ნებისმიერი პირი, ვინც საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სფეროს შეეხება, სავარაუდოდ გადააწყდება რამდენიმე საპასუხო (“black hat”) სტრატეგიას, ან ტოქსინებს, როგორც ჩვენ მას SEO-ს ფაქტორების პერიოდულ ცხრილში ვეძახით.
ესენია ხერხები, რომლებიც ადრე მაღალი ხარისხის შედეგებით გამოირჩეოდა, როდესაც სისტემების ძიების მეთოდი ბევრად ნაკლებად იყო განვითარებული. (მათ შეიძლება ახლაც იმუშაონ, მანამ, სანამ გამოგიჭერენ). გირჩევთ რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი მსგავსი ხრიკებისგან, რადგან შედეგად სასჯელს ან ბანის დადებას, აკრძალვას მიიღებთ.
რთულია საძიებო სისტემაზე სპამის შემთხვევით დადება და სისტემები უამრავ სხვადასხვა ნიშანს ეძებენ, სანამ გადაწყვეტენ, რომ ვინმე სასჯელს იმსახურებს. მოდით, განვიხილოთ ის, რაც არ უნდა გავაკეთოთ.
Cl: შენიღბვა - ტოქსინების ერთ-ერთი ფორმა (Cloaking)
საძიებო სისტემების მცოცავებისთვის იმისგან განსხვავებულის წარმოდგენა, რასაც მომხმარებლებს უჩვენებთ არის „შენიღბვა“ და ის გამოიყენება მომხმარებლების მისატყუებლად შეუსაბამო ან მავნე გვერდებზე.
სხვა ტოქსინებისგან განსხვავებით შენიღბვა ვერ მოხდება შემთხვევით - ეს არის საძიებო სისტემების შედეგების მანიპულაციის მიზანმიმართული მცდელობა და თუ გამოგიჭირეს, ძალიან მძიმე სასჯელს ელოდეთ.
რა შეიძლება ვთქვათ JavaScript-ის საკითხებზე? „შენიღბვა კონკრეტულად გუგლის გზამკვლევების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ის გზამკვლევები ამჟამად JavaScript-ის გამო ბუნდოვანია“, ამბობს დეტლეფ ჯონსონი. „ერთი კონვერტირება - server side rendering (SSR) მუშაობს spider spotting-თან ერთად. როდესაც შეხვდებით შეტყობინებას Googlebot-დან, შეგიძლიათ მიმართოთ SSR-ს მაშინ, როცა ყველა სხვა მოთხოვნა მიღებულია ნორმალურად, სკრიპტების დასამუშავებლად მიღებით ბრაუზერში. ეს, ტექნიკური შენიღბვაა, მაგრამ გუგლი სხვაგვარად აღიქვამს, რადგან მათ არ იციან რეალური მიზანი“.
„როდესაც თქვენი მიზანი არ არის საეჭვო, შეგიძლიათ ამის გაკეთება ისე, რომ ბანი არ დაგედოთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ზოგიერთ კონტენტს spiders-ისთვის ინახავთ და არ აჩვენებთ სხვა მომხმარებლებს, რომ რაღაცები ხაზის გადაკვეთას იწყებენ“, გვიხსნის ჯონსონი.
Sf: საკვანძო სიტყვებით სტატიის "გატენვა" (Stuffing)
შეიძლება გეგონოთ, რომ რაც მეტჯერ გამოჩნდება ძირითადი საძიებო სიტყვა გვერდზე, მით მეტად ჩათვლიან საძიებო სისტემები მას საკითხთან შესაბამისად. არ არის ასე. ძირითადი სიტყვების ჩვეულებრივზე ხშირად ან მომხმარებლისთვის უსარგებლოდ გამოყენება არის „ძირითადი სიტყვებით გატენვა და ეხლა იხმარება ახალი ტერმინი "კანიბალიზმი" ,როდესაც საკვანძო სიტვები საკუთარ თავს "ჭამს"“. ეს ერთ-ერთი სპამხერხია, რომელიც სასჯელს გამოიწვევს.
არ გაიმეოროთ ძირითადი სიტყვები ასლებში, footer-ებში - არსად - ჩამონათვალის თანმიმდევრობის გაუმჯობესების მიზნით. არ არსებობს ძირითადი სიტყვების სიხშირის ფორმულა და ძირითადი სიტყვების სიხშირე გამოიტხვება სხვადასხვა ხერხით, რომელაც შემდეგ სტატიებში განვიხილავთ.
ზოგადად უმჯობესია ფოკუსირდეთ მომხმარებლის მიზნებზე. შედეგი ძირითად საძიებო სიტყვაში რამდენჯერმე გამოჩნდება თუ უამრავჯერ, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტენტის ხარისხი და ის თუ რამდენად ძვირფასი გახდება ის მომხმარებლისთვის.
Ar: მეკობრეობა (Piracy)
ვინმესთვის ინტელექტუალური ქონების წაგლეჯვა იქნება ეს - სტატია, სიმღერა, გრაფიკა, ფოტო, ვიდეო და ა. შ. და მითვისება უკანონოა. ეს არ არის SEO -სთვის ერთადერთი საზიანო მიზეზი, თუმცა მომხმარებლებს სურთ კონტენტის ორიგინალური წყარო და საძიებო სისტემებს სურთ მათთვის ამის მიწოდება.
გუგლის 2012 წლის „პირატული“ განახლებები მიზნად ისახავდა საიტებს, რომლებიც საავტორო სამართალს არღვევდნენ. საიტები არიან ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის (DCMA) დარღვევის მოთხოვნების სუბიექტები. პლაგიარიზმი, ჰოსტინგის პლაგიატიზმი ან არალეგალური კონტენტი შესაძლოა თქვენი საძიებო შედეგებიდან ამოგდების მიზეზი გახდეს. შეამოწმეთ გუგლის პირადი შეტყობინებები თუ ეჭვობთ, რომ DMCA-ის მოთხოვნა თქვენს წინააღმდეგ შეივსო.
Sc: სქემები (Schemes)
უკულინკების ძებნა SEO-ს უმნიშვნელოვანესი ასპექტია, მაგრამ როგორც კი საქმეში ფული ერთვება, წესებიც იცვლება. ლინკების არღვევს გუგლის და ბინგის წესებს და ამის გაკეთებას შეიძლება თქვენს ორგანულ ხილვადობაზე საშინელი ზეგავლენა მოჰყვეს. „გუგლმა შეიძლება დაგსაჯოთ ან ბანი დაგადოთ. არც ერთი მათგანი არ არის კარგი“ ამბობს ჯული ჯოისი, ოპერაციების დირექტორი. „გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ცუდია პრობლემა, რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეთ“.
სიმართლე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ სხვა ორგანიზაციის ქველინკების ყიდვა (მაგალითად რეკლამების შემთხვევაში), მაგრამ დაირღვევა ლინკების თანასწორობის პრინციპი. ნაყიდი ლინკები განიხილება, rel=“nofollow” ან rel=“sponsored” ლინკებად.
სქემები მხოლოდ ლინკების ყიდვა არ არის, ასევე ფართო მასშტაბის სტუმრის რეკლამირების სერვისები სიტყვებით აღსავსე ძირითადი წამყვანი ტექსტებით, ლინკების გაცვლა, ბლოგის სპამირება და სხვა ასევე შეიძლება საძიებო სისტემების მხრიდან დასჯის მიზეზი გახდეს.
უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ დაისაჯნენ ბრენდები აღნიშნული მეთოდების გამოყენებით საძიებო ალგორითმებით მანიპულირების გამო, თუნდაც თავად გუგლით. თუ გუგლის წესებს დააიგნორებთ, გამოჭერის შემთხვევაში, მზად იყავით პატარა „წყალობისთვის“. ნუ დაუჯერებთ პროგრამებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ მათი ლინკები საიმედოა და ვერ შენიშნავენ.
უკეთესია უყურებდეთ დროთა განმავლობაში როგორ ვითარდება თქვენი საქმიანობა, ვიდრე იყიდოთ ლინკები და სასჯელის გამო ისევ იქ დაბრუნდეთ, საიდანაც დაიწყეთ.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სტატიები ლინკების შექმნის შესახებ: ლინკების ყიდვა და SEO სპამირება.
Hi: დამალვა (Hiding)
საიტის მფლობელებმა, ვინც საკუთარ გვერდზე ძირითად სიტყვებს ფლობს, ტექსტის დამალვით შესაძლოა "შენიღბვა" სცადონ. აღნიშნულს ისინი სხვადასხვა გზით აკეთებენ: ბეჭდვის ფერის და ფონის დამთხვევა, ტექტის ეკრანიდან აღება, საბეჭდი ზომის ნულამდე შემცირება და სხვა მრავალი მეთოდი ტექტის დასამალად გუგლის ვებსპეციალისტების გზამკვლევზე ძალადობაა და შესაბამისად, ისჯება.
შესაძლებელია ასევე ლინკების ისე განლაგება, რომ მომხმარებლებისთვის ისინი უხილავი იყოს, ამას აკეთებენ საიტის მფლობელები, რათა ვიზუალურად შენიღბონ გასაყიდი ლინკები და დაარღვიონ ლინკების თანასწორობის წესი. რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, ელემენტების დამალვით ვერ მოუტანთ სარგებელს მომხმარებელს და ვერც თქვენს SEO-ს გააუმჯობესებთ.
არსებობს გაფართოებადი კონტენტი, რომელიც გამოავლენს საკუთარ თავს, როცა მომხმარებელი მას შეეხება, მაგალითად ლინკის შესახებ ვიკიპედიის სტატიაში ბევრად მეტ ინფორმაციას შეიტყობთ.
გაფართოებადი კონტენტი არ არის საძიებო სისტემის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული.
Iv: მაბეზარი სარეკლამო ფანჯრები (Intrusive)
მიუხედავად იმისა დაბრკოლება დროებითია თუ არა, რეკლამა ან სხვა მაბეზარი ელემენტები, რომლებიც აბრკოლებს მომხმარებელს იმის პოვნაში, რასაც ეძებენ, სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე თქვენს ორგანულ ხილვადობას.
მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, რომელიც ხშირად გამოიყენება შემოსავლის მიღებასა ან საიტის განზომილებებით მანიპულაციისთვის, არსებობს გუგლის გვერდის სქემის ალგორითმი, ასევე ცნობილი, როგორც ტოპ-ძლიერი განახლება.
აღნიშნული შუალედური სიტუაცია მობილური ტელეფონის მოხმარების დროს მომხმარებლების საერთო გამოცდილებაა. 2017 წელს გუგლმა გამოსცა მობილური სასჯელები საიტის მფლობელებისთვის ასეთი ელემენტების უარყოფის წასახალისებლად.
მოგვიანებით გუგლმა განაახლა ძიების ხარისხის შესაფასებელი გზამკვლევი ამ ტრენდის მისამართით, რაც იწყებოდა ასე „ცალკეული მაბეზარი გვერდები, რეკლამებით ან დახურვის მარტივი ღილაკით არ არის საშინლად შემაშფოთებელი, თუმცა მომხმარებლის გამოცდილებისთვის ნამდვილად არ არის კარგი. რთულად დასახური რეკლამები ან მაბეზარი გვერდები, რომლებიც აპლიკაციების გადმოწერას ითხოვენ, ნამდვილად შემაშფოთებელია და მთავარი კონტენტის გამოყენებას საგრძნობლად ართულებს“.
ყველა ჩანართი არ არის ვალდებულება. თუ „პასუხისმგებლობით გამოყენებული“ ჩანართები შეესაბამება კანონიერებას (როგორც კონფიდენციალურობა ან ასაკობრივი ვერიფიკაცია), ავტორიზაციის დიალოგები და სხვა ბანერები გამოიყენებენ „საგრძნობი სიდიდის ეკრანის სივრცეს და მარტივად დასრულებადი არიან“, მათ არ შეეხებათ გუგლის მობილური ჩანართის სასჯელი.
„დიდი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ არის თუ არა CTR (კლიკების რაოდენობის მაჩვენებელი) საძიებო სისტემის ჩამონათვალის თანმიმდევრობის ფაქტორი? ამას ზოგიერთი ადამიანი იქამდე მიჰყავს, რომ ხელოვნურად ცდილობენ გაზარდონ დრო, რომელსაც ხალხი მათ გვერდებზე ატარებს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება. ეს მხოლოდ მომხმარებლების დროის ფუჭი ხარჯვაა. ხანდახან გვხვდება გვერდები, სადაც კონტენტი მთლიანად არ იხსნება, ვაკლიკებთ ღილაკს, სადაც წერია ‘დაელოდეთ, სანამ კონტენტი ჩაიტვირთება’, თითქოს 10 წამი სჭირდებოდეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებას და კონტენტის აღდგენას.
ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დრო ხელოვნურად გაიზარდოს. ეს მხოლოდ მომხმარებლის დროის ხარჯვაა. ეს ასევე საზიანო ჩვენი [საძიებო სისტემის] მომხმარებლებისთვის. ასე რომ, ეს არის ის, რასაც არ ვუწევთ რეკომენდაციას და ჩვენს თავზე ვიღებთ უფლებას ვთქვათ, რომ მსგავსი ქმედებები ნამდვილად საზიანოა“ - ფრედერიკ დიუბუტი, ბინგის უფროსი პროგრამების მენეჯერი.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:
მთავარი – 1: ფაქტორები – 2: კონტენტი – 3: აგებულება – 4:HTML– 5: ნდობა – 6: ლინკები – 7: მომხმარებელი – 8: ტოქსინები – 9: განვითარება.