top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

3. ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ტოპ 25 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ

Updated: Oct 30, 2023

გაზარდეთ შანსი იყოთ გუგლის Local Pack-ის ნაწილი ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის 25 ნიშნის შესწავლით, რაც ოპტიმიზაციისთვის დაგჭირდებათ.


ლოკალური სეოს ჩამონათვალის ტოპ 25 ნიშანი

ლოკალური საქმიანობის ძიების შედეგების ჩამონათვალი სამი მიმართულები არის მნიშვნელოვანი:

  • მობილური ტელეფონის გამოყენების სიხშირის გაზრდა, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ტელეფონს მათთან ახლოს მდებარე საქმიანობების მოსაძებნად.

  • ლოკალური SEO-ს მნიშვნელობის შესახებ საქმიანობების მეტი ინფორმირებულობა ზრდის შედეგების კონკურენტუნარიანობას.

  • გუგლის Local Pack, რომელიც ადრე 7 იყო, ახლა არის მხოლოდ 3.


სქრინი-გუგლის-ადგილობრივი პაკეტები

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლოკალური შედეგების კონკურენციის სათავეში მოვექცეთ და იმ ადამიანების წინაშე გამოვჩნდეთ, ვინც ჩვენი საქმიანობის შესაბამის მომსახურებას და პროდუქტს ეძებს?


წარმოგიდგენთ ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის 25 სპეციფიკურ ნიშანს, რომლებიც უნდა გაიგოთ და ოპტიმიზაცია განახორციელოთ ლოკალური ძიების პროცესში უკეთესი შედეგების მისაღწევად.


პირველ რიგში, ნახეთ გუგლის Map Pack/Local Pac-ის ცვლილებები როგორ ცვლიან საქმიანობაში „თამაშის წესებს.“


Map Pack-ის უკანასკნელი ცვლილებები, რომლებიც უნდა იცოდეთ

გუგლის Local Pack (ლოკალური პაკეტი) არის ადგილი, სადაც მაძიებელი ლოკალური მიზნის კითხვარებს ქმნის და ორგანული ჩამონათვალის სათავეში გუგლის სამი ყველაზე შესაბამისი შედეგი ჩნდება.


Local Pack -ის ხელსაწოს მნიშვნელობა აშკარაა იმიტომ, რომ გუგლი მუდმივად ახორციელებს Local Pack-ის მოდიფიცირებას, რომ მაძიებლებისთვის ის უფრო სასარგებლო გახადოს.


გუგლმა ახლახანს განაცხადა, რომ შეცვალა ძიების შედეგების ვიზუალური მხარე დესკტოპზე და როდესაც ადამიანი ეძებს ინფორმაციას, მაგალითად [ახლოს მდებარე რესტორანი], ლოკალურ შედეგს ის დაინახავს რუკის ქვემოთ. მარცხენა მხარეს, ხოლო რუკას - მარჯვნივ.


წარმოგიდგენთ მაგალითს, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული ტიპის ძიება:


სკრინშოტი [ჩემთან ახლოს მდებარე რესტორნები] ძიებიდან, Google, 2023 წლის აგვისტო
სკრინშოტი [ჩემთან ახლოს მდებარე რესტორნები] ძიებიდან, Google, 2023 წლის აგვისტო

რატომ არის გუგლის Local Pack ასეთი მნიშვნელოვანი?

ეს საშუალებას აძლევს მაძიებელს, რომ სასურველი საქმიანობების შესახებ სამუშაო საათები, ტელეფონის ნომრები, კომენტარები და სხვა მრავალი ინფორმაცია ვებსაიტზე დაკლიკების გარეშე, სწრაფად მოძებნონ.


ლოკალური ძიების შედეგები თქვენი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესია და ლოკალური SEO მთლიანი ოპტიმიზაციის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტი უნდა იყოს თუ გსურთ, რომ გუგლის Local Pack-ში თქვენს შესახებ ძიების შედეგების ჩამონათვალის რიცხვი ბევრად გაიზარდოს.


არ არსებობს პირდაპირი ფორმულა, რითიც კონკურენტების სათავეში მოექცევით, მაგრამ ეს სტატია გამოჰყოფს მნიშვნელოვან საფეხურებს, რაც დაგეხმარებათ ლოკალური

ონლაინ სტატუსი გაზრდის თქვენს შანსებს ჩანდეთ ძიების შედეგებში, როგორც ლოკალური საქმიანობა.


რომლებია ლოკალური SEO-ს ძიების შედეგების ჩამონათვალის მთავარი ნიშნები?

წარმოგიდგენთ SEO-ს შედეგების მთავარი ნიშნების სიას ორი ფართო კატეგორიის მიხედვით:

  • ძირითადი ნიშნები: მოიცავს ყველაზე მთავარ ძიების შედეგების ნიშნებს. ესენია საბაზისო ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია SEO-ს ძიების შედეგების ჩამონათვალისთვის.

  • წვრილმანი ლოკალური ნიშნები: მოიცავს უფრო მოწინავე ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ნიშნებს, რომლებიც კონკურენტებს შორის ლიდერობისთვის დაგჭირდებათ.


ძირითადი ნიშნები


1. გუგლის ბიზნესპროფილი

შესაძლოა გუგლის ბიზნესპროფილს მისი ძველი სახელით იცნობდეთ - Google My Business.

თქვენი გუგლის ბიზნესპროფილის მოთხოვნა მარტივი და უფასოა. იგი ერთ-ერთი უმარტივესი და ეფექტიანი გზაა თქვენი ლოკალური SEO-ს გასაუმჯობესებლად.


არსებობს ორი მეთოდი:

პირველი: შეგიძლიათ შეიყვანოთ ბისნესის სახელი და მისამართი და აირჩიოთ ის ძიების შედეგებში.


მეორე მეთოდით მოძებნით თქვენს ბიზნესს გუგლის საძიებო ველში ან Google Maps-ში და დააკლიკებთ - მოითხოვე ეს ბიზნესი - “Claim this Business”.


2. გუგლის ბიზნესპროფილების კატეგორიები

კატეგორიები აღწერენ თქვენს ბიზნესს და გეხმარებიან იმ მომხმარებლებთან დაკავშირებაში, ვინც თქვენ გეძებენ.


აირჩიეთ ძირითადი კატეგორია, რომელიც აღწერს თქვენს საქმიანობას სრულყოფილად და სპეციფიკურად.


მაგალითად, თუ თქვენი საქმიანობაა ფრჩხილების სალონი, ჩაწერთ „ფრჩხილების სალონი“ და არა „სალონი“.


3. ფოტოები გუგლის ბიზნესპროფილზე

შეგიძლიათ გუგლის ბისნეს გვერდზე დაამატოთ ფოტოები და ვიდეოები. შეიძლება დაურთოთ ლოკაცია, პროდუქტი, პერსონალი და მომხმარებლებიც კი (რა თქმა უნდა მათი ნებართვით).

ფოტოებს შეუძლიათ ინტერესის და საიმედოობის გაზრდა, ისინი ასევე ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ნიშნები არიან.


4. ბინგის ბიზნეს სივრცეები

გუგლი ყველაზე მოხმარებადი საძიებო სისტემაა, მაგრამ ბინგსაც აქვს პატარა წილი (მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 8%).



5. ონალინსახელმძღვანელოები/მითითებები

მართეთ თქვენი საქმიანობა შემდეგი პოპულარული სახელმძღვანელოებით:

  • Apple Maps.

  • Yellowpages.

  • Foursquare.

  • Yahoo’s Localworks.


6. საიტის მიმოხილვათა კატალოგი

ჰარვარდის ბიზნესმიმოხილვის კვლევა წარმოგვიდგენს საიტების მიმოხილვათა კატალოგების მნიშვნელობას.


მათი მიგნებების მიხედვით, YELP-ის რეიტინგში საქმიანობის ერთი ვარსკვლავის მომატება შემოსავალს 5-9%-ით ზრდის.


ამერიკის ბაზრისთვის: მიმოხილვების მისაღებად, დაიწყეთ ამ საიტებზე სიაში მოხვედრით:

  • Yelp.

  • Glassdoor.

  • Angie’s List.

გუგლის ინტრუქციებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სხვა დანარჩენი საიტებიც ღირებულია.


7. პოზიტიური კომენტარების რაოდენობა

მნიშვნელოვანია პოზიტიური კომენტარების მიღება და მომხმარებლების კომენტარებზე უკუკავშირი.


გუგლის მიხედვით, მაღალი ხარისხის კომენტარები მომხმარებელს ეხმარება საქმიანობის ხილვადობის გაუმჯობესებას, იმის ალბათობის გაზრდას, რომ მომხმარებელი ეწვევა თქვენს ლოკაციას.


პოზიტიური კომენტარების ძიების რეკომენდაციასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ ეს მნიშვნელოვანი გაფრთხილება: კომენტარების ყიდვა და ვინმესთვის რაიმეს სანაცვლოდ მათი დაწერის თხოვნა წესებს ეწინააღმდეგება.


სხვა ისეთ საიტებს, როგორიცაა YELP, მანიპულაციის წინააღმდეგ იმავე სახის პოლიტიკა აქვთ, რათა დაიცვან კომენტარების ავთენტურობა.


8. ძირითადი საძიებო სიტყვების და ლოკაციების მიმოხილვა


როდესაც მიმომხილველები ქალაქს ან ძირითად საძიებო სიტყვას იყენებენ, გუგლში იგზავნება სიგნალები, რომ თქვენი ლოკალური საქმიანობა სანდოა.


თუ ბევრი პროდუქტი ან მომსახურება გაქვთ, რეკომენდებულია გყავდეთ საკუთარი მომხმარებლები და ინდივიდუალურად იყვნენ ინფორმირებული სპეციფიკურ პროდუქტსა და მომსახურებაზე.


ვარსკვლავების რეიტინგების შესახებ Google-ში



9. მიმოხილვა პასუხებით

მფლობელის უკუკავშირი გუგლში ნიშნავს, რომ გვერდი აქტიურად იმართება და თქვენ პროცესში ხართ ჩართული.


გუგლი ასევე მიუთითებს, რომ თქვენი პასუხები ნდობის დასამკვიდრებლად არის აუცილებელი.


10. უპასუხოდ დარჩენილი ნეგატიური კომენტარების პროცენტული მაჩვენებელი

რამდენადაც კარგის მომტანია კომენტარებზე გაცემული პასუხების დიდი რაოდენობა, ასევეა უპასუხოდ დარჩენილი ნეგატიური კომენტარებიც.


უნდა დაგეგმოთ, როგორ უპასუხოთ ყველა კომენტარს და განსაკუთრებით უარყოფითს.


გუგლმა შექმნა სისტემა, რომლითაც შესაძლებელია შეუსაბამო ან უარყოფითი კომენტარის წაშლა.


11. ფეისბუკის ბიზნეს გვერდის შექმნა

ბევრი ადამიანისთვის მოსახერხებელია ფეისბუკის, როგორც საძიებო სისტემის გამოყენება ამიტომ ჩვენც განვიხილავთ ამ საკითხს.


დარწმუნდით, რომ შექმენით ბიზნესგვერდი და როგორც ვებ საიტზე, ასევე მანდაც გაწერეთ სამუშო საათები და პროდუქტის / მომსახურების აღწერილობი.


სოციალური გვერდებდან მომავალ სიგნალებს შესაძლოა პატარა გავლენა ჰქონდეს ზოგადად გლობალურ SEO-ზე, მაგრამ ლოკალური SEO-სთვის მნიშვნელოვანია.


Social profiles for local businesses
სქრინშოტი

12. სოციალური კატალოგები

იქნებით თუ არა სოციალურად აქტიური, საკუთარი საქმიანობა უნდა დააფიქსიროთ პოპულარულ სოციალურ საიტებზე, მაგ.: ტვიტერზე, ლინკდინსა და ინსტაგრამზე.


განათავსეთ ტვიტი ან პოსტი და მოიწვიეთ მომხმარებლები, რომ დაგირეკონ/ეწვიონ თქვენს ვებგვერდს/გამოიწერონ ან ესტუმრონ ნებისმიერ სოციალურ პლატფორმას, სადაც აქტიურობთ.


3200 მომხმარებლის გამოკითხვიდან პასუხის მოლოდინის დრო 4 საათი იყო!


სოციალური ქსელში მომხმარებლები კომპანიებისგან სწრაფ და მოკლე პასუხებს ელოდებიან, ამიტომ თქვენი ბიზნესი ელვის სისწრაფით უნდა პასუხოობდეს დასმულ შეკითხვებს. ტუმცა აქვე გასათვალისწინებელია სამუშაო საათები, რომელიც ასევე მითითებული უნდა იყოს "ინფო-ში" და შესაბამისად პასუხს სცემდეს ავტომოპასუხე არასამუშაო საათებში.


13. თანმიმდევრული სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი (NAP)

გქონდეთ საქმიანობის თანმიმდევრული სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა გუგლმა ზუსტი ინფორმაცია გასცეს თქვენ შესახებ.


ასევე, თანმიმდევრულმა სახელმა, მისამართმა და ტელეფონის ნომერი შეიძლება გაუადვილოს თქვენს კლიენტებს თქვენს ბიზნესთან დაკავშირება.


აქ მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება და ყურადღების გამახვილება.


მაგალითად, თუ ბიზნესის სახელია "პორტალი", ერთ საიტზე წერია შპს პორტალი და მეორეზე - პორტალი, მცირე განსხვავებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა.


14. მობილური რეაგირება

გუგლი პირველ რიგში თქვენს მობილურ საიტს ნახულობს და არა თქვენს დესკტოპის საიტს. ეს გეხმარებათ მობილური რეაგირების მიღწევაში.


15. სტრუქტურირებული მონაცემების აღრიცხვა

არსებობს ლოკალური SEO-ს სტრუქტურირებული მონაცემების აღრიცხვის რამდენიმე გზა, მაგალითად:

  • მრავლობითი განყოფილებები.

  • საათები.

  • მისამართები.

  • მენიუ.

  • ვებსაიტი.

  • ტელეფონის ნომერი.

გუგლი მათ დიდ რეკომენდაციას უწევს. შეგიძლიათ აღრიცხვა აწარმოოთ გუგლის მითითებებით ან სქემისმაგვარი ინსტრუმენტით.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული რეკომენდაციებია იმის შესახებ, თუ როდის არის სასარგებლო GPS კოორდინატების ჩართვა სტრუქტურირებულ მონაცემებში.


16. ძიების შედეგებზე დაკლიკების ინტენსივობა

თუ SEO-ში წარმატებული ხართ, ლოკალურ SEO-ს კარგად გაართმევთ თავს. ლოგიკურია, არა?


ფოკუსირდით იმაზე, რომ თქვენი მეტა სათაურები და აღწერილობები აზრიანი იყოს მომხმარებლებისთვის და თქვენს საიტზე პოულობდნენ იმას, რასაც ეძებენ.


17. ლოკალიზებული კონტენტი

აუცილებელია შინაარსის მუდმივი გამოქვეყნება საიტზე. კონცენტრირდით მიმდინარე თემაზე და განსაზღვრეთ პროგრესი, რომ მიაღწიოთ შედეგებს.


დარწმუნდით, რომ ორგანულად მოიცავდეთ ძირითად ტერმინს და ლოკაციას.


მაგალითად, დაწერეთ ლოკალური ივენთების შესახებ, ეცადეთ გაზარდოთ ფონდები ლოკალური ქველმოქმედებისთვის, მნიშვნელოვანია დაურთოთ ლოკალური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო თემები და ა. შ. იფიქრეთ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ბრენდისთვის.


18. On-Page ლოკაცია + ძირითადი საძიებო სიტყვის ოპტიმიზაცია

მაგალითად ნაცვლად საკვანძო სიტყვის „მაცივრის შეკეთება“, უმჯობესია „მაცივრის შეკეთება, ბათუმი“.


19. სათაური + მეტააღწერა

სათაურს და მეტააღწერას დაურთეთ ძირითადი ტერმინები და ლოკაცია, სადაც ეს შესაძლებელია.


ეს არის on-page ლოკაციისა და ძირითადი სიტყვის ოპტიმიზაციის ერთობლიობა, მაგრამ ეს საკმარისად მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მოვიხსენიოთ.


20. მაღალხარისხიანი შემოსაზღვრული ლინკები

SEO-სთვის კარგია საიტების ლინკები, რომლებსაც გუგლი ენდობა. შემოსაზღვრული ლინკების საკითხი მნიშვნელოვანია, ფართო და სიღრმისეული განხილვა ამ სტატიის მიღმაა.


შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია ლოკალური ლინკის შექმნის გზამკვლევში.


21. შემომავალი ლინკების მრავალფეროვნება

თქვენ გსურთ შემომავალი ბმულების სპექტრი, რომელიც არის შესაბამისი, ავტორიტეტული და ორგანულად მოპოვებული.


კარგი ანალოგია ინვესტიციის პორტფოლიო. ამ შემთხვევაში საჭიროა ინვესტიციის სახეების დიფერენცირება სხვადასხვა რისკის დონის მიხედვით.


ლინკის სტრატეგიაც მსგავსად უნდა იყოს დაყოფილი.


გჭირდებათ რაც შეიძლება ბევრი ლინკი, შესაბამისად, ბევრი შესაძლო ვებსაიტიდან. ყველა ლინკი უნდა იყოს მაღალი ხარისხის.


22. შემომავალი ლინკები მსგავსი ლოკალური საიტებიდან

შემომავალი ლინკები ახალი ამბების საიტებიდან, საზოგადოებრივი ბლოგებიდან და ასე შემდეგ ამტკიცებს, რომ თქვენი საიტი სანდოა.


ზოგიერთი ბიზნესისთვის ლოკალური სიახლეების ნაწილის პრესრელიზი გამოსადეგია.


სხვებისთვის შესაძლოა ლოკალური სოციალური მედიის დისკუსიებში ჩართულობა იყოს უმჯობესი.


23. ლოკალური + წამყვანი ტექსტის ძირითადი საძიებო სიტყვებით შემოსაზღვრა

მზად ხართ რთული მიზნების დასახვისთვის?


მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებიდან შემომავალი ლინკები, თქვენი ქალაქის ან სამეზობლოს გამოყენებით, ასევე მთავარი, ძირითადი ტერმინი თქვენი ლინკებისთვის ისეთია, როგორიც „წმინდა გრაალი“.


24. მაძიებელთან სიახლოვე

მაძიებელთან თქვენი სიახლოვე მნიშვნელოვანია და ამ ფაქტორს ვერ შეცვლით.


ეს არის ძიების შედეგების ჩამონათვალის ძლიერი ნიშანი, რომელიც მოითხოვს თქვენს გუგლის ბიზნესპროფილს, რომელსაც მნიშვნელოვანია ჰქონდეს თანმიმდევრული სახელი, მისამართი და პროფილი.


25. თქვენს ვებსაიტზე ძალაუფლების შენარჩუნება

ავტორიტეტის შენარჩუნება არის საძიებო შედეგების ჩამონათვალის ფაქტორი, რომელიც შექმნილია Moz-ის მიერ და გვატყობინებს, რამდენად შედეგიანია ვებსაიტი შედეგების ჩამონათვალის მიხედვით.


ავტორიტეტის გაზრდა არ არის სწრაფი ან იოლი პროცესი, თუმცა შედეგი ძალიან დიდია.


დასკვნა

რას ნიშნავს ყველა ეს ადგილობრივი SEO მახასიათებელი თქვენი ადგილობრივი SEO სტრატეგიისთვის?

წარმოგიდგენთ ორ ძირითად გზას:

  • თქვენი გუგლის ბიზნესპროფილი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ლოკალური SEO-ს საძიებო შედეგების ჩამონათვალის ოპტიმიზაციისთვის. დარწმუნდით, რომ ის სრული და ზუსტია. აირჩიეთ კატეგორიები. უპასუხეთ კომენტარებს.

  • მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ შეგიძლიათ თქვენი ლოკალური SEO-ს სასარგებლოდ ფოკუსირდეთ დიდ გამოსახულებებზე, მთლიან SEO-ს სტრატეგიაზე. შექმენით მაღალი ხარისხის ლინკის პროფილი, კარგად გამოკვლეული კონტენტი ლოკალური და ძირითადი პირობებით და დარწმუნდით, რომ თქვენი მეტა აღერილობები ოპტიმიზებულია.

ლოკალური SEO კონკურენციის უდიდესი სფეროა, მაგრამ საქმიანობების უმეტესობისთვის, არსებობს გაზრდის და გაუმჯობესების რესურსები.


ზემოაღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაზარდოთ შანსი იყოთ გამორჩეული გუგლის Local Pack-ისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დაგეხმარებათ გაზარდოთ შესაძლებლობა დამკვიდრდეთ და დაუკავშირდეთ ლოკალურ მომხმარებლებს.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:


© Copyright
bottom of page