top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

თავი 2: კონტენტი და საძიებო სისტემის წარმატების ფაქტორები

Updated: Jul 20, 2023

SEO-ზე ფიქრისას კონტენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაღალი ხარისხის კონტენტი განსაზღვრავს მომხმარებლის ჩართულობას, ინფორმირებულობას, მხარდაჭერას და დაკმაყოფილებას. ავთენტური, ღირებული კონტენტის შექმნა ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საძიებო სისტემის ხილვადობისთვის. ამიტომაც არის, რომ SEO-ს ფაქტორების პერიოდული ცხრილი იწყება კონტენტით „შემადგენელი ნაწილები“, კონტენტის ხარისხის განმსაზღვრელი უმთავრესი ნაწილით.


კონტენტი და საძიებო სისტემის წარმატების ფაქტორები
კონტენტი და საძიებო სისტემის წარმატების ფაქტორები

რაც არ უნდა იყოს: ბლოგის სტატიები, პროდუქტის გვერდი, შემეცნებითი გვერდი, სანახაობრივი, ვიდეო თუ სხვა მომხმარებლისთვის შექმნილი გვერდი, სწორი კონტენტის ქონა ნიშნავს იმას, რომ გაქვთ SEO-ს სხვა დანარჩენ პროგრამებზე წვდომის საფუძველი.



Qu: Quality - კონტენტის ხარისხი

„უბრალოდ დაფიქრდით იმაზე, თუ რა სურთ მომხმარებლებს და წარმოიდგინეთ თავი საძიებო სისტემის ადგილზე. გესიამოვნებოდათ მომხმარებლებისთვის საკუთარი ვებგვერდის მისამართის გაგზავნა?“ დიახ, ფრედერიკ დიუბატი, ბინგის უფროსი მმართველი მენეჯერი, „იამაყებდით, რომ შეგეძლოთ ვებგვერდის თავდებობა და მოცემულ ჩამონათვალში მისი პირველ ადგილზე დაყენება?“


„თუ თქვენი პასუხია „დიახ“, მაშინ საჭიროა მეტი ტექნიკური სამუშაოს შესრულება და SEO-ს მეტი ჩართულობა, მაგრამ თუ თქვენი პასუხია „არა“, მაშინ ეს სავარაუდოდ იმის ნიშანია, რომ გჭირდებათ მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შექმნა, სანამ ტექნიკურ სამუშაოზე დაიწყებდეთ ფიქრს.“


მომხმარებლებისთვის ნამდვილი, საჭირო და უნიკალური კონტენტის მიწოდება იწვევს მათ ნდობას და მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას. ხარისხიანობა დამოკიდებულია კონტენტის არსზე და ცვალებადია კონტენტის ტიპისა და განვითარების მიხედვით.


გუგლის ძებნის ხარისხის შესაფასებელი სახელმძღვანელო (ნაწილი 5.1) ამსხვრევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ კონტენტის ხარისხს მისი სახეობა განსაზღვრავს:

  • ინფორმაციული კონტენტი უნდა იყოს ზუსტი, სწორი, ნამდვილი და პროფესიონალურად წარმოდგენილი.

  • მხატვრული კონტენტი უნდა იყოს ნამდვილი, გასაკუთრებული და გადმოსცემდეს მაღალი დონის უნარ-ჩვევების.

  • სიახლეების კონტენტი უნდა იყოს ღრმა, კარგად გადამოწმებული, ზუსტი და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ნამდვილ ამბებს.

ბრენდების მიერ თანხის გამომუშავების (YMYL) კონტენტი უნდა ეფუძნებოდეს ამ სტანდარტებს რადგან გუგლის ალგორითმებმა შესაძლოა მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავთენტურობის, გამოცდილების და საიმედოობის (E-A-T) ნიშნებს.


კონტენტი თქვენი SEO-ს ძალისხმევის ამოსავალი წერტილია, რომელსაც გვერდი არ უნდა აუაროთ. SEO-ს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგია, როდესაც კონტენტი იქმნება სუფთად და გასაგებად ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომლებიც კონტენტის ხარისხზეა დამოკიდებული.


კონტენტის შესახებ სიახლეების გასაგებად ჩაინიშნეთ SEO კონტენტი და წერის ნაწილი.


Rs: Research - კვლევა

საძიებო სიტყვების კვლევა (ძებნის პრინციპები, რომლებსაც თქვენი სამიზნე აუდიტორია იყენებს) კარგი კონტენტის შექმნის შემდეგ SEO-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის დაგეხმარებათ შექმნათ კონტენტი, რომელიც „პასუხობს“ იმას, რასაც ადამიანები ეძებენ. საძიებო სიტყვები ასევე გამოიყენება თანმიმდევრულ ჩამონათვალთან ერთად.


„მომხმარებლების ენის გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, ამბობს ერიკ ენჯი, მთავარი SEO მენეჯერი საკონსულტაციო ფირმაში Perficient Digital, „ბევრად მეტი სიახლე იქმნება მაშინ, როცა მომხმარებლის ენაზე საუბრობთ და ასე გრძელდება უცვლელად. საძიებო სიტყვების კვლევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ნაწილის კვლევაში გამოყენების გზები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ამის საჭიროება არ არის.“


საძიებო სიტყვების კვლევა გვაძლევს ინფორმაციას - მომხმარებლების ბუნების, მათი მტკივნეული წერტილების და საჭიროებების შესახებ: იქნება ეს სანავიგაციო, ინფორმაციული თუ საქმიანი სფერო, მათი ინტერესების, ძალიან დიდი რაოდენობის ინტერესის (რასაც ძებნის შედეგების რაოდენობის კვლევა ადგენს) თუნდაც იმ ფორმატის შესახებ, რომელშიც სურთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება.


მას შემდეგ, რაც დაადგენთ რომელი საძიებო სიტყვებია მეტად სიცოცხლისუნარიანი, გამოიყენეთ ისინი ისეთი კონტენტის შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ისე, რომ თქვენს მომხმარებელს მეტი შანსი ჰქონდეს შედეგებში თქვენი საიტები მოძებნოს.

გაითვალისწინეთ, რომ სიტყვები დალაგებული უნდა იყოს მათი მიმართულების მიხედვით: ინფორმაციული, საქმიანი, სანავიგაციო ან ლოკალური. პარალელურად გადაამოწმეთ თქვენი სიტყვები და ძებნის შედეგებში წარმოდგენილი სიტყვები, რათა დაადგინოთ თუ რა სახის შედეგებს ირჩევს გუგლი თითოეული საკითხის ირგვლივ. გუგლმა შესაძლოა მოსალოდნელისგან განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭოს საძიებო სიტყვას, მაგალითად სიტყვა „სენდვიჩი“ რომ ჩავწეროთ, მივიღებთ ლოკალურ შედეგს - ასე რომ, აღნიშნული სიტყვის შესაქმნელად ლოკალურ სტრატეგიას ვიყენებთ. იმის გაგება თუ რა სახის კონტენტს გვთავაზობს გუგლი სხვადასხვა საძიებო სიტყვის შემთხვევაში, გვეხმარება გავარკვიოთ თუ რა სახის კონტენტი დაგვჭირდება და ჩვენი გვერდებიდან რომელი მათგანი იქნება აღნიშნულ პირობებში შესაბამისი.“ - ლილი რეი, SEO დირექტორი, Path Interactive.

Kw: Keywords - საძიებო სიტყვები

მას შემდეგ, რაც გამოიკვლევთ საძიებო სიტყვებს, რომლებსაც მომხმარებელი თქვენს მოსაძებნად იყენებს, ჩართეთ ეს სიტყვები კონტენტში, ქვესათაურებსა და სათაურებში, მაგრამ არ გააკეთოთ ეს წაკითხვადობის ან სხვა ფაქტორების ხარჯზე, რომლებიც თქვენს სისტემებს უპირატესობას ანიჭებს.


უფრო მარტივად რომ ავხსნათ, აირჩიეთ სიტყვები, რომლებიც გსურთ, რომ თქვენს გვერდზე იძებნებოდეს და გამოიყენეთ ისინი ბუნებრივად.


„ხერხები არსებობს არა იმისთვის, რომ გამოვიცნოთ თუ რის ჩაწერას აპირებს მომხმარებელი საძიებო ველში, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ რისი წაკითხვა უნდა მას“ - გვიხსნის საძიებო სისტემების სფეროში ახალი ამბების რედაქტორი, ბარი შვარცი, რომელიც მიჯნავს ერთმანეთისგან ძიების დროს გამოყენებულ ენასა და კონტენტს, რომელსაც მაძიებელი ძებნის შედეგად მოელის.


„ვფიქრობ ყოველთვის ვერ ხვდებით რა მოგეთხოვებათ. მაგალითად, მე სტატიაში დავწერე, რომ გუგლის კონსოლი robots.txt ფაილში ამატებს არადასაინდექსირებელი გვერდების წასაშლელ შეტყობინებებს“ - განაცხადა შვარცმა. „ადრე მე საძიებო ველში აუცილებლად ჩავწერდი ფრაზას, რომელიც სრულად შეესაბამება დასახელებას, რადგან ადამიანები აკოპირებენ სრულ დასახელებებს და ცდილობენ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. ახლა გუგლი ბევრად ჭკვიანი და მოქნილია და საძიებო ველში არ გჭირდებათ ზუსტი დასახელების სრულად მითითება, თუ ფრაზა შინაარსობრივად პასუხობს მოთხოვნას.“


ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში მომხმარებლებისთვის წერთ და რომ ბუნებრივი ენის გაგებაში საძიებო სისტემები თანდათან უმჯობესდება. ამოაგდეთ „საძიებო სიტყვის სიმჭიდროვის“ ნებისმიერი ცნება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი რეიტინგი.


Fr: Freshness - სიახლე

საძიებო სისტემებს უყვარს დროული, თანამედროვე, ახალი ინფორმაცია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი გვერდების მცირე ცვლილებები, გამოქვეყნების თარიღის განახლებით ან დაბალხარისხიანი გვერდების მუდმივად ტრიალით - ახალი ბუსტის მისაღებად.


თუ კონტენტი მოძველებულია, შეგიძლიათ ვადაგასული და გამოუსადეგარი გვერდები განაახლოთ ან ამოიღოთ. ამ გზით თქვენი საიტი მომხმარებლისთვის მეტად საჭირო გახდება და ეს იმას გაუსვამს ხაზს, რომ თქვენი კონტენტი კარგად არის შენარჩუნებული.


გუგლის პრაქტიკაში დიდი ხანია არსებობს Query Deserved Freshness (QDF), ზოგიერთ საკითხში კონტენტის ფაქტორის რეიტინგის ასამაღლებლად. მაგალითად თუ გუგლის საძიებო ველში იძებნება სიტყვა „ქარიშხალი“ და თუ სადმე აქტიურია ქარიშხალი, გუგლი გამოიყენებს QDF-ს, რომ წარმოადგინოს ამბები, სიახლეები და ამ თემის შესახებ სხვა ინფორმაცია.


ძებნის შედეგებში თქვენი ხილვადობის გასაზრდელად, შეგიძლიათ შექმნათ კონტენტთან დაკავშირებული მოთხოვნადი ტრენდები, დაგეგმილი ივენთები ან გრანდიოზული სიახლეები. გაითვალისწინეთ, რომ QDF-თან დაკავშირებული ბუსტები დროთა განმავლობაში ნაკლებად აქტუალური გახდება და თანდათან ჩაიძირება ძებნის შედეგების სიღრმეში.


„სიახლეებზე თვალის დევნება, გუგლის შეტყობინებები არის ის, რაც გეხმარებათ თემის იდეების შერჩევაში, რა უფრო ახალი და შესაფერისია თქვენი საქმიანობისთვის. როდესაც ამბავი ახალია, ყველა თემის და სფეროს განვითარება, დიდი ალბათობით, არ არის სრულყოფილად აღწერილი. აღნიშნული გაძლევთ შესაძლებლობას, რომ იმ სპეციფიკური კუთხით შეავსოთ ინფორმაცია, რომლითაც ის არ არის წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საწინააღმდეგო შინაარსის შეხედულებები დაამატოთ, არამედ ადამიანებს მეტი უნდა გააგებინოთ თემის შესახებ. ეს თქვენს მეტ ჩართულობას გამოიწვევს და შექმნის ახალ ქველინკებს“ - ილტამარ ბლაუერი, SEO -და ვიდეომარკეტერი.

An: Answers - პასუხები

მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი პასუხების ნათლად გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ქმნით აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებულ კონტენტს. მეორე რიგში, საძიებო სისტემები მეტად ცდილობენ შედეგების ველში პირდაპირი პასუხები აჩვენონ. თუ თქვენ საკმარისად კარგად პასუხობთ შეკითხვებს, თქვენი გვერდი შესაძლოა პირდაპირი პასუხების ფრაგმენტებს (featured snippets) შორის აღმოჩნდეს ან გუგლის ასისტენტის ველში გამოჩნდეს, როგორც ძიების ხმოვანი შედეგი.


კვლევა აჩვენებს, რომ გუგლში ძებნის შემთხვევებიდან ნახევარი დამატებით, სხვა კონტენტზე გადასვლის გარეშე სრულდება. ეს ნაწილობრივ იმის გამო ხდება, რომ საძიებო სისტემები ცდილობენ მომხმარებელი პირდაპირ შედეგების გვერდებზე გადაიყვანონ. აღნიშნული პასუხების ნაწილი ლიცენზირებულია (მაგალითად მუსიკის ტექსტის შემთხვევა) და ნაწილი პირდაპირ ვებგვერდებიდან არის მიბმული, როგორც დამატებითი ლინკები.


პირდაპირი პასუხების ფრაგმენტი
პირდაპირი პასუხების ფრაგმენტი

პირდაპირი პასუხების ფრაგმენტი (featured snippets) კი შედეგებშია შენახული.


თქვენი კონტენტის პირდაპირი პასუხების ფრაგმენტისთვის (featured snippets) ან პირდაპირი შედეგებისთვის ოპტიმიზაციის შედეგად ის მეტად ხილვადი ხდება და ასევე შესაძლოა გაიზარდოს შანსი, რომ ის ხმოვანი შეტყობინების სახის შედეგებში გადავიდეს.


„ზოგიერთმა ჩემმა კლიენტმა თქვა, რომ როდესაც მიიღებენ შედეგს, აწკაპებენ მასზე“, ამბობს ჯესიკა ბოუმენი, SEO-ს საკონსულტაციო კომპანია SEO In-house-ის საწარმოს მფლობელი. „ვფიქრობ, რომ საჭიროა სტრატეგიული მოქმდება, რომლის შედეგად, როდესაც მომხმარებელს ველში პირდაპირი პასუხი გამოუჩნდება, იფიქრებს, დააწკაპოს მასზე თუ სხვა დეტალზე ფოკუსირდეს“.


„ხანდახან ადამიანს უნდა პირდაპირ პასუხის მიღება - ბოლოში დადებული ყუთის პირდაპირ აღება - მას სურს ინფორმაციის სიღრმისეული გაგება,“ ამბობს ბოუმენი, „მაგრამ ხანდახან მომხმარებელს სურს სწრაფი პასუხი მიიღოს და გავიდეს გუგლიდან. თუ ეს ასეა, საკითხი დასრულებულია“.


კონტენტის განვითარებაზე მუშაობის შედეგია საძიებო სისტემაში არსებული ძიების შედეგები, რაც ბრენდის ხილვადობას ზრდის. თუ ბრენდის ცნობადობის გაზრდა გსურთ, კონტენტზე მუშაობა უნდა იყოს სამართლიანი; თუ დამატებითი პლატფორმა გსურთ, უნდა შეისწავლოთ თუ რას აწკაპებენ მომხმარებლები პასუხის ნახვის შემდეგ.

„როდესაც ვწერ სტატიას სპეციფიკურ შეკითხვებთან დაკავშირებით, მასში H2-ის დამატებით ვცდილობ მკითხველისთვის პასუხები რაც შეიძლება გასაგები იყოს. ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მომხმარებელი მას კითხულობს. ახლახანს დავწერე სტატია გუგლის მიერ ძებნის ტექნიკის გამარტივების შესახებ FAQსქემის გამოყენებით. გადავამოწმე, რა შეზღუდვა ჰქონდა გუგლს SERP რეჟიმში ძიების შედეგების ჩვენებაში, სადაც გუგლმა აჩვენა მხოლოდ 3 ზუსტი პასუხი, მხოლოდ პირველ გვერდზე. პასუხი სწრაფად გამოჩნდა, მაგრამ შემდეგ დავამატე კიდევ რამდენიმე ხაზი მკითხველის წასახალისებლად.
რთულია იმის თქმა, თუ რამდენად იმუშავა აღნიშნულმა, რადგან არ მაქვს წვდომა SEL ანალიზზე, თუმცა სასიამოვნო იყო ტექსტის ნაწილის ნახვა პირდაპირი პასუხების ფრაგმენტში. ნეტავ ყველა შედეგში ასე ჩნდებოდეს შესაბამისი ტექსტი“ - ბროდი კლარკი, „ბროდი კლარკ კონსალტინგი“.

Dt: Depth - სიღრმე

„საიტის კონტენტი უნდა იყოს საკმარისად ღრმა, რომ პასუხობდეს მომხმარებლის შეკითხვებს სრულად, ნამდვილად და ყოვლისმომცველად - ნათქვამია გუგლის მთავარი განახლებების შესახებ სტატიაში“ - გვირჩევს ბარი შვარცი, საძიებო სისტემების სფეროში ახალი ამბების რედაქტორი.


„რამდენად საინტერესოა თქვენი ინფორმაცია ან რამდენად ჭკვიანურია მისი ანალიზი? შეიცავს ის ჭეშმარიტ ფაქტებს? რამდენად გამოკვლეული და ფაქტობრივია ინფორმაცია? დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი რეალური და გადამოწმებულია სხვა გვერდებისგან განსხვავებით, რადგან სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით განსაზღვრავს გუგლი ინფორმაციის რეიტინგს, შედეგების მოწინავე ადგილზე განთავსებით.“


კონტენტი უნდა იყოს სრულყოფილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას კონკურენტებთან შედარებით მეტი ღირებულება უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტენტი მოცულობის გაზრდის მიზნით გაჯერებული იყოს შეუსაბამო სიტყვებით. ზოგიერთ კითხვას, მაგალითად: „რომელი ძუძუმწოვარია ყველაზე სწრაფი“ აქვს შედარებით პირდაპირი, კონკრეტული პასუხი, მაშინ როცა სხვა კითხვებს, მაგალითად „რატომ არის ლეოპარდი ყველაზე სწრაფი“ გაცილებით ფართო ახსნა აქვს. აირჩიეთ საკითხის ისეთი სიღრმე, რომელიც უფრო საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის და გაითვალისწინეთ კონკურენტების მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია.


Mm: Multimedia - მულტიმედია

ინტერნეტი აგებულია ტექსტებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვენი კონტენტის გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა. ძებნის შედეგები სხვა ფორმატებითაც არის წარმოდგენილი. მაგალითად: გამოსახულება, ვიდეო, აუდიო და სხვა ფორმატებით, რომლებიც აუდიტორიას მიეწოდება და ზრდის მის მოცულობას, რაც კონკურენტებზე უპირატესობას განიჭებთ.


მომხმარებლებისთვის მორგებული ფორმატის არჩევის შემდეგ დაურთეთ მულტიმედიას ისეთი გვერდები, რომლებიც მეტად აღწერს და სრულყოფს თქვენს კონტენტს. აღნიშნულს განახორციელებთ კონტენტის მიწოდების ქსელით (content delivery network (CDN)), რომ ამოქმედეს მულტიმედია და რეალიზდეს თქვენი მომსახურება. ეს არის საუკეთესო გზა საიტის სისწრაფის და თქვენი მომხმარებლის გამოცდილების გასაზრდელად.


რომელი ფორმატიც არ უნდა აირჩიოთ, კონტენტის სრულყოფისთვის აუცილებელია დამატებით აღწერაში ტექსტის დამატება, საძიებო სისტემაში კონტექსტის შესაქმნელად. თუ არჩეული გაქვთ ვიდეო ან პოდკასტი, შეგიძლიათ დაუმატოთ გაშიფრვა. თუ გამოსახულება აარჩიეთ, გამოიყენეთ საპასუხო ტექსტი და სათაური. შეგიძლიათ მულტიმედიას დაუმატოთ სტრუქტურირებული მონაცემები, რაც გაზრდის შანსს, რომ ის მოწინავე შედეგებში აღმოჩნდეს.


თავი აარიდეთ ზედმეტად ბევრ მასალას, თუნდაც კარგს - მაგალითად გიფებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს მიზნებზე.


SEO-ს სახელმძღვანელო თავები:

წყარო: searchengineland

© Copyright
bottom of page