top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

თავი 3: საიტის აგებულება & საძიებო სისტემის წარმატებული ფაქტორები

Updated: Jul 20, 2023


საიტის აგებულება & საძიებო სისტემის წარმატებული ფაქტორები
საიტის აგებულება & საძიებო სისტემის წარმატებული ფაქტორები

SEO-ს ფაქტორების პერიოდულ ცხრილში on-page ჯგუფის მომდევნო ფაქტორი საიტის აგებულებაა. SEO-ს ეფექტურობაში ის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საიტის ხელმისაწვდომობას და გამოყენებადობას.


კარგი აგებულება აადვილებს საძიებო სისტემაში მომხმარებლების წვდომას და შემდგომ მოქმედებას. გამოიყენეთ აღნიშნული ფაქტორები საიტის შესაქმნელად და შესაფასებლად.


Cr: Crawl - ცოცვა

საძიებო სისტემები იყენებენ ვებმცოცავ (web crawling) პროგრამებს. გუგლის პროგრამას ჰქვია გუგლბოტი (Googlebot), ხოლო ბინგის პროგრამას - (ბინგბოტი). ისინი კითხულობენ თქვენი საიტის გვერდებს და ავრცელებენ ასლებს საძიებო ინდექსებში.


როდესაც მაძიებელი ჩაწერს კითხვას, საძიებო სისტემა ასკანერებს მას, ფილტრავს და სარჩევში ალაგებს შესაბამის გვერდებს. თუ თქვენი საიტი არ ექვემდებარება მცოცავს, ანუ არსკანერდება გუგლბოტის მიერ, ის არ მოხვდება სარჩევში და მას მაძიებლები ვერ დაინახავენ,


საიტების უმეტესობა არ ითვალისწინებს მცოცავის სერიოზულ საკითხებს, თუმცა უნდა იცოდეთ პროცესის შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ.


არასათანადო შიდა ბმულები, გვერდის გაშვების დაბალი სიჩქარე, URL შეცდომები, მომხმარებლების წვდომაზე მოთხოვნა და მცოცავისთვის იმისგან განსხვავებულის ჩვენება, რასაც მომხმარებლებს ვაჩვენებთ, საიტს ძებნის შედეგების მიღმა დატოვებს.


„ეფექტური ინფორმაცია და შესაბამისი ნავიგაციის სისტემა, როგორც წესი, ქმნის ძებნის უფრო ზუსტ შედეგებს“ - შარი ტუროუ, ავტორი და დამფუძნებელი, SEO დირექტორი Omni Marketing Interactive-ში.

ახლა, როდესაც Chrome 74-ს აქვს გუგლიბოტის მხარდაჭერა, გუგლისთვის ბევრად მეტი JavaScript აპლიკაციებია ხელმისაწვდომი, მაგრამ დეტლეფ ჯონსონი, საძიებო სისტემების სფეროში SEO დეველოპერების ექსპერტი აღნიშნავს, რომ „გუგლბოტის ქრომში განახლება მხოლოდ გუგლისთვის არის შესაბამისი. არსებობს სხვა საძიებო სისტემები, რომლებმაც შესაძლოა მომავალში ის ჩაანაცვლონ, როგორც ეს მოხდა AltaVista-ს შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გუგლი გამოჩნდა.“

„მცოცავების პირობებში,მოუხედავად იმისა, როგმ გუგლს შეუძლია JavaScript ლინკებზე ცოცვა, ჯობს ჯერ კიდევ მაქსიმალურად გამოიყენოთ ჩვეულებრივი HTML თქვენი ვებგვერდის ყველაზე მნიშვნელოვანი კოდისთვის, რომელიც რა თქმა უნდა შეიცავს ნავიგაციას, რათა მცოცავებმა კარგად მიაგნონ თქვენს გვერდებს“ - თქვა მან.


საპირისპიროდ, არსებობს ზომები, რომელთა მიღებით შეგიძლიათ “crawl budget”-ით მეტი სარგებელი მიიღოთ (საძიებო სისტემები უამრავ რესურსს იყენებენ თქვენი გვერდის მცოცავისთვის (crawling)).


თუ გამოიყენებთ robots.txt-ს, ეტყვით საძიებო სისტემებს, რომ არ იცოცონ (crawl) თქვენს ვებგვერდზე ჩვეულებრივი URL პარამეტრებით და დარწმუნდებით, რომ ყველა თქვენი ლინკი მუშაობს გამართულად, შესაძლოა გაიზარდოს მცოცავის ეფექტიანობა. სუფთა, განახლებული HTML და XML საიტის რუკები (sitemaps) ასევე ამარტივებს საძიებო სისტემების თქვენს გვერდზე ცოცვას.


Mo: Mobile - მობილური

„მობილური მეგობრობა“ (Mobile-friendly) მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი საიტი ხელმისაწვდომია ტელეფონებსა და ტაბლეტებში, არამედ ნიშნავს, რომ ის შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მოწყობილობებს ფლობენ. შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ წვდომა ყველაფერზე, რაზეც - დესკტოპის მომხმარებლებს აქვთ.


მობილური მეგობრობა
მობილური მეგობრობა

თქვენი ვებგვერდი ადაპტირებული უნდა იყოს იმ მოწყობილობასთან, რომელშიც ის ჩანს.

წყარო: გუგლი.


ძებნის რაოდენობის უმეტესობა მობილურ მოწყობილობებში ფიქსირდება, საძიებო სისტემები კი მოწყობილია ისე, რომ აღნიშნოს ეს მაჩვენებელი. 2018 წლის მარტში გუგლმა დაიწყო mobile-first indexing-ის ფართოდ დანერგვა, სადაც ის საძიებო სისტემის მთავარ მაჩვენებლად იყენებს ვების მობილურ ვერსიას.


ვებგვერდების მობილურ ვერსიებს აქვთ ბევრი CMS მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ მობილური საიტის ქონა არ არის საკმარისი: მოერიდეთ გავრცელებულ შეცდომებს: არასწორ გადამისამართებას, ჩატვირთვის დაბალ სიჩქარეს, ბეჭდვის შეუსაბამო ზომებს, ერთად თავმოყრილ ბევრ მსგავს, ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს და სარეკლამო ჩანართებს, რაც აბრკოლებს მომხმარებელს იმის მოძებნაში, რისთვისაც გვერდს ესტუმრა. ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რაც ძირითადი და აუცილებელია „მობილური მეგობრობისთვის“.


ზოგიერთი გამომცემელი ასევე გვთავაზობს მობილურ აპლიკაციას. თუ აპლიკაცია მოიცავს თქვენს ბრენდს, გამოიყენეთ აპლიკაციის ინდექსირება და ლინკები, რომ მომხმარებელმა დააწკაპოს თქვენი ძებნის შედეგს და კონტენტი აპლიკაციაში ნახოს. შეიძლება ასევე დაინერგოს გუგლის აჩქარებული მობილური გვერდები (AMP), რომ მობილურის მომხმარებლებს თქვენი კონტენტი სწრაფად მიეწოდებოდეს.


დამატებით, თქვენი საიტის მეტი მობილურობის შესახებ იხილეთ:



Dd: Duplicate - დუბლიკატი

„კონტენტის დუბლიკატი ყველგან არის“, აღნიშნა SMX-ის კონფერენციაზე SEO სპეციალისტმა IBM-ში, პატრიკ სტოქსმა. გჭირდებათ გვერდის მხოლოდ ერთი ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საძიებო სისტემებში.


თუ არ შევამოწმებთ, დუბლიკატმა კონტენტმა შეიძლება უფრო გაართულოს იმის გაგება, თუ რომელი გვერდი დაბრუნდება კითხვის შემდეგ ჩამონათვალში. ასევე შეიძლება ადამიანებმა ერთი და იმავე გვერდის განსხვავებულ ლინკებს დააწკაპონ.


ეს ამცირებს ლინკების ღირებულებას, რაც ნდობის და ავტორიტეტის საზომია, არასწორ წარმოდგენას უქმნის მაძიებელს საკუთარი ღირებულებისა და შესაბამისობის შესახებ.


„გუგლში ისინი ცდილობენ ადამიანების დახმარებას გვერდების ერთად ჩაკეცვით“ - თქვა სტოქსმა, როდესაც ხსნიდა თუ რას აკეთებენ საძებნი ალგორითმები, როდესაც დუბლიკატი კონტენტი შეხვდებათ. „ყველა ეს სხვადასხვა ვერსია ხდება ერთი მთლიანი. ყველა ნიშანი ერთ გვერდზე ერთიანდება. ასე გვეხმარებიან ისინი“.

შეიძლება არ იყოს კომფორტული იმის ცოდნა, რომ საძიებო სისტემები წესებს გიწესებენ, მაგრამ როდესაც თქვენი ბრენდის წარმატება ძებნის ოპტიმიზაციაზეა დამოკიდებული, კანონიკური იარლიყების გამოყენებით, გადამისამართებებმა და გვერდების ეფექტიანი დანომრვის სტრატეგიამ შეიძლება კონტროლის ბევრად მეტი, ზუსტი დონე მოითხოვოს ისევე, როგორც მომხმარებლის გამოცდილება.


„მნიშვნელობა არ აქვს, გუგლი ყოველთვის გააკეთებს ამას,“ თქვა საძიებო სისტემების სამყაროში სიახლეების რედაქტორმა, ბარი შვარცმა და დაამატა: „საკითხი იმაში მდგომარეობს, გსურთ თუ არა, რომ გუგლმა ეს გააკეთოს, თუ გსურთ გააკონტროლოთ რას განსაზღვრავს გუგლი, როგორც URL თქვენთვის?“



Sp: Speed - სიჩქარე

საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია „ვერასდროს მიიღებს ერთჯერად, დასრულებულ სახეს, ისე, რომ შესრულდა ოპტიმიზაცია და ამით დასრულდა“, თქვა გუგლის ვებმასტერმა, ტრენდების ანალიტიკოსმა, მარტინ სპლიტმა გასულ წელს.


თქვენი საიტი უნდა იყოს სწრაფი იმის მიუხედავად, მას მობილურით ხსნიან თუ დესკტოპზე და რადგანაც სისწრაფე გუგლის ფაქტორია, უფრო სწრაფ საიტებს აქვთ SEO უპირატესობა (ყველა სხვა თანაბარი ფაქტორებით).


2018 წელს გუგლის მობილური ინდექსირებიდან (mobile-first indexing) ერთი თვის შემდეგ, გაუშვეს „სიჩქარის განახლება“ მობილური ძებნისთვის.


SEO-ს ბევრი სხვა ფაქტორის მსგავსად, სისწრაფე მომხმარებლის გამოცდილებასთან არის შერწყმული. ძლიერი საიტის შენარჩუნებით მომხმარებელს თავიდან ააცილებთ სხვადასხვა საიტზე ხტომას, გააუმჯობესებთ თქვენს საქმიანობას და მნიშვნელობას. გამოიყენთ ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა გუგლის Page Speed, რომ განსაზღვროთ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი საიტი.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი SEO: განახლებადი საიტის სიჩქარე.


Ps: HTTPS

გუგლმა უბიძგა ვებგვერდებს, რომ გადასულიყვნენ HTTPS სერვერებზე, მაძიებლების მეტი უსაფრთხოებისთვის.


2014 წელს გუგლმა დაიწყო შეფასების ბუსტების გაცემა HTTPS/SSL საიტების უსაფრთხოებისთვის. 2018 წლის ივლისში ქრომის ბრაუზერმა დაიწყო იმ გვერდების აღნიშვნა, რომლებშიც არ იყო HTTPS უსაფრთხოება, რითიც HTTPS ნაწილი მომხმარებლის გამოცდილებაში მეტად ეფექტიანი გახდა.


http გაფრთხილების მაგალითი
ზოგიერთი ბრაუზერი, როგორიცაა Chrome (ზემოთ ნაჩვენები), აჩვენებს გაფრთხილებას, როდესაც მომხმარებლები სტუმრობენ არა-HTTPS საიტებს.

„გუგლი ტიპურად ნიშნავს HTTPS-ის უპირატესობას HTTP-ზე“, აღნიშნა პატრიკ სტოქსმა SMX კონფერენციაზე. „ასე, რომ თუ თქვენ ორივე მათგანი გაქვთ, ისინი აუცილებლად აირჩევენ HTTPS-ს, თუ შესაძლებლობა ექნებათ“.


„HTTPS-ის გამოყენება მომხმარებლების უმეტესობის არჩევანია“, ამატებს დეტლეფ ჯონსონი, „თუმცა, მომხმარებლის გამოცდილება მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თუ ადამიანები, რომელთაც კომერციის წარმოება სურთ თქვენი საიტის მეშვეობით, შეხვდებიან უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას, თქვენ მათ უბრალოდ დაკარგავთ“.


ერთი საკითხი, რასაც მუდმივად ვხვდები, ძირითადად WordPress-ის შემთხვევაში, არის ის, რომ სანამ საიტს ჩაერთვება HTTPS, კონტენტის მართვის სისტემაში ატვირთულია აქტივები და უამრავი ფოტო, რომელიც შესაძლოა სქემის ან ძველი პოსტების ნაწილია, ორთოგრაფიულად შეესაბამება ძველ, ჩვეულებრივ HTTP-ს. შესაძლოა ეს საკითხი გადაჭრილი იყოს და გამოსახულებები გვერდზე გამოჩნდეს HTTPS-ს მხარდაჭერით, თუმცა მაინც მიიღოთ გაფრთხილებები, სადაც ეწერება, რომ გვერდი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც არ არის დაცული. ეს იგივეა, რაც ის, რომ თქვენი გვერდი არ არის დაცული“ - დეტლეფ ჯონსონი, საძიებო სისტემების სფერო.

Ur: URLs

ეს არ არის კატეგორიის მიხედვით მთავარი ფაქტორი, მაგრამ კარგი პრაქტიკაა იმისთვის, რომ საძიებო სისტემებში მომხმარებლებისთვის თქვენი გვერდის URLs-ში აღწერითი სიტყვები გამოიყენოთ.


თქვენი URLs ჩნდება ძიების შედეგების გვერდებზე, ასე რომ მარტივად გასაგები URL-ს შეუძლია მძებნელს უკეთესი წარმოდგენა შეუქმნას იმაზე, თუ რა ხდება ლინკის მეორე ბოლოში.

არსებობს ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ ისეთი URL-ს აგებაში, რომელიც მარტივი გასაგები იქნება როგორც საძიებო სისტემისთვის, ისე ადამიანებისთვის.

​რა გავაკეთოთ

რა არ გავაკეთოთ

URL-ში გამოიყენეთ ძირითადი სიტყვები. სიტყვების განსაცალკევებლად გამოიყენეთ დეფისები (როგორც ქვემოთ არის მოცემული).

URL-ში ძირითადი სიტყვების უამრავჯერ გამოყენება. დაიმახსოვრეთ, რომ კონკრეტულ საკითხზე მხოლოდ საკუთარი სიტყვების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ძიების შედეგების ზედა ხაზებში მოხვდებით.

გვერდებს ისეთი სახელი დაარქვით, რომელიც კონტენტს აღწერს.

გვერდის მისამართებში გაუგებარი სიმბოლოების და ციფრების შეტანა.

თქვენი გვერდის ორგანიზებისთვის გამოიყენეთ სახელმძღვანელოები. ისინი თქვენს კონტენტს ისევე აღწერენ, როგორც საიტის აგებულებას.

​მუდმივი კონტენტისთვის URL-ში თარიღის ჩასმის თავიდან აცილება.

SEO-ს სახელმძღვანელო თავები:



© Copyright
bottom of page