top of page
Teamwork

საკვანძო სიტყვების კვლევა

ბიზნესზე მორგებული საკვანძო სიტყვების / სიტყვათა ჯგუფების პოვნით ჩვენ ვქმნით ციფრული მარკეტინგის "keyword research"-სტრატეგიას.

 

გაფართოებული SEO საკვანძო სიტყვების კვლევა მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე.

საკვანძო სიტყვების
4 ძირითადი ფაქტორი

  • საკვანძო სიტყვების შესაბამისობა; 

  • საკვანძო სიტყვების მოცულობა;

  • საკვანძო სიტყვების სიმკვრივე;

  • საკვანძო სიტყვების რეიტინგი.

საკვანძო სიტყვების 4 ტიპი

  • კომერციული;

  • ტრანზაქციის;

  • საინფორმაციო;

  • სანავიგაციო.

პრემიუმ სეო საკვანძო სიტყვების კვლევის სერვისები

SEO საკვანძო სიტყვების კვლევა

პირველ რიგში თქვენს ბიზნესზე მორგებულ კითხვარს გიგზავნით და თქვენ ავსებთ მას, რისი საშუალებითაც ვიგებთ, თუ რა სიტყვებით გეძებთ სამიზნე აუდიტორია. მომდევნო ეტაპზე ვაანალიზებთ თქვენ მიერ მოწოდებულ მონაცემებს, ვსწავლობთ თქვენს კონკურენტებს, თქვენი ბიზნესის ინდუსტრიას და ამის შემდეგ ვადგენთ საკვანძო სიტყვების სიას, რომლებიც მორგებულია არსებულ ინდუსტრიაზე და ბიზნესსფეროზე.

საკვანძო სიტყვების რუკა

საკვანძო სიტყვების თვალყურის დევნება

მომდევნო ეტაპზე ვარჩევთ ყველაზე ნახვად გვერდებს (თუ პროექტი არ ითვალისწინებს სრულად ვებსაიტს) და ვწერთ SEO ოპტიმიზებულ ტექსტს, სადაც საკვანძო სიტყვები სწორად იქნება განთავსებული მთელი ტექსტის მასშტაბით. ჩვენ ვპოულობთ იმ აქტიურ „გრძელ და მოკლე კუდიან საკვანძო სიტყვებს“, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სფეროსთვის და აქცენტს ვაკეთებთ მათ მობილიზებაზე თქვენს „კონტენტში“.

პროექტის ფარგლებში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით თქვენი საიტის რეიტინგს და მის ორგანულ ზრდას ვებსივრცეში. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ხარვეზის და რეიტინგის ვარდნის შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობა მყისიერად ხორციელდება.

რატომ გჭირდებათ საკვანძო სიტყვების კვლევა?

საკვანძო სიტყვების არქიტექტურა

საკვანძო სიტყვების კვლევის ინსტრუმენტები

​პორტალი უბრალოდ არ გადმოგცემთ საკვანძო სიტყვების ჩამონათვალს. ჩვენ ვამზადებთ საკვანძო სიტყვების ინტერაქტიურ რუკას და აგიხსნით, თუ როგორ უნდა შექმნათ ეფექტური ციფრული აქტივები და განახორციელოთ  „ქივორდ სეო“ ოპტიმიზაცია ორგანული ტრეფიკის გასაზრდელად. ამასთანავე, ვითვალისწინებთ საიტის ვიზიტორების საიტზე ქცევას, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ვნერგავთ ყველაზე ოპტიმალურ გზებს მეტი ტრეფიკის მოსაზიდად.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ინსტრუმენტები, რომლითაც ხორციელდება ვებსივრცეში საკვანძო სიტყვების კვლევა. ჩვენ ვეყრდნობით წამყვან SEO პროგრამულ უზრუნველყოფის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Ahrefs, Google Keyword Planner, SEMRush, MozPro და სხვ.

საკვანძო სიტყვების შესაძლებლობები

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ თქვენი პოზიციები SERP-ებში, ვიპოვოთ და გამოვავლინოთ ის სიტყვები, რომლებსაც გაორმაგებული ტრაფიკი აქვს თქვენთვის და რომელიც თქვენ ხელიდან გაუშვით თავის დროზე, როდესაც „კონტენტს“ ქმნიდით. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ სტრატეგიას, მოკლევადიან პერიოდში მოიზიდოთ მეტი ორგანული ტრაფიკი.

კონკურენტის ანალიზი

ჩვენ ვსწავლობთ თქვენს კონკურენტებს, რათა განვსაზღვროთ ორგანული საკვანძო სიტყვები, რომლებითაც ისინი პოზიციონირებენ, ასევე განვსაზღვროთ SEO სტრატეგიები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენ ვადარებთ, თუ როგორ შეესაბამება თქვენი ვებსაიტი ამ სტრატეგიებს და განვსაზღვრავთ გაუმჯობესების სფეროებს.

Analytics

გჭირდებათ SEO სერვისები ლიდების გასაზრდელად?

გაქვთ პრობლემები გაყიდვებში და არ იძებნებით Google-ში? მაშინ დაგვიკავშირდით დღეს, რომ სწრაფად  იდენტიფიცირდეთ ბაზარზე  და გაიზარდოს თქვენი საიტის პოზიციონირება.

SEO საკვანძო სიტყვების კვლევის პროცესი

ფაზა 1.
საიტის მიმოხილვა

ჩვენ ვიწყებთ საკვანძო სიტყვების კვლევის პროცესს თქვენი ვებსაიტის სტრუქტურის ფუნდამენტური კვლევით, საუკეთესო მიკითხვადი გვერდებისა და შინაარსის იდენტიფიცირებით, ასევე მიმდინარე რეიტინგებისა და ორგანული ტრაფიკის შესწავლით. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენთან, რათა გავიგოთ თქვენი მიზნები და ხედვა იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნების მიხედვით გსურთ გაიზარდოს თქვენი ბიზნესის რეიტინგი.

ფაზა 3.
საკვანძო სიტყვების სეგმენტაცია

ჩვენ ვამცირებთ საკვანძო სიტყვების ჩამონათვალს იმ კითხვარის საფუძელზე, რომელსაც გიგზავნით და თქვენ ავსებთ მას. ბიზნესისთვის სპეციფიკური საკვანძო სიტყვები ქმნის თქვენი მთლიანი SEO სტრატეგიის საფუძველს. ამ სიაში თითოეული საკვანძო სიტყვის შესაძლებლობა მიზნად ისახავს თქვენი ბიზნესის გეგმებსა და საბოლოო შედეგს.

ფაზა 2.
SEO საკვანძო სიტყვების კვლევა

 პროცესს ვიწყებთ საკვანძო სიტყვების ღირებული მონაცემების შეგროვებით სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, თქვენი Google Search Console-ისა და Analytics-ის მონაცემებიდან. ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ რა კონტენტი მართავს საუკეთესო SERP-ებს და განვსაზღვრავთ საკვანძო სიტყვების სირთულეს ყოველი სამიზნე მოთხოვნისთვის, რათა შევაფასოთ მათი რეიტინგისთვის საჭირო ძალისხმევა.

ფაზა 4.
საკვანძო სიტყვების რუკა და ანგარიში

ჩვენ ვათავსებთ საკვანძო სიტყვების შესაძლებლობებს ვებგვერდის არსებულ შინაარსთან, ასევე ვაფიქსირებთ შიგთავსის ხარვეზებს და ვურჩევთ რა ქმედებები უნდა იქნეს მიღებული დაკარგული აქტივების შესაქმნელად. ჩვენ წარმოგიდგენთ SEO სტრატეგიას და უზრუნველვყოფთ ანგარიშგების გამჭვირვალე პროცესს მისი განხორციელების განმავლობაში.

გაინტერესებთ SEO-ს სხვა  სერვისები?

On-page SEO ოპტიმიზაცია

გაზარდეთ ტრეფიკი და ორგანული რეიტინგი Google-ში.

ლოკალლური SEO ოპტიმიზაცია

იყავით დომინანტი ადგილობრივ ძიებაში და მუდმივად აჯობეთ თქვენს კონკურენტებს.

SEO შინაარსი (კონტენტი)

კარგად ოპტიმიზებული კონტენტი თქვენი აუდიტორიის  გაძლიერებისათვის.

Off-page SEO ოპტიმიზაცია

"ბექლინკების" ხარისხი უზრუნველყოფილია 12-პუნქტიანი საკონტროლო სისტემით.

ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

თქვენი ვებსაიტის მუშაობის ტექნიკური ოპტიმიზაცია.

SEO სტრატეგია და ანალიტიკა

SEO ზრდა და ეფექტიანობა ნებისმიერი მასშტაბით, ეფექტიანი SEO არქიტექტურით.

bottom of page