემდეს გვერდის კონტენტს და იმ ძირითად სიტყვებს, რომლებიც გსურთ, რომ ძიების შედეგებში აღმოჩნდეს - უამრავი ზედმეტი სიტყვის (ტოქსინის) გარეშე.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საძიებო სისტემამ სხვა სათაური გამოაჩინოს თუ მას მეტად შესაბამისად და თვალსაჩინოდ ჩათვლის. თქვენ მიერ შექმნილი სათაურის უპირატესობის გასაზრდელად, რათა მაძიებლებმა ის დაინახონ, გაითვალისწინეთ ის პირობები, რის მიხედვითაც გსურთ, რომ გვერდი იძებნებოდეს, შემდეგ ეს პირობები გამოიყენეთ ზუსტი, უნიკალური სათაურის შესაქმნელად.
„უმეტეს შემთხვევებში გუგლი სათაურს ფრაგმენტების მეტა აღწერისთვის გამოიყენებს, მაგრამ ხანდახან ასე არ ხდება და ჩვენ ვფიქრობთ რა მიზეზით არ მოიწონა ის და არჩია H1 (სანაცვლოდ).
გვერდი საკუთარ ადგილს იკავებს ბევრი სხვადასხვა მიზეზით და როდესაც ვინმე რაიმეს ეძებს, ეს სათაური შესაძლოა არ მოერგოს მის ინტერესს. ეს არის მთავარი მანიშნებელი გუგლისთვის, თუ როგორ შეადგენთ სათაურებს და ფრაგმენტებს, რადგან ფრაგმენტი, რომელიც უნდა გამოჩნდეს, არ იქნება აღნიშნული შეკითხვის შესაბამისი.
ამიტომ აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ, "შენ ზუსტად ისეთი სათაური უნდა გქონდეს, როგორიცაა H1". უკეთესია განსხვავებული სათაური გვქოდეს, რითიც გუგლს უკეთეს ვარიანტს ვთავაზობთ. ასე რომ, როდესაც მომხმარებელი ეძებს, გუგლს შეუძლია სათაურის გამოყენება, მაგრამ თუ ისინი დამატებით ვარიანტებს ეძებენ - იქიდან გამომდინარე, რომ შედეგებში ათასი პასუხია - მას შეუძლია გამოიყენოს H1, როგორც სათადარიგო ვარიანტი“ - ჰალმეტ ბატისტა, CEO და RankSense-ის დამფუძნებელი.
Ds: Descriptions - აღწერილობები
მეტა აღწერილობის ნიშნული არის HTML ელემენტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმის გასარკვევად, თუ როგორი აღწერილობით გვინდა ჩვენი გვერდის ძიების შედეგებში გამოჩენა. ძიების შედეგებში აღწერილობა გამოჩნდება სათაურის ქვეშ.
ეს ტექნიკურად არ არის ძიების შედეგის ხარისხის ფაქტორი, თუმცა ეს არის „წარმატების“ ფაქტორი. კარგად შედგენილი აღწერილობის დამატება მომხმარებელს აცდუნებს, რომ თქვენი შედეგი გვერდზე გამოჩენილ სხვა შედეგებს შორის აარჩიოს.

ძირითადი სიტყვების შემცველი აღწერილობები ძიების შედეგებში შესაძლოა გამუქებულად (bold) გამოჩნდეს.
ისევე როგორც სათაურები, საძიებო სისტემამ შესაძლოა თქვენი აღწერილობები არ აირჩიოს.
„ვფიქრობ ჩვენც გუგლის მსგავსი მიდგომა გვაქვს იმ კუთხით, რომ შესაძლოა ისეთი რამე ავარჩიოთ, რაც არ იქნება თქვენი ოფიციალური აღწერილობა, თუ ჩავთვლით, რომ საინტერესოა და უკეთ წარმოადგენს თქვენს გვერდს“ - ამბობს ფრედერიკ დუბუტი, ბინგის უფროსი პროგრამების მენეჯერი.
„ჩემი უმთავრესი რჩევა იქნება, რომ თუ გსურთ, თქვენი სათაურები და აღწერილობები საძიებო შედეგებში გამოიყენონ, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად თვალსაჩინოდ წარმოადგენს - რის შესახებ არის დოკუმენტი.“
„არასდროს არ გადაუხვიოთ გზას ისე, რომ თუნდაც ოდნავ ასცდეთ მთავარ საგნებს“ გვირჩევს დუბუტი. „თუ თქვენს მეტა ნიშნულში ჩაწერილი სათაური და აღწერა 100 პროცენტის სიზუსტით არ შეესაბამება თქვენს გვერდს, მაშინ სისტემა უფრო დაწვრილებით ნახავს თქვენს დოკუმენტს და ეცდება ის ფრაგმენტები გამოიყენოს, რომლებსაც უფრო შესაბამისად ჩათვლის“.
St: Structure - სტრუქტურა
„სტრუქტურირებული მონაცემები საძიებო სისტემისთვის თქვენი გვერდის კონტენტს უფრო გასაგებს ხდის,“ გვიხსნის ჯესიკა ბოუმანი, SEO-ს საკონსულტაციო საწარმოს, SEOIn-house-ის მფლობელი, „მომხმარებლებს ისინი აწვდიან მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც გვერდზეა ხელმისაწვდომი. ბრენდის პერსპექტივისთვისაც ეს მეტად ეფექტურია“.
სტრუქტურირებული მონაცემი საშუალებას გაძლევთ „მათ ენაზე“ უთხრათ საძიებო სისტემებს, თუ რის შესახებ არის თქვენი კონტენტი. სპეციფიკური სქემა (კოდი) კი ამარტივებს საძიებო სისტემების მიერ გვერდის კონტენტის და სტრუქტურის დამუშავებას და გაგებას. ბოუმანი ამბობს, რომ SEO-ს სჭირდება საიტებზე სქემების დანერგვა, სადაც შესაძლებელია.
სტრუქტურირებული მონაცემების შედეგები ხშირად ითარგმნება, როგორც პირდაპირი პასუხები, როგორც ამას გუგლი უწოდებს, საძიებო ჩამონათვალი დამატებითი ბუშტებით და სასტვენებით, რომლებიც მას მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველს და საჭიროს ხდის.
„სტრუქტურირებული მონაცემები შესანიშნავია ძიების შედეგებისთვის, რადგან თქვენი შედეგები შესაძლოა სავსე იყოს მედიით, ფოტოებით, ფასწარმოქმნის ინფორმაციით, რეიტინგებით და ასე შემდეგ და კარუსელში საწინააღმდეგო მხარეს მხოლოდ ლურჯი ლინკია,“ ამბობს დეტლეფ ჯონსონი.
მაგალითად, მოდით ვთქვათ თქვენ მართავთ მუსიკალურ გამომცემლობას. მაგალითად: თქვენი ერთ-ერთი სტატიაა ტეილორ სვიფტის 1989 წლის ალბომის მიმოხილვა. სტრუქტურირებული მონაცემების გამოყენებით შეგიძლიათ შეატყობინოთ საძიებო სისტემებს, რომ თქვენ ეყრდნობით ალბომს და არა გამოშვების წელს.
იმის მიუხედავად, რომ სტრუქტურიებული მონაცემების გამოყენება არ არის პირდაპირი ფაქტორი, მას შეუძლია ძიების შედეგების გვერდს გარკვეული უპირატესობები მიანიჭოს. ძებნის სტანდარტულ შედეგებთან შედარებით გაფართოებული შედეგები გვაძლევს დამატებით ინფორმაციას ან ფუნქციურობას, რაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მეტად მიმზიდველი და საჭირო იყოს. გაფართოებული შედეგები ხშირად ჩნდება შედეგების გვერდზე, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და გაუკვალოს გზა თქვენი კონტენტისკენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ძიების გაფართოებული შედეგები მომხმარებელს უზღუდავს იმის მოტივაციას, რომ თქვენს გვერდებზე გადმოვიდეს, რაც ამცირებს მარკეტინგულ შესაძლებლობებს. სხვა ყველა ფაქტორის თანაბარ პირობებში, გაფართოებული შედეგები გამოიწვევს კლიკს და არა სტანდარტულ შედეგებს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: სქემის სრული იერარქია, გუგლის სტრუქტურირებული მონაცემების საკონტროლო ინსტრუმენტი.
Hd: Headings - სათაურები
სათაურები არის იერარქიული გზა თქვენი კონტენტის ძირითადი ნაწილების ორგანიზებისა და იდენტიფიკაციისთვის. გვერდს, როგორც წესი, აქვს სათაური. კულისებს მიღმა, HTML კოდში, სათაურები შეფუთულია H1-ის ნიშნულით. ამ გვერდს აქვს სათაური და რამდენიმე ქვესათაური, რომ ასლი ნაწილებად დაიყოს. აღნიშნული ქვესათაურები იყენებენ H2 ნიშნულებს, H1 ნიშნულის შემდეგ, ქვედა „დონეს“.
თქვენი სათაურების შეფუთვა, სათაურის ნიშნულებით (header tags) იწვევს განსაკუთრებულ ფორმატირებას. მაგალითად, ამ ნაწილის სახელწოდება, „Hd: სათაურები“ შეფუთულია, როგორც H2 HTML ნიშნული, როგორც ქვემოთ არის აღნიშნული: <h2>Hd: Headings - სათურები</h2>.
„პირველ რიგში მომხმარებლის გამოცდილებაზე უნდა იფიქროთ - როგორ გააუმჯობესებს მას სათაური?“ ამბობს ჰალმეტ ბატისტა, CEO და CEO პლატფორმის, RankSense-ის დამფუძნებელი, „თუ თქვენ დადებთ ტექსტის ანოტაციას თავიდან ბოლომდე, მომხმარებელს ძალიან გაუჭირდება მისი გაგება. სწორედ ამისთვის არსებობს სათაურები: რომ დარწმუნდეთ, რომ სწრაფად შეძლებთ გვერდის გაშიფრვას, გაიგებთ რის შესახებ არის ის და მიხვდებით რამდენად გსურთ ყველაფრის სრულად წაკითხვა“.
ბევრი H1 ნიშნულის გამოყენება (ან საერთოდ არც ერთის) ვერ შეცვლის გუგლის ალგორითმებს, თქვა ჯონ მიულერმა, ვებსპეციალისტმა და ანალიტიკოსმა, ასევე აღნიშნა, რომ ცხადი, აზრიანი სათაურები საშუალებას აძლევს საძიებო სისტემებს, რომ გაიცნონ გვერდები და მომხმარებლისთვის თქვენი კონტენტი მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
პრაქტიკაში კარგია ძირითადი სიტყვების, თქვენი H1-ების და H2-ების გამოყენება, რომ თქვენ შესახებ საძიებო სისტემებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ნუ აქცევთ თქვენს სათაურს სპამად ძირითადი სიტყვების გამოყენებით. გამოიყენეთ ისინი კონტენტის გასამარტი