top of page

ლოკალური SEO სერვისები

პორტალის პროფესიონალური ლოკალური SEO სერვისებით თქვენ შეძლებთ გაზარდოთ და გააფართოვოთ თქვენი ციფრული კვალი ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სტრატეგიები დაეხმარებიან თქვენს  ბიზნესს, გახდეს სამიზნე აუდიტორიისთვის ყველაზე ხილვადი კონკრეტულ თემებში ქვეყნის მასშტაბით.

  • 3 წელზე მეტი გამოცდილება ლოკალურ SEO-ში;

  • შედეგზე ორიენტირებული კვალიფიციური გუნდი;

  • რეკომენდებული მრავალი მომხმარებლის მიერ.

რატომ უნდა ისარგებლოთ პორტალის ლოკალური SEO-ს სერვისებით

მათთვის, ვინც ახალია SEO-ს სამყაროში, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთოთ SEO. ხშირად ძნელია იმის ცოდნა, თუ საიდან უნდა დავიწყოთ.

თუ სრულიად დამწყები ხართ, შეიძლება დღეები, კვირები ან თუნდაც თვეები გაატაროთ იმის პრაქტიკაში განხორციელებაზე, რის  შესახებაც ინტერნეტში წაიკითხეთ, მხოლოდ იმის აღმოსაჩენად, რომ რაღაც სწორად არ მუშაობს.

დაზოგეთ დრო, ფული, აიცილეთ სტრესი და წუხილი და მიეცით პროფესიონალებს საშუალება იზრუნონ თქვენს ლოკალურ SEO-ზე. პორტალის გამოცდილი SEO პროფესიონალების გუნდი განვითარდა ადგილობრივ SEO საუკეთესო პრაქტიკასთან და ალგორითმის ცვლილებებთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში და მათ  უამრავი ცოდნა და გამოცდილება  დააგროვეს.

ჩვენ ვაძლევთ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე.

ლოკალური SEO პროცესის მიმდინარეობა

ჩვენი SEO გუნდი დაკომპლექტებულია დეტალებზე ორიენტირებული ექსპერტებისგან, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან Google my Business-ზე . ჩვენ ორიენტირებული ვართ კონკრეტულად თქვენს ბიზნესზე მორგებული შედეგების მიღებაზე.

დიაგრამა

შედეგზე ორიენტირებული

ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და დავეხმარებით თქვენს კომპანიას განვითარებაში და უფრო ფართო აუდიტორიის მიღწევაში. ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით.

სასწორი

ეთიკური

ჩვენი ყველა SEO სერვისი დაფუძნებულია Google-ის მითითებებზე, რათა უზრუნველყოს მაღალი რეიტინგი. ჩვენ ასევე ვიყენებთ მაღალი ხარისხის კონტენტს თქვენი რეიტინგის ასამაღლებლად.

ლუპა

კვლევაზე ორიენტირებული

ჩვენ ვსწავლობთ თქვენს ადგილობრივ ბაზრებს, კონკურენტებს, ვებსაიტების ანალიტიკას და სხვა, რათა უზრუნველვყოთ რაც შეიძლება მაღალი რეიტინგი თვენი კომპანიისთვის.

Earth from Spaceship

რატომ უნდა აირჩიოთ პორტალი ლოკალური სეოსთვის?

SEO

ჩვენ ვართ წამყვანი მარკეტოლოგები და SEO სპეციალისტები

ჩვენ საუკეთესოები ვართ კონტენტმარკეტინგის სააგენტოებში და ვიყენებთ ჩვენს კომბინირებულ SEO გამოცდილებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ დიდ და პატარა კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ ადგილობრივ ბაზრებზე სანდოობის დამყარებაში.

SEO

ჩვენ ვსუნთქავთ და ვარსებობთ სეოთი და ვვითარდებით  Google-ის საძიებო სისტემებთან ერთად

როგორც ადგილობრივი SEO სააგენტო, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენს გუნდთან SEO ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. ჩვენ ვქმნით სასარგებლო დოკუმენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს SEO-ს მუშაობის ოპტიმიზებას და  მის გამჭვირვალობას ნებისმიერ ეტაპზე.

SEO

ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და თითოეული წევრის აზრი მნიშვნელოვანია

ჩვენ ვქმნით გამჭვირვალე და ეფექტურ SEO პროცესს, სადაც ყველა ჩართულმა მხარემ იცის SEO მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგია. ჩვენ ვამოწმებთ, ვაფასებთ პრიორიტეტებს და ვამუშავებთ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას.

SEO

ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებაზე

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ეხება კვალიფიციურ ტრაფიკს და ლიდებს, რამაც უნდა გამოიწვიოს გაყიდვებისა და შემოსავლის გაზრდა. ჩვენ ყოველდღიურად ვმართავთ თქვენს ლოკალურ SEO-ს ინდივიდუალური ანგარიშების თვალყურის დევნებით და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებით.

Mountain Cabin

გჭირდებათ ლოკალური SEO სააგენტო, რომელიც დაგეხმარებათ რეიტინგის გაძლიერებასა და შემომავალი ლიდების გენერირებაში?

ჩვენი ლოკალური SEO სტრატეგია და მართვის პროცესი

  1. დეტალური SEO აუდიტი.

  2. თქვენი ლოკალური SEO სტრატეგიის შემუშავება.

  3. განხორციელება.

  4. ანგარიში და უწყვეტი ოპტიმიზაცია.

bottom of page