ტექნიკური SEO სერვისები
საიტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, მარტივია კონტენტის ,,დარანკვა’’ საძიებო სისტემებში საკვანძო სიტყვების მეშვეობით, რაც ტექნიკური SEO-ს პრეროგატივაა.
საიტს გააჩნია მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელთაც აუცილებლად ექცევა ყურადღება, როდესაც იწყება SEO ოპტიმიზაციის სამუშაოების განხორციელება:
-
საიტის სტრუქტურა;
-
საიტის თავსებადობა ნებისმიერ მოწყობილობასთან;
-
საიტის ჩატვირთვის სისწრაფე;
-
საიტის სიმსუბუქე / არ უნდა იყოს გადატვირთული ფოტოებითა და ზედმეტი ინფორმაციით / კოდებით;
-
და რა თქმა უნდა, საიტი უნდა ინდექსირდებოდეს საძიებო სისტემებში.
,,პორტალის’’ გუნდი კომპლექსურად ახორციელებს ტექნიკური SEO-ს მოწესრიგებას, რათა საძიებო სისტემებისთვის მარტივად გასაგები გახდეს თქვენი საიტის კონტენტის ინდექსირება.
ტექნიკური SEO პროცესი
SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) ეს არის საიტების ისე მოწესრიგება, რომ კონკრეტული ფრაზის ძიებისას საძიებო სიტსტემებში (Google/Bing/Yandex) თქვენი საიტის რომელიმე გვერდი მოხვდეს Top 10-დან რომელიმე პოზიციაზე.
.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი, კომპლექსური და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც საშუალოდ 6-დან 12 თვემდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ეს დადგენილი და დაზუსტებული დრო არ არის და დამოკიდებულია სფეროს სირთულესა და კონკურენციაზე.
SEO-ს (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) 3 ძირითადი მიმართულებაა:
-
ტექნიკური SEO;
-
On-Page SEO;
-
Off-Page SEO.
სამუშაო პროცესის საწყის ეტაპზე, ვამოწმებთ თქვენი საიტის ძირითად მახასიათებლებს და გაწვდით ტექნიკური SEO-ს აუდიტის ანგარიშს, კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საძიებო სისტემებში თავს იყრის უამრავი პოტენციური კლიენტი, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შესაძლებელია თქვენი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებლები გახდნენ.
შესაბამისად, იმისათვის, რომ შეიქმას სწორი SEO სტრატეგიის დაგეგმარება და შემდგომ მისი განხორციელება, ჩვენ ვქმნით სამუშაო პროცესის სახელმძღვანელოს ( ე.წ. გაიდლაინს) დოკუმენტს , რომელსაც თქვენი დეველოპერები და შიდა გუნდი სამომავლოდ გამოიყენებენ სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ვასრულებთ ტექნიკურ SEO-ს სამუშაოებს საიტისთვის, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიითა და თქვენი ბიზნესმიზნების გათვალისწინებით.
ტექნიკური SEO პროცესის მიმდინარეობა
01
SEO აუდიტი
გვერდის სიჩქარე, SSL სერტიფიკატები,
საიტის სტრუქტურული წყობა,
პერმალინკები, შიდა ლინკები,
მობილურობა და სხვ.
02
SEO-ს სამუშაო პროცესი
იქმნება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის დოკუმენტი, სადაც კონკრეტულ ვადებში გაიწერება დეტალურად განსახორციელებელი სამუშაო პროცესები.
03
განხორციელება
მუდმივი კომუნიკაცია დეველოპერებთან და მონიტორინგის გაწევა მათ მიერ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
კომპანია ,,პორტალის’’ მიერ გაწეული მომსახურება, თქვენს ბიზნესს დაეხმარება დაიკავოს მოწინავე პოზიციები სხვადასხვა საძიებო სისტემაში
პორტალი ეს არის ერთადერთი SEO აუდიტორული კომპანია, რომელიც ეხმარება თქვენს ბიზნესს გახდეს უფრო მაღალრეიტინგული ინტერნეტსივრცეში და დაიკავოს ძიების შედეგებში მაღალი პოზიციები. ჩვენი მეშვეობით, საძიებო სისტემებში ხორციელდება თქვენს საიტზე წვდომა, ე.წ. ,,დარანკვა’’ და ინდექსირება.
თუ თქვენ არასდროს არ გაგიკეთებიათ საიტის ტექნიკური SEO აუდიტი, მოვიდა დრო, გაიგოთ სად, რა ადგილას იმყოფება თქვენი საიტი და რეალურად, რა პოზიციები უჭირავს თქვენს ბიზნესს ციფრულ სამყაროში.
ტექნიკური SEO მომსახურება ,,პორტალში’’ მოგცემთ სასარგებლო ინფორმაციას და ანალიზს, სამომავლოდ, თუ როგორ განამტკიცოთ თქვენი პოზიციები.
ჩვენი უფასო კონსულტაცია დაგეხმარებათ, გაიგოთ თუ რა საფრთხეების აცილებას შეძლებთ. ხოლო, ტექნიკური SEO აუდიტი მოგცემთ წარმოდგენას, თუ როგორ ვთანამშრომლობთ თითოეულ დამკვეთთან.
სწორად შესრულებული ტექნიკური SEO
ტექნიკური SEO ხშირად არ შედის SEO მომსახურების ჩამონათვალში, რადგან რიგი პრობლემური საკითხები რთულად გადასამოწმებელია და შემდგომ გამოსასწორებელი.
მიეცით საშუალება, ჩვენს ტექნიკურ SEO გუნდს, დარწმუნდეს, რომ თქვენი საიტი გამართულად მუშაობს და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, შევძლებთ თქვენს დახმარებას.