top of page
Writer's pictureNino Mchedlishvili

რა არის SEO? − საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

Updated: Jul 20, 2023

SEO ნიშნავს „საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია“-ს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, რომელიც ზრდის თქვენი საიტის ხილვადობას მათთვის, ვინც ეძებს თქვენს პროდუქტთან, სერვისთან ან ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციას Google-ში, Bing-სა თუ სხვა საძიებო სისტემებში. ძიების შედეგებში თქვენი გვერდების უკეთესი ხილვადობით თქვენი ბიზნესი მეტად საინტერესო ხდება, იძენს ახალ პერსპექტივას და მეტად იზიდავს უკვე არსებულ მომხმარებლებს.

რა არის სეო
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

როგორ მუშაობს SEO?

ისეთი საძიებო სისტემები, როგორებიცაა Google და Bing გვერდების ინტერნეტში განსათავსებლად იყენებენ ბოტებს, რომლებიც საიტებიდან აგროვებენ ინფორმაციას გვერდების შესახებ და ამატებენ მათ საძიებელში. წარმოიდგინეთ უზარმაზარი ბიბლიოთეკის საძიებელი, საიდანაც ბიბლიოთეკარს შეუძლია ამოიღოს ის კონკრეტული წიგნი თუ ვებგვერდი, რომელიც ზუსტად იმას გაპოვნინებთ, რასაც ეძებდით.


ამასთანავე, ალგორითმები საძიებო სისტემაში განსაზღვრავენ გვერდებს, ათასობით ფაქტორისა და ნიშნის გათვალისწინებით, რათა განსაზღვრონ თუ რა თანმიმდევრობით გამოჩნდება გვერდები საძიებო სისტემაში ჩამოშლილი შედეგების ჩამონათვალში. ბიბლიოთეკის მაგალითზე, ბიბლიოთეკარს კატალოგში არსებული ყველა წიგნი წაკითხული აქვს და და ზუსტად შეუძლია გვითხრას, რომელი მათგანი გვჭირდება ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად.


SEO-ს წარმატების ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ მომხმარებლების გამოცდილების ასპექტები. ამ ფაქტორების საშუალებით ადგენენ ბოტები, რამდენად სწორად მიაწვდის მაძიებელს ვებგვერდი ან ვებსაიტი იმ ინფორმაციას, რასაც ისინი ეძებენ.


საძიებო ფასიანი რეკლამებისგან განსხვავებით, ვერანაირი საფასურის ხარჯზე ვერ მოიპოვებ უფრო მაღალი შესაბამისობის მქონე საძიებო ჩამონათვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაში SEO-ს ექსპერტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.


SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილი აღნიშნულ ფაქტორებს ალაგებს ექვს ძირითად კატეგორიად და აფასებს თითოეულის საერთო მნიშვნელობას SEO-სთვის. მაგალითად, კონტენტის ხარისხი და ძირითადი საძიებო სიტყვის კვლევა − კონტენტის ოპტიმიზაციის, ხოლო მონაცვლეობა და სიჩქარე საიტის სტრუქტურის უმთავრესი ფაქტორებია.


SEO-ს განახლებული პერიოდული ცხრილი ასევე ითვალისწინებს SEO-ს პრაქტიკაში აღმოფხვრილი ხარვეზების სიას. ესენია იარლიყები და ხრიკები, რომლებიც შესაძლოა საკმარისი იყო მაღალი დონის დახარისხებისთვის ადრე, როცა მოწყობილობები და ტექნოლოგიები ნაკლებად გამოიყენებოდა. მათ შესაძლოა მცირე ხნით ახლაც იმუშაონ.


SEO-ს პრაქტიკაში ასევე არსებობს ნიშნების სექცია, რომლებიც SEO-ს წარმატებულ ფაქტორებში მოიცავს სამ ძირითად ნიშანს: ლოკალური SEO, ახალი ამბები/გამოქვეყნება და SEO-ს ელექტრონული კომერცია (Ecommerce SEO). SEO-ს სრული პერიოდული ცხრილის საშუალებით საუკეთესო პრაქტიკას შეიძენთ. SEO-ს აღნიშნული ნიშნების ნიუანსების ცოდნა დაგეხმარებათ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენი პატარა ბიზნესისთვის, რეცეპტების ბლოგის ან ონლაინმაღაზიისთვის.


საძიებო ალგორითმები შექმნილია იმისთვის, რომ მოერგოს შესაბამის, ავთენტურ გვერდებს და მომხმარებელი უზრუნველყოს ძებნის ეფექტიანი შედეგებით. ამ ფაქტორების გამოყენებით თქვენი საიტის და კონტენტის ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ თქვენი გვერდებისთვის საუკეთესო საძიებო შედეგების მოპოვებაში.


რატომ არის SEO მნიშვნელოვანი მარკეტინგისთვის?

SEO ციფრული მარკეტინგის უმთავრესი ნაწილია, რადგან ადამიანები წლიურად ტრილიონობით ინფორმაციის ძებნას ახორციელებენ, ძირითადად კომერციული მიზნებით, პროდუქტისა და სერვისების შესახებ. ინფორმაციის ძებნა, როგორც წესი, ბრენდებისთვის ციფრული საქმიანობის ძირითადი წყაროა, რაც ავსებს სხვა მარკეტინგულ არხებსაც. უკეთეს ხილვადობას და ძიების შედეგებში შესაბამისად განლაგებულ ინფორმაციას თქვენს საქმიანობაზე ფუნდამენტური მატერიალური გავლენა აქვს.


თუმცა, ძიების შედეგები რამდენიმე წელია მუდმივად ვითარდება, რომ მომხმარებლებს მისცეს მეტად პირდაპირი პასუხები და ინფორმაცია, რომელიც მათ საძიებო სისტემის გვერდზე ტოვებს იმის ნაცვლად, რომ სხვა ვებგვერდებზე გადაამისამართოს.


ასევე აღსანიშნავია, რომ საძიებო შედეგებში მრავალფეროვანი პასუხები და საინფორმაციო პანელები ზრდის ხილვადობას და მომხმარებლებს აწვდის მეტ ინფორმაციას თქვენი კომპანიის შესახებ.


ჯამში, SEO გლობალური მარკეტინგული ეკოსისტემის დამფუძნებელია. როდესაც იგებთ, რა უნდათ თქვენი ვებგვერდის მომხმარებლებს, შეგიძლიათ თქვენი კამპანიის, ვებგვერდის თუ სოციალური მედიის ფარგლებში გაავრცელოთ ინფორმაცია (ფასიანი ან ორგანული).


როგორ შევისწავლოთ SEO?

ყურადღება: SEO-ს განახლებული პერიოდული ცხრილი წარმოდგენილია 2023 წელს!


SEO-ს განახლებული პერიოდული ცხრილი
SEO-ს განახლებული პერიოდული ცხრილი

SEO-ს შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად, SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილი გაგაცნობთ ყველა ძირითად ცნებას, რაც უნდა იცოდეთ, მათ შორის, SEO-ს წარმატებული on-page და off-page ელემენტებს, ასევე „ტოქსინებს“ თუ სტრატეგიას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს საქმიანობას.

ცხრილი და თანდართული ანგარიში მოიცავს სამ ძირითად საძიებო ნიშანს:



  • ლოკალური SEO;

  • გამოქვეყნება/SEO-ს ახალი ამბები;

  • კომერციული SEO (Ecommerce SEO).


SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილი SEO-ს გზამკვლევის საფუძველია. ეს ორი რესურსი ერთად დაგეხმარებათ შეიტყოთ SEO-ს შესახებ და გაიგოთ თქვენი წარმატების სტრატეგია.


SEO-ს საძიებო სისტემის ძირითადი გზამკვლევი


აღნიშნული გზამკვლევი, როგორც SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილის თანმხლები საშუალება, ძებნის ოპტიმიზაციის საფუძვლებს წარმოადგენს, შედეგად შეგიძლიათ ძლიერი სტრატეგიის შემუშავება თქვენი საიტისთვის ორგანული ინფორმაციის წყაროს მოსაძიებლად.


ქვემოთ მოცემულ გზამკვლევში უკეთესად არის ახსნილი ფაქტორები და გადმოსცემს სტრატეგიულ გზებს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ექსპერტებისგან, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ვებგვერდს ორგანული ძებნის შედეგად გაცილებით მეტი მნახველი ჰყავდეს.


თავი 1: საძიებო სისტემის ფაქტორების სახეობები: ესენია on და off-page ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს თქვენი საძიებო სისტემის ჩამონათვალის შესაბამის თანმიმდევრობაზე. ჩვენ ასევე მხედველობაში გვაქვს SEO-ს ვერტიკალური ნიშნები და ტოქსიკური სტრატეგიის თავიდან აცილების გზები.


თავი 2: კონტენტის და საძიებო სისტემის წარმატებული ფაქტორები: მხედველობაში იქონიეთ აღნიშნული ელემენტები, რომ შექმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი, რაც სამიზნე აუდიტორიას მოეწონება.


თავი 3: საიტის აგებულება და საძიებო სისტემების წარმატებული ფაქტორები: მოდით, მეორე მხრიდან შევხედოთ თქვენი საიტის ასპექტებს, რომლებიც აადვილებს საძიებო სისტემების წვდომას და ზემოქმედებას მომხმარებლის გამოცდილებაზე.


თავი 4: HTML კოდი & საძიებო სისტემის წარმატებული ფაქტორები: HTML იარლიყები და სტრუქტურული მონაცემები გეხმარებათ საიტზე ინფორმაციის ორგანიზებაში და ეხმარება საძიებო სისტემებს თქვენი კონტენტის გაგებაში.


თავი 5: ნდობა, ძალაუფლება, გამოცდილება და საძიებო თანმიმდევრობა: ის, თუ რამდენად იყენებენ მომხმარებლები თქვენს საიტს, ასევე მისი რეპუტაცია და ძალაუფლება ეხმარება საძიებო სისტემებს განსაზღვრონ რამდენად შესაბამის ინფორმაციას აჩვენებენ მომხმარებლებს.


თავი 6: ლინკის შექმნა & საძიებო სისტემაში განლაგება: რატომ არის ლინკები ჯერ კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი და რას ამბობენ ისინი თქვენი კონტენტის შესახებ.


თავი 7: პერსონალიზაცია & საძიებო სისტემაში მონაცემების განლაგება: ესენია მომხმარებლის სპეცელემენტები, როგორებიცაა ლოკაცია და მიზანი, რაც გავლენას ახდენს მომხმარებლის მიერ მიღებულ შედეგზე.


თავი 8: „ტოქსინები“ & საძიებო სისტემის სპამსანქციები: SEO-ს გამაფრთხილებელი „იარლიყები“. ამ სტრატეგიებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ავტომატურ სანქციაზე ან სრულიად ამოაგდოს თქვენი საიტი ძიების შედეგების ჩამონათვალიდან.


თავი 9: ჩამონათვალში კომპონენტების გამოჩენა: ხმოვანი, ლოკალური, ფოტო -და ვიდეოძებნა ახალი საშუალებებია მომხმარებლებისთვის, რომ ზუსტად ის მოძებნონ, რაც სურთ. ყოველი კომპონენტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბრენდებისთვის და ეს ყველაფერი SEO-ს ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.


საძიებო სისტემის SEO ბიბლიოთეკა


SEO-ს ძირითად გაფორმებასთან ერთად, პორტალს ასევე აქვს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სივრცეები სპეციალურად მთავარი საძიებო სისტემისთვის:

  • Google SEO;

  • Google-ის ალგორითმების განახლებები;

  • Google-ის საძიებო პანელი;

  • Bing SEO.

წყარო: searchengineland

© Copyright
bottom of page