top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

1. რა არის ლოკალური SEO და რატომ არის ლოკალური ძიება მნიშვნელოვანი

Updated: Oct 30, 2023


რა არის ლოკალური SEO და რატომ არის ლოკალური ძიება მნიშვნელოვანი
რა არის ლოკალური SEO და რატომ არის ლოკალური ძიება მნიშვნელოვანი


რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ორგანულ SEO-სა და ლოკალურ SEO-ს შორის და რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიისთვის?


ლოკალური ძებნა არსებითი ნაწილია ნებისმიერი SEO-ს სტრატეგიული მიზნის მქონე მომხმარებლებისთვის კონკრეტულ რეგიონში, ქალაქსა თუ ახლომდებარე რაიონში.


ლოკალური SEO არის ადგილი, სადაც ფოკუსირდებით თქვენი ძიების შედეგების ჩამონათვალის და ხილვადობის გასაუმჯობესებლად ლოკალური ძების შედეგებში, როგორიცაა გუგლის რუკის პაკეტი/ლოკალური პაკეტი.(Google’s Map Pack/Local Pack)


ორგანული SEO აუმჯობესებს ვებგვერდის ძიების შედეგების ჩამონათვალს ორგანული ძიების დროს. ორგანული შედეგები პოზიტიურად აისახება ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალზეც.


ორგანული ჩამონათვალი დიდი შესაძლებლობაა ლოკალური საქმიანობისთვის, რათა ის გამოჩნდეს მაძიებლებთან, როდესაც გუგლი განსაზღვრავს, რომ კითხვარი ლოკალური დანიშნულებისაა.


მაშასადამე, იმის მიუხადავად, რომ ლოკალური და ორგანული SEO ურთიერთდაკავშირებულია აღნიშნული გზებით, ყოველი მათგანი საჭიროებს სპეციფიკურ სტრატეგიას განსხვავებული ოპტიმიზაციის ტაქტიკით.


დავიწყოთ თავიდან - რა არის ლოკალური SEO და რატომ არის მნიშვნელოვანი ლოკალური ძიება?


რა არის ლოკალური SEO?

ლოკალური SEO არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პრაქტიკა ლოკალური ძებნის შედეგებისთვის.


ეს ნიშნავს გუგლში დაეხმარო შენი საქმიანობის ჩამონათვალს ლოკალური პაკეტის/რუკის პაკეტის შედეგებში და მათ უფრო ხშირ გამოჩენაში კითხვარის შესაბამისობის ხარისხის უმაღლეს დონემდე გასაზრდელად.


გაიხსენეთ ბოლოს როდის ეძებდით სასურველ ნივთს, იმას, რაც გჭირდებოდათ. შესაძლოა ეს იყო მამაკაცის ფეხსაცმელი, ყოველდღიური მოვლის საშუალებები ან სამუშაო იარაღები.


გუგლის მისიაა მაძიებელს შეკითხვაზე საუკეთესო პასუხი მიაწოდოს და როდესაც გუგლის ალგორითმი აღმოაჩენს, რომ თქვენი განზრახვა ლოკალურია - რომ ეძებთ რაღაცას თქვენს ახლომახლო - შესაბამისი რუკის პაკეტი ძიების შედეგების პირველ გვერდზე აღმოჩნდება.


აღნიშნული შესაძლოა თქვენს ლოკალურ სივრცეში საქმიანობის და მომსახურების შესახებ ორგანული შედეგების დამატებაც იყოს.


თუ ეძებთ რაიმეს, მაგალითად - რომელი იტალიური რესტორნებია ამჟამად ღია - ლოკალური შედეგი შესაძლოა ჩვეული სახით ყველა ორგანული კონტენტის ზემოთ გამოჩნდეს. გუგლი აღმოაჩენს, რომ სასწრაფო, ლოკალური საჭიროება გაქვთ.


ლოკალური ძებნის შედეგებში ხელმისაწვდომი ინფორმაცია: საქმიანობის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებსაიტი, ფოტოები და ვიდეოები, მომხმარებლის მიმოხილვები, ვარსკვლავური რეიტინგები და მრავალი სხვა არის შედეგები, რომლებიც ლურჯი ლინკების სახით უნდა ჩანდეს.


მაგრამ შეგიძლიათ გამოჩნდეთ რუკის პაკეტში (Map Pack) ვებსაიტის არქონის შემთხვევაშიც კი, რადგან რუკის შედეგები ინფორმირებულია გუგლის ბიზნესპროფილის (GBP) ჩამონათვალის მიერ. ის შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც გუგლმა სხვა ახლოს მდებარე ადგილებიდან და ასევე მომხმარებლების მიერ მიღებული შედეგების შესაძლო ვარიანტებიდან მიიღო.


გუგლს ლოკალური SEO-სთვის განსხვავებული სახელმძღვანელობიც აქვს. მათი ძირითადი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი საქმიანობა გუგლში გამოაჩინოს.


აღნიშნული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანია თქვენი ხილვადობის მაქსიმიზაციისათვის Map Pack-ში და თქვენი ჩამონათვალის შეზღუდვის თავიდან აცილებისთვის.


ჩვენი ლოკალური SEO-ს გზამკვლევზე მუშაობისას, მხედველობაში იქონიეთ განსხვავება ლოკალურ ორგანულსა და რუკის პაკეტს (Map Pack) შორის.


ჩვენ ვისაუბრებთ გუგლის ძიების ალგორითმების, თქვენი ვებსაიტისთვის ტექნიკური SEO-ს, თქვენი ვებგვერდების on-page ოპტიმიზაციაზე და ა. შ. ეს საკითხები მიმართულია ლოკალურ ორგანულ შედეგებში თქვენი შესაძლებლობების გამოჩენასა და Map Pack ძიების შედეგების ჩამონათვალის მხარდაჭერაზე თქვენი ვებგვერდისთვის.


როდესაც კითხულობთ ლოკალური მიმოხილვების, ვარსკვლავური რეიტინგებისა და თქვენი GBP-ს სხვა ელემენტების შესახებ, თქვენ შეისწავლით ლოკალურ SEO-ს, როგორც ლოკალური შედეგების ნაწილს Google Maps-ში.


რატომ არის მნიშვნელოვანი ლოკალური ძებნა?

წარმოგიდგენთ რამდენიმე სტატისტიკას იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოკალური ძიება თქვენი საქმიანობისთვის:


გუგლის მიხედვით, ადამიანების 76%, ვინც ძებნას საკუთარი ტელეფონით ახორციელებს და ნახულობს საქმიანობებს 24 საათის განმავლობაში, მათგან 28 % შესყიდვებით სრულდება.


ყველა ძიების 30% დაკავშირებულია ლოკაციასთან, ასევე გუგლის მიხედვით.


ბოლო კვლევებში მომხმარებლების 61%-მა განაცხადა, რომ ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ ლოკალურ ძიებას.


ლოკალური SEO-ს უახლესმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ლოკალური ძიების პროცესში მომხმარებლების 82% კითხულობს საქმიანობის მიმოხილვებს, რაზეც ხარჯავს დაახლოებით 14 წუთს და მხოლოდ შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.


ადამიანების 86% საქმიანობის ადგილმდებარეობას Google Maps-ის დახმარებით პოულობს.


SMB-ის ძიების 92% შედეგებიდან, ტოპ 5 შედეგში Yelp ჩნდება.


მსოფლიოს მასშტაბით in-store მყიდველების 74 % მაღაზიაში მისვლამდე საძიებო ველში წერდნენ [უახლოესი მაღაზია], [ლოკაციები], [უახლოესი in stock] და სხვა სახის ჰიპერლოკალურ ინფორმაციას.


მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებლების ნახევარი ლოკალური ძებნისთვის მობილურ მოწყობილობებს იყენებს.


მაძიებელთა 83% ახლოს მდებარე საქმიანობების შესახებ შესატყობად გუგლის ძებნას იყენებს; 55% - Google Maps-ს, 39% - იაჰუს და 31% - ბინგს.


როგორ განსაზღვრავს გუგლი ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალს

გუგლი საიდუმლოდ ინახავს ორგანული ძიების შედეგების ჩამონათვალის ალგორითმებს, მაგრამ ბევრად გახსნილია ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის შესახებ.


გუგლის მიხედვით, ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ფაქტორების სამი ძირითადი კატეგორია არსებობს:

  • შესაბამისობა.

  • დისტანცია.

  • მაღალი მნიშვნელობა.


როგორ გავაუმჯობესოთ თქვენი ადგილობრივი რეიტინგი“, Google, სკრინშოტი ავტორის მიერ, 2023 წლის ივლისი
როგორ გავაუმჯობესოთ თქვენი ადგილობრივი რეიტინგი“, Google, სკრინშოტი ავტორის მიერ, 2023 წლის ივლისი

„შესაბამისობა ნიშნავს რამდენად ემთხვევა ლოკალური საქმიანობის პროფილი იმას, რასაც ადამიანი ეძებს.


დაამატეთ სრული და დეტალური ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, რათა გუგლმა შეძლოს უკეთ შეისწავლოს ის და თქვენი პროფილი შესაბამის ძიებას დაუკავშიროს“, ამბობს ჯონ მიულერი რესურსში ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის გაუმჯობესების შესახებ.


გუგლი დისტანციას განსაზღვრავს, როგორც „რამდენად შორს არის თითოეული პოტენციური ძებნის შედეგი ძიებაში გამოყენებული ლოკაციიდან. თუ მომხმარებელი თავის ძიებაში არ აკონკრეტებს ლოკაციას, ჩვენ იმის მიხედვით ვანგარიშობთ მანძილს, რაც მათი ლოკაციის შესახებ ვიცით.“


ამ კონტექსტში მაღალი მნიშვნელობა ნიშნავს რამდენად ცნობილად მიიჩნევს გუგლი საქმიანობას. აღნიშნული ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ფაქტორების რთული კატეგორიაა, რადგან ის ცდილობს offline მნიშვნელობებიც გაათანაბროს.


ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალი ფაქტორების კვლევის, Whitespark’s ‘2021-ის მიხედვით, SEO-ს ექსპერტების მიხედვით, ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის მთავარი ფაქტორებია:

  • GBP-ის ძირითადი კატეგორია.

  • ჩამონათვალის სათაურში ძირითადი საძიებო სიტყვა.

  • მაძიებლის ლოკაციისა და საქმიანობის მისამართის მაქსიმალური თანხვედრა.

  • ძიებაში ქალაქის ფიზიკური მისამართი.

  • დამატებითი GMB კატეგორიები.

  • მაღალი ვარსკვლავური რეიტინგები.

  • GBP -ის ჩამონათვალის სისრულე.

  • დაკავშირებული დომეინის ლინკების ხარისხი და ძალაუფლება.

  • გუგლის პირად მიმოხილვებში ძირითადი საძიებო სიტყვები.


ლოკალური ძიების გაუმჯობესება

როგორც ხედავთ, ლოკალური ძიება უმთავრესი არხია ყველა იმ საქმიანობისთვის, რომელიც ლოკალურ მომხმარებლებს ემსახურება - ფრანჩიზებს, საცალო ქსელებს, ეგრეთ წოდებულ Mom & Pop shop მაღაზიებს, ფინანსური მომსახურების ცენტრებს, სერვისის პროვაიდერებს, საწარმოო ბრენდებს და SMB-ებს.


ლოკალური SEO-ს ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის გზამკვლევში იპოვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ლოკალური SEO-ს წარმატებული სტრატეგიის დანერგვისა და გაუმჯობესებისთვის.


თქვენ შეისწავლით შემდეგს:

  • ლოკალური ძიების შედეგების ჩამონათვალის ტოპ ნიშნები, რომლებიც უნდა იცოდეთ და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი.

  • როგორ შევქმნათ ლოკალური SEO-ს მომგებიანი სტრატეგია.

  • ლოკალური ძიების შედეგების კონკურენციის ანალიზის პროცესი და ხერხები.

  • რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ზუსტი NAP ინფორმაცია და მომხმარებლის გამოცდილება ლოკალური SEO-სთვის.

  • როგორ და სად მოვიძიოთ საუკეთესო ლოკალური ლინკის შექმნის შესაძლებლობები.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი მიმოხილვები და ვარსკვლავური რეიტინგები და როგორ მივიღოთ მათგან საუკეთესო შესაძლო სარგებელი.

  • თქვენი GBP-ის ჩამონათვალის სრული ოპტიმიზება.

  • ყველა განსხვავებული გზა, რომელიც უნდა იცოდეთ, რათა დაეხმაროთ თქვენს GBP ჩამონათვალს მომხმარებლების მოზიდვაში.

  • ლოკალური SEO-ს და ჩამონათვალის მართვის ხელსაწყოები დროის დაზოგვისა და კონკურენციის გაუმჯობესებისთვის.

  • და სხვა მრავალი.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი წყაროები:


© Copyright
bottom of page