• Portali - პორტალი

ლოგოს შექმნის ოქროს წესი ნაწილი II

Updated: Aug 24


სანამ კალამი ახალ ლოგოს დიზაინის პროექტს შეეხება, საჭიროა ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევა. აქ მოცემულია ლოგოს დიზაინის ხუთი რჩევა, ამ პროცესის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასაჭრელად.


01. შეიტყვეთ ყველაფერი თქვენი კონკურენტების შესახებ

Apple-მა 80-იან წლებში თავდაყირა დააყელა ტრადიციული კომპიუტერული სექტორი და მას შემდეგ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ბრენდად მსოფლიოში.

სანამ ლოგოს დიზაინის კონცეფციის შემუშავებას დაიწყებთ, კარგად გამოიკვლიეთ თქვენი სამიზნე ბაზარი. საწყის ეტაპზე აუცილებელია, რომ თქვენს კლიენტს შეეძლოს გარკვეული ინფორმაციის მოწოდება მისი კონკურენტების შესახებ.


შეადარეთ ყველა ლოგო მის კონკურენტებს ნაკრებში. კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს ბრენდინგის გარკვეული წესები ამ საბაზრო სექტორში. ზოგჯერ კი დაგეხმარებათ თქვენი ნაცნობ ვიზუალურ ფორმებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ ახალი შტრიხები და კონტურები.


მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ლოგოს დიზაინიები სწორედ იმიტომ გამოირჩევა მაისიგან, რომ ისინი ერიდებიან ტენდენციებს და განსხვავებულად ფიქრობენ.


02. დასვით სწორი კითხვები

Macmillan Cancer Support- ის მიერ შემუშავებული ბრენდინგი, რომელიც კოპირაითინგზეა დაფუძნებული, ვოლფ ოლინსი მიუთითებს ჯონსონის წიგნში და აღნიშნავს, რომ აგებულია ”ჩვენ” განცხადებების სერიაზე, რაც ბრენდის ზოგიერთ საკვანძო კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

სტრატეგია ბრენდინგის პროცესის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, ხშირად დამოკიდებულია პროექტის ზომაზე, მაგრამ იგი ყოვეთვის იწყება სწორი კითხვებით.


მაიკლ ჯონსონსი თავის წიგნში( ბრენდინგი ხუთნახევარ ნაბიჯში) ყურადღებას ამახვილებს ჯონსონ ბანკის შემოქმედებით პროცესზე და აღწერს ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბების ისეთ დეტალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ჩემს სტატიებში არ გაიჟღერებს.


წიგნში ჯონსონი გირჩევთ დასვათ შემდეგი ექვსი კითხვა, რომელზე პასუხებიც თქვენი სამუშაოს ათვლის წერტილად ჩაითვლება.


რატომ ვართ აქ?

რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ?

რა განგვასხვავებს ჩენ სხვებისაგან?

ვისთვის ვართ აქ?

რას ვაფასებთ ყველაზე მეტად?

როგორია ჩვენი პიროვნულობა?


03. იყავით პროცესში მოქნილები

ბრენდინგი: ხუთნახევარი ნაბიჯი დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს რომ წაიკითხოთ, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ ბრენდინგის პროცესის ყველა ძირითადი ეტაპი და მათ შორის ისეთი “შავი ხვრელები” რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენთ.

ბევრი ვეძებე ეს წიგნი, რომ რამე PDF დამელინკა, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. თუ ოდესმე გადავაწყდი,თავიდან შეგატყობინებთ :) ეს ცოტა ლირიკული გადახვევა….. ეხლა კი განვაგრძოთ….


როგორც კი შეიმუშავებთ სტრატებიას, უნდა შეწყვიტოთ მისი “შევსება” დამატებითი იდეებით. შემოქმედებით პროცესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი “ნახევრად გადადგმული ნაბიჯი” : ყურადღბა მიაქციეთ, რომ ერთ-ერთი კითხვა იმ 6-დან არის „როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“ — რომელიც არის ნაცრისფერი მხარე სტრატეგიასა და დიზაინს შორის. და ნუ გგონიათ, რომ “როგორ უნდა გავაკეთოთ” მოიხავს მხოლოდ “Illustrator”- ში მოხაზულ კონტურებს. რომ ჰოპ და ერთი ხელის მოსმით დახვამთ იდეალურ და შეუდარებელ ლოგოს.


მარტივად რომ ავხსნა: ეს შეიძლება ქუჩის ორმხრივ მოძრაობას შევადაროთ. ზოგიერთი კონცეპტუალური და სტრატეგიული იდეა, რომლებიც თეორიაში მუშაობენ, შიძლება ერთი ხელის მოსმით ჩამოიშალოს ვიზულიზაციის დროს პრაქტიკაში; და პირიქით, დამაჯერებელი ვიზუალური გადაწყვეტა, დიზაინის ფაზაში, შეიძლება დაბრუნდეს წინა ფაზაში და დაეხმაროს სტრატეგიის რეტროსპექტულად განვითარებას.


04. პატივი ეცით ბრენდის მემკვიდრეობას

Co-op რებრენდინგმა, რომელმაც Brand Impact ჯილდო მიიღო, კვლავ გააღვიძა მრავალი მომხმარებლის სიყვარული, კომპანიის მიმართ.

ეგრეთ წოდებული “რეტრო ბრენდინგის” მოძრაობა დაიწყო North, ცნობილი კომპანია Co-op რებრენდინგის საშუალებით, რომელმაც აღადგინა ორიგინალი 1960-იანი წლების ნიშნით, და ამასთან 2016 წელს მიიღო ნანატრი Brand Impact Awards ჯილდო.


NatWest და Kodak მიჰყვნენ იგივე გზას სულ რამდენიმე თვის ინტერვალში და მას შემდეგ უამრავი მაგალითი ვნახეთ უკვე მსოფლიო ბრენდების რებრენდინგში. თუმცა ბრენდებმა ძალიან ფრთხილად უნდა გაიარონ “დანის პირზე”, თუმვა თუ ბრენდებს სუსტი მემკვიდრეობა და აუთვისებელი პოტენციალი აქვთ, სრულად უნდა აითვისონ. აქვე იხილავთ ჩვენს რჩევებს, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ბრენდის მემკვიდრეობა.


«სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვერძ გასწიოთ საკუთრი ეგო და არ უარყოთ სხვების მიერ შექმნილი პროექტები — ამასთან უნდა გაითვალისწინოთ ევოლუცია და ასევე -რევოლუციაც», — ამტკიცებდა North — ის გუნდის წევრი სტივენ გიმლერი”.


05. გახსოვდეთ: ლოგო მხოლოდ ერთი ინგრედიენტია

როგორც Brand Impact Awards- ის ჟიურის წევრები ბრიუს დაკვორტი და მარკ ბონერი განიხილავენ 2016 წლის დაჯილდოების დღეს გადაღებულ ამ ვიდეოში, ლოგოს დიზაინი თანამედროვე ბრენდინგის პროცესის მხოლოდ მცირე ნაწილია.



როგორც ბონერი ამბობს, პირამიდა შებრუნებულია: ადამიანები თანამედროვე ეპოქაში ბრენდთან ურთიერთობენ სხვადასხვა სენსორული წერტილის საშუალებით და ლოგო ყოველთვის არ არის ბრენდთან მათი პირველი საკონტაქტო წერტილი.


გაითვალისწინეთ თქვენი ლოგოს დიზაინის შემუშავებისას: იყავით მრავალმხრივი და მოქნილი. ამასთან გაითვალისწინეთ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ლოგო ბრენდის დანარჩენ გამოცდილებასთან, შეფუთვიდან დაწყებული ხმის ტონამდე. (სამწუხაროდ ქართულ რეალობაში, 100%-დან 99,99% საერთოდ უგულვებელყობს ხმას :) , რასაც ძალიან დიდი დანაკარგი მოაქვს საბოლო ჯამში :) )


I ნაწილი

1 view0 comments