top of page
  • Writer's pictureპორტალი • PORTALI

რა არის Google-ში ძიების შედეგები (SERP)?

Updated: Dec 3, 2022

საძიებო სისტემის შედეგების გვერდებისა და SERP მახასიათებლების ახსნა



ვისაც კი შეხება ჰქონია ინტერნეტთან, ყველას აქვს Google-ში ძიების გამოცდილება.

Google-ში ძეიბის სტრუქტურა ძალიან მარტივია. სიტყვისა თუ ნებისმიერი ფრაზის აკრეფვით, იღებთ ძიების შედეგად მიღებულ უამრავ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა საიტზეა განთავსებული.

ჩვენ ამ საძიებო სისტემის შედეგების გვერდებს ან SERP-ებს ვუწოდებთ.



ამ სტატიაში გასწავლით:

  • როგორ იქმნება SERP-ები

  • როგორ მოქმედებს Google-ის ალგორითმი შედეგების გვერდებზე

  • განსხვავება ორგანულ და ფასიან შედეგებს შორის

  • SERP ფუნქციები, რომლებზეც მომხმარებლებს აქვთ წვდომა, როდესაც ისინი ასრულებენ ონლაინ ძიებას.


საძიებო სისტემის შედეგების გვერდი


SERP არის ის კონკრეტული გვერდები, რომლებიც საბოლოოდ ხილვადია მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაასრულებს საძიებო სისტემაში ძიების პროცესს.


თქვენი საძიებო მოთხოვნის მიხედვით , თუ რა ინფორმაციას მოგაწვდით საძიებო სისტემა, თქვენ არჩევანს შეაჩერებთ იმ კონკრეტულზე, რომელიც ყველაზე რელევანტური ინფორმაციის მომცემი იქნება, ხოლო თუ რა გზით მოგეწოდებათ ესა თუ ის ინფორმაცია, ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით.


მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემები, როგორიცაა Bing და Yahoo, პოპულარულია, Google უპირობოდ ლიდერია და სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი საძიებო სისტემაა კონკურენტებს შორის. ამ ბლოგში ჩვენ უფრო მეტს ვისაუბრებთ Google-ზე.


მარკეტინგის პროფესიონალების მიზანი SERP-ის პირველ გვერდზე პირველ, პოზიციაზე გამოჩენაა და მათ ამ მიზნის მიღწევაში მრავალი SEO ტაქტიკა ეხმარება. თუმცა, როგორც Google-ის ალგორითმი ვითარდება, პირველ ადგილზე მოხვედრა უფრო კონკურენტუნარიანი და რთული ხდება, ვიდრე ოდესმე.



რატომ?


Google SERPS-ის საუკეთესო პოზიცია იღებს ყველაზე მეტ კლიკს სხვა პოზიციაზე არსებულ ვებ გვერდებთან შედარებით. გვერდებს, რომლებიც პირველ პოზიციაზე დგანან, აქვთ 34,36% კლიკის მაჩვენებელი (CTR) და უფრო მეტი შესაძლებლობა, მიიზიდონ პოტენციური მომხმარებელი, ვიდრე სხვა ნებისმიერ გვერდზე განთვსებულმა გვერდებმა.


იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ SERP-ი და როგორ მუშაობს ის, მოდით ჩავუღრმავდეთ განსხვავებას საძიებო მოთხოვნებსა და ძიების მნიშვნელობას შორის და როგორ მოქმედებს Google-ის ალგორითმი ამ შედეგებზე.


საძიებო მოთხოვნები და ძიების მიზანი


საძიებო მოთხოვნები არის სიტყვების სტრიქონები, რომლებსაც მომხმარებელი აყალიბებს საძიებო სისტემაში ონლაინ ძიების ჩასატარებლად.


თითოეული მომხმარებლის საძიებო მოთხოვნას ასევე აქვს ძირითადი განმსაზღვრელი, რომელსაც უწოდებენ ძიების მნიშვნელობას.


ეს უნიკალური საძიებო მოთხოვნები ჯდება განზრახვის ოთხ კატეგორიაში:


  • აინფორმაციო: ისწავლეთ რაიმე ახალი ან იპოვნეთ პასუხი

  • ტრანზაქცია: რაღაცის ყიდვა

  • ნავიგაცია: ინტერნეტში კონკრეტული საიტის პოვნა

  • კომერციული: მომხმარებლები იკვლევენ პროდუქტებს შეძენის მიზნით



თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ამ ოთხ კატეგორიას პოზიციის

"Navigational" ხელსაწყოში, როგორც ეს ნაჩვენებია ზემოთ.


გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა შემდეგ ინსტრუმენტებში:


  • დომენის მიმოხილვა — Domain Overview

  • ორგანული კვლევა — Organic Research

  • საკვანძო სიტყვების მიმოხილვა — Keyword Overview

  • საკვანძო სიტყვების „ჯადოსნური“ ინსტრუმენტი — Keyword Magic Tool

  • საკვანძო სიტყვების ხარვეზი — Keyword Gap

  • საკვანძო სიტყვების მენეჯერი—and Keyword Manager



ძიების განზრახვისა და მოთხოვნების სწორად გაგება, მარკეტინგის პროფესიონალებს დაეხმარება, უკეთ წარმოადგინონ კონტენტი თავიანთი მომხმარებლებისთვის.



როგორ მუშაობს SERPs?


SERP-ი განისაზღვრება მუდმივად ცვალებადი Google ალგორითმით.


შედეგებს, რომელსაც მომხმარებელი ხედავს ძიების დროს, არის Google-ის მიერ დანერგილი სამ ეტაპიანი პროცესის შედეგი.


ეს სამი ეტაპი მოიცავს:


  • მცოცავი: Google ბოტები ეძებენ ახალ ან განახლებულ გვერდებს ინტერნეტში ინდექსაციისთვის

  • ინდექსირება: გვერდის URL-ის, სურათების, შინაარსის და სხვა მედია ფაილების შემოწმება და ამ ინფორმაციის მასიურ მონაცემთა ბაზაში განთავსება

  • სერვისი: იმის განსაზღვრა, თუ რომელი გვერდებია ყველაზე მეტად შესაბამისი საძიებო მოთხოვნასთან მომხმარებლისთვის წარდგენამდე

ვებ გვერდი, რომელიც უბრალოდ გადის Google-ის სამსაფეხურიან პროცესს, საკმარისი არ იქნება Google SERP-ის პირველ გვერდზე მოსახვედრად. ვებ გვერდებს, რომლებიც მყარად პოზიციონირებენ საძიებო სისტემებში, როგორც წესი, დანერგილი აქვთ ძლიერი SEO ოპტიმიზაციის პროცესი, რათა დაეხმაროს მათ კონკურენტული უპირატესობის მინიჭებაში.


მოკლედ, თუ თქვენ, SEO-ს სპეციალისტები ხარისხიანად შეასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებას , ისე რომ, მომხმარებელის მიერ დასმულ კითხვას სცემდეს სწორ პასუხს, SEO-ს წესების დაცვით, შესაძლოა თქვენი ნამუშევარი აღმოჩნდეს Google SERP-ის პირველ გვერდზე, ან შესაძლოა პირველ პოზიციაზეც კი წარმოჩინდეს.


© Copyright
bottom of page