top of page
  • Writer's pictureპორტალი • PORTALI

სად უნდა იპოვოთ ლოგოს დიზაინის ინსპირაცია I ნაწილი

Updated: Jul 20, 2023

სასარგებლო რჩევები თქვენი პროექტის ლოგოტიპების შესაგროვებლად.


ლოგოს დიზაინის შთაგონების პოვნა, სამწუხაროდ შეიძლება რთული აღმოჩნდეს. წარმოიდგინეთ: ახალი კლიენტისგან თქვენ მიიღეთ მოკლე ინფორმაცია და ზიხართ მაგიდასთან, თითებს აკაკუნებთ, ჭერში იხედებით და ეძებთ როდის მოვა ეს “ოხერი” შთაგონება. ამასთან, იმის მოლოდინი, რომ ერთ დღესაც იდეაული შთაგონება თავისით ჩამოფრინდება ციდან, რომელიც სრულყოფილ დიზაინს “ჩაგინერგაცთ გონებაში” არარეალურია.


ინსპირაციის პოვნა აქტიურობას მოითხოვს. თუ უამრავ იდეას აითვისებთ, დაათვალიერებთ და შეიცნობთ, თანდათანობით ისინი გაერთიანდებიან და შექმნიან თქვენს მიერ ძებნილ ლოგოს. ერთადერთი ხრიკი არის ცოდნა, თუ სად უნდა მიიღოთ თქვენი შთაგონება პირველ რიგში.


ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ლოგოტიპის ინსპირაცია. დასაწყებად გადახედეთ აუცილებლად თეორიულ მასალას, ლოგოს შექმნის ოქროს წესი (ხუთივე სტატიას), ასევე ლოგოების საუკეთესო დიზაინის ჩამონათვალს, და სტატიას საუკეთესო უფასო და ფასიანი ლოგოს შემქმნელი პროგრამა. ამასთან, სტატიაში მოყვანილი მაგალითები არ ჩათვალოთ ამოწურულ სიად, რადგან შთაგონება შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერიდან, ნებისმიერგან, ნებისმიერ დროს.


01. Behance

Behance სავსეა შემოქმედებითი ინსპირაციით

Behance არის დიზაინერების ონლაინ გალერეა , რომელიც სავსეა დიზაინერების პროექტებით, მათ შორის მაღალი ხარისხის, კრეატიული ლოგოების ფართო არჩევანია. ეს შესანიშნავი ადგილია ინსპირაციისთვის — უბრალოდ მოძებნეთ საკვანძო სიტყვები.


02. Logoed

მარტივი ინტერფეისი Logoed ხაზს უსვამს ლოგოტიპებს

Logoed არის ერთგვერდიანი არქივი, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ლოგოს ულამაზესი დიზაინის წარმოდგენა. მისი მარტივი ვერტიკალური გადაადგილება აადვილებს ნავიგაციას და უფრო მეტი და მეტი პროექტი ავტომატურად იტვირთება ეკრანზე, გვერდზე გადასვლისას. უბრალოდ დააჭირეთ თითოეულ მინიატურას პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.


03. Logospire

Logospire ლოგოს დემონსტრირებისას იყენებს მინიმალისტურ მიდგომას

Logospire იგივე ფორმატია, რაც Logoed. მარტივი და უსასრულო ვერტიკალური გადაადგილების ფორმატი, ამასთანკიდევ უფრო ამცირებს მას. საიტი გთავაზობთ მხოლოდ ერთ სურათს და ბმულს დიზაინერის ვებსაიტზე. არეულობის გარეშე, ადვილია იპოვოთ ლოგოები, რომლებიც თქვენთვის გამორჩეულია.


04. Brand New

სრულიად ახალი ხედვა, განსხვავებული ლოგოებით

Brand New გიგანტური გრაფიკული დიზაინის პლატფორმის ნაწილია. იგი გთავაზობთ ინფორმაციას ლოგოს დიზაინის ტენდენციების შესახებ, გაჩვენებთ სურათებს და გთავაზობთ რჩევებს. იგი ასევე გთავაზობთ უახლესი ლოგოების დიზაინის მიმოხილვას და განიხილავს კრიტიკულ ჭრილში.


არ დაგავიწყდეთ, რომ ამ გვერდზე არის განთავსებული ვაკანსიები დიზაინერების მიმართულებით.


05. LogoLounge

LogoLounge გუნდმა ასევე გამოაქვეყნა წიგნები ლოგოტიპების შესახებ.

LogoLounge (წერის დროს) გთავაზობთ 687,567 სხვადასხვა ლოგოს დიზაინს სანახავად. საიტი შეიქმნა დიზაინერებისთვის ეფექტური საცნობარო ბიბლიოთეკის შესაქმნელად, ასევე დაკავშირებული თემების განხილვისა და კოლეგებთან და კლიენტებთან იდეებისა და კონცეფციების გაზიარების მიზნით.


ჩემი დიდი რჩევაა დარეგისტრირდეთ და მიიღოთ უამრავი რჩევა, იდეა თუ უბრალოდ ცოდნა, რომელიც გჭირდებათ. რეგისტრაცია ფასიანია და წლიური გადასახადი შეადგენს 100$. თუმცა დამიჯერეთ, არ ინანებთ, თუ მართლა გინდათ ბრენდ დიზაინერად ჩამოყალიბდეთ.


06. Logo Moose

Logo Moose- ს აქვს არაჩვეულებრივი სახელი და ჩემი აზრით ირონიული ლოგოც. მიუხედავად ამისა, ეს არის ძალიან სერიოზული ონლაინ საზოგადოება, რომელიც ხალხს შთააგონებს ლოგოების შექმნას და აჩვენებს პროფესიონალი დიზაინერების ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიზაინერებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ლოგოების დიზაინები საჩვენებლად და ისარგებლონ პლატფორმის კრიტიკისა და უკუკავშირის შესაძლებლობებით.


07. Logo Design Love

Logo Design Love გთავაზობთ ლოგოს დიზაინის მიმართ გააზრებულ მიდგომას

Logo Design Love არის გრაფიკული დიზაინერის დევიდ აირეის ვებსაიტი და წიგნი. ლოგოს დიზაინის ზოგიერთი ყველაზე პოპულარული საიტისგან განსხვავებით, პლატფორმა მცირე დეტალებამდეა გააზრებული და აჩვენებს ახალ ნამუშევრებს კლასიკურ დიზაინებთან ერთად, ადრიან ფრუტიგერის, კრუზ ნოვილოს და პოლ რენდის მიერ. მისი გააზრებული შინაარსი გვთავაზობს მოსაზრებებს, იდეებსა და სიახლეებს ლოგოთან დაკავშირებულ ყველაფერზე, წარსულის დიდებიდან დაწყებული თანამედროვე ხედვებით დამთავრებული.


32 views0 comments
© Copyright
bottom of page