top of page
  • Writer's pictureNino Mchedlishvili

რა არის ტექნიკური SEO? ნაწილი ll

Updated: Jul 20, 2023


სკანირება, ინდექსირება და რენდინგი


რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენი ვებ-გვერდი დაუკავშირდება IP მისამართს და დაამატებს HTML, JavaScript და CSS პროგრამებს?


იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვებსაიტი გამოჩნდება SERP-ში, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რას აკეთებს Google, როდესაც ის ათვალიერებს, აინდექსირებს და აჩვენებს თქვენს ვებსაიტს ფართო აუდიტორიას.


რაც უფრო კარგად გესმით თითოეული ეს ნაბიჯი, მით უფრო ეფექტურად შეძლებთ დახვეწოთ თქვენი ტექნიკური SEO სტრატეგია მომხმარებლებისა და საძიებო სისტემების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო მეტად ემთხვევა საძიებო სისტემების მოთხოვნილებებს, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ SERP-ში მაღალი ადგილი დაიკავოთ.


სკანირება


როდესაც თქვენ ეწვევით საიტს, და გადიხართ ბმულიდან ბმულზე, ათვალიერებთ, კითხულობთ, შემდეგ ჩაუყვებით გვერდს ზევიდან ქვევით საიტზე, გვერდიდან-გვერდზე გადადიხართ, რათა მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ასე მოძრაობენ Google crawlers (ბოტები) ვებსაიტებზე.


როგორც კი ეს Google ბოტები დაიწყებენ ინტერნეტში მუშაობას, ისინი გადიან საჯარო ვებსაიტებზე და გადადიან ბმულიდან ბმულზე, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს ადამიანი.


შენიშვნა: დარწმუნდით, რომ თქვენი ვებსაიტი არ ბლოკავს Googlebot-ს ფაილების სკანირებისას. თქვენი საიტი არ გამოჩნდება ძიების შედეგებში, თუ ის დაბლოკილია. ასევე, კარგია აღინიშნოს, რომ ზედმეტად რთული JavaScript ფაილები რთულდება googlebot-თვის წასაკითხად, და შესაძლებელია ამ გვერდის შიგთავსი საერთოდ არ დაასკანეროს ბოტმა. შესაბამისად ის არ გამოჩნდება SERP-ში.


ინდექსირება (და რატომ არის საიტის რუკები მნიშვნელოვანი)


ინდექსირება Google-ის ინდექსის მსგავსია. მას შემდეგ, რაც Googlebot ათვალიერებს საჯარო საიტს, ის შეინახავს ამ კონტენტს (როდესაც ის დაასრულებს ინდექსირებას) და ეს გვერდი გამოჩნდება შესაბამისი საძიებო სისტემის შედეგებში, რომლებიც საუკეთესოდ ემთხვევა მომხმარებლის მოთხოვნას.


ერთი გზა იმის დასადასტურებლად, რომ Google-მა სწორად მოიძია და შემდეგ მოახდინა თქვენი შინაარსის ინდექსირება, არის Google-ის უფასო ინსტრუმენტის გამოყენება, სახელწოდებით Google Search Console.


უფასო ანგარიშის შექმნის შემდეგ, შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე რამ, მაგალითად, თვალყური ადევნოთ თქვენს მიერ შექმნილ ახალ ვებ გვერდის ინდექსირებას. ასევე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ საიტის რუკები, რათა გაუადვილოთ Google-ს თქვენი საიტის კონტენტის იდენტიფიცირება და სწორად დახარისხება.


საიტის რუკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აადვილებს Google-ის (და შენს) ცხოვრებას. თქვენი ვებსაიტის უმიზნოდ ძიების ნაცვლად, შეგიძლიათ Google-ს აცნობოთ, სად არის მნიშვნელოვანი კონტენტი და რამდენად ხშირად განაახლებთ მას.



რჩევა:


  • დარწმუნდით, რომ თქვენი ნავიგაციის ძირითადი მახასიათებლები წარმოდგენილია რაც შეიძლება მარტივი კოდით (HTML). თუ გსურთ გამოიყენოთ უფრო რთული JavaScript თქვენი ნავიგაციის მენიუს შესაქმნელად, გაითვალისწინეთ, რომ Google არც ისე კარგია რთული სანავიგაციო სტრუქტურების ინდექსირებაში.


  • დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის მობილური და დესკტოპის ვერსიები ერთნაირია. თითოეულ მათგანზე განსხვავებულმა კონტენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს Google-ს თქვენი საიტის სწორად ინდექსირებაში.


  • არასრული ნავიგაცია (როგორიცაა საკონტაქტო გვერდის გამოტოვება) ხელს შეუშლის Googlebot-ს ადვილად გადავიდეს ბმულიდან ბმულზე.


რენდინგი


რენდერი — არის ის, რაც ხდება მას შემდეგ, რაც Google დაასრულებს თქვენი საიტის სკანირებას, ინდექსირებას და შეინახავს თავის „სანახში“. თუ ყველაფერი კარგად წავა და თქვენი კონტენტი გამოჩნდება SERP-ში, Google-ს სურს დარწმუნდეს, რომ მომხმარებლები ხედავენ და ურთიერთობენ თქვენს შინაარსთან ისე, როგორც თქვენ გეგმავდით.


ინტერნეტის არსებობის პირველ ხანში, ვებსაიტებს არ ჰქონდათ JavaScript. ამან გააადვილა google-ში მათი ვიზუალიზაცია, რადგან ისინი იყენებდნენ HTML, პროგრამირების სტატიკურ ენას. ახლა, JavaScript-ით და ფერადი CSS-ით, Google-ის საქმე გაცილებით გართულდა.


რაც უფრო მეტ JavaScript-ს და სხვა რთულ კოდირების ელემენტებს იყენებთ თქვენს ვებსაიტზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ Google-ს გაუჭირდება თქვენი ვებსაიტის გადაცემა ისე, როგორც გსურთ.


სტრუქტურირებული მონაცემების დანერგვა


სტატიის პირველ ნაწილში, ჩვენ მოკლედ შევეხეთ სტრუქტურირებულ მონაცემებს. შეგახსენებთ, რომ სტრუქტურირებული მონაცემების შექმნა Google-ს ეხმარება გაიგოს თქვენი ვებსაიტის შინაარსი, საიტის დეტალური აღწერილობის შექმნით Google-თვის გასაგებ ენაზე (კოდით).


მაგალითად, თქვენი სტრუქტურირებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს სტატიის სათაურს ან შინაარსს, აღწერას და სხვა ელემენტებს, რომლებიც ჩაშენებულია კოდში (სქემაში), რომელიც მოსწონს Google-ს.


თუ გსურთ ისწავლოთ როგორ შექმნათ სტრუქტურირებული მონაცემები ან გჭირდებათ მაგალითები, იხილეთ Google-ის Codelabs-ის მაგალითები და დეტალური ახსნა.


Google-ს აქვს სტრუქტურირებული მონაცემთა მარკირების ასისტენტიც კი, თუ თქვენ გიჭირთ იმის გარკვევა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

Google-ის ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ შექმნათ ვებ გვერდისთვის სტრუქტურირებული მონაცემების ნიმუშები. თქვენ მიერ შეყვანილი URL-ის მაგალითი ნაჩვენები იქნება მარცხნივ. თქვენ მონიშნეთ სასურველი ელემენტები ღილაკზე კლიკით და კონტექსტის მიწოდებით, თუ რას ეხება ამ გვერდის ელემენტი.

მაგალითად: მოვნიშნოთ კონკრეტული ფეხსაცმელი „Offer“ და შემდეგ მივუთითოთ ფასი. (შეიტანეთ ინფორმაცია პროდუქტის ღირებულების შესახებ)


გვერდის ყველა ელემენტის მონიშვნის შემდეგ, Google აჩვენებს თქვენთვის საჭირო სტრუქტურირებულ მონაცემებს.

ეს არის სტრუქტურირებული მონაცემები “veganshoes.com” მაგალითისთვის.

გვერდის სიჩქარე


თავდაპირველად, ინტერნეტში ვებსაიტების გვერდების ჩვენება საძიებო სისტემებში ბევრად უფრო ადვილი იყო.


ახლა, JavaScript-ისა და CSS-ის ძალისხმევით, ვებ დეველოპერებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. რაც უფრო მდიდარი და დინამიკური ხდება ვებ კონტენტი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება გვერდის სიჩქარის ფაქტორი მომხმარებლებისთვის (და რამდენად თავსებადია საიტის შინაარსი SERP-ში).


ზოგადად, რაც მეტი JavaScript-ია საიტზე (განსაკუთრებით რთული ელემენტები), მით უფრო რთულია ამ გვერდის ჩატვირთვა. ვინაიდან გვერდის სიჩქარე რეიტინგის ფაქტორია, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რამდენი დრო სჭირდება კონტენტის ჩატვირთვას მომხმარებლის მოთხოვნის შემდეგ.


ვების ძირითადი სასიცოცხლო ნიშნები


თქვენს ვებსაიტზე შინაარსის ჩატვირთვის სიჩქარის თვალყურის დევნების ერთ-ერთი გზაა საიტის აუდიტის ინსტრუმენტის Core Web Vitals მეტრიკა.


Core Web Vitals იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:


ყველაზე გრძელი კონტენტის რენდერი (LCP): განსაზღვრავს იმ დროს, რაც სჭირდება ვებ გვერდზე შინაარსის ძირითადი ნაწილის ჩვენებას/ჩატვირთვას მომხმარებლებისთვის.


პირველი შეყვანის დაყოვნება (FID): FID ზომავს გვერდის რეაგირების დროს, როდესაც მომხმარებელი პირველად იწყებს ამ გვერდზე ინტერაქციას. ეს მოიცავს: ბმულებზე კლიკს, ღილაკებზე კლიკს და სხვა მორგებულ JavaScript მოქმედებებს.


კუმულაციური განლაგების ოფსეტი (CLS): ეს არის გვერდის განლაგების მოულოდნელი ცვლილებების რაოდენობის გაზომვა, რომლებიც გავლენას ახდენენ გვერდის ძირითად შინაარსზე.


Google ასევე უზრუნველყოფს გაზომვად მეტრიკებს Google Search Console Core Web Vitals ანგარიშებში.

 Google Core Web Vitals ანგარიშის მაგალითი.

იდეალური მაჩვენებელი Core Web Vitals-ისთვის:


LCP: 2,5 წამზე ნაკლები


PID: 100 მილიწამზე ნაკლები


CLS: ქულა 0.1 ან უფრო დაბალი


მოსახერხებელი საიტები


მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საიტები არის ვებსაიტები, რომლებიც ძირითადად ოპტიმიზებულია და შექმნილია მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უგულებელყოფთ სისტემების მოთხოვნებს; არამედ ნიშნავს შემდეგს: ადეკვატურად უდგებით იმას, რომ ადამიანები პრიორიტეტულები არიან, ვიდრე ნებისმიერი ბოტი და დიახ, სწორედ ამ სისტემას ერგება გუგლის ბოტიც და ხდება თავსებადი და ადაპტირებადი ადამიანების მოთხოვნებთან და სურვილებთან.


პრიორიტეტული მობილური ინდექსირება


თავად სათაური გვკარნახობს, რომ პირველ რიგში, მობილურის ვერსიის ინდექსირება ხდება საძიებო სისტემებში და შესაბამისად ვებ დეველოპერები პრიორიტეტს უნდა ანიჭებდნენ საიტების მობილური ვერსიების ინდექსირებას.


ეს ნიშნავს, რომ ასევე უნდა იფიქროთ თქვენი მობილური საიტის გამოცდილებასა და სტრუქტურაზე.


უნდა შეამოწმოთ, არის თუ არა მორგებული თქვენი საიტის ინდექსირება მობილურ ვერსიაზე პირველ რიგში - Google Search Console-ზე გადასვლით და თქვენს საიტზე ახლად დამატებული გვერდის ბოლო crawl ჟურნალის დათვალიერებით.


თუ ხედავთ, რომ “Smartphone Googlebot “-მა მობილური გვერდი დაათვალიერა, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ სკანირება დასრულებულად.


როგორ ავაჩქაროთ მობილური გვერდები


Accelerated Mobile Pages (AMP) — დაჩქარებული მობილური გვერდები არის ღია კოდის HTML ჩარჩოს ტიპი, რომელიც შექმნილია Google-ის მიერ, რათა დაეხმაროს ვებსაიტების დეველოპერებს, გახადონ ვებ კონტენტი მობილურისთვის მოსახერხებელი.


ამ ტიპის კოდი საშუალებას გაძლევთ პირველ რიგში პრიორიტეტი მიანიჭოთ მობილურის მომხმარებლებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მობილური ინტერნეტის წილი ბოლო ათწლეულში პრაქტიკულად „აფეთქდა“ და საშუალოდ ვებსაიტების ვიზიტების 89% ძირითადად მობილური მოწყობილობებზე მოდის.


ამრიგად, თქვენ უნდა შექმნათ ვებ-კონტენტი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მობილური მოწყობილობიდან ან ტაბლეტიდან.


Google რა თქმა უნდა ემხრობა მათ, ვინც იყენებს ამ სტრუქტურას თავიანთი ვებ კონტენტის შესაქმნელად. Google-ს ესმის, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მობილური მოწყობილობიდან მიაკითხავს საძიებო სისტემებს და იქიდან უკვე საიტებს, შესაბამისად პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ საიტის მობილურ ვერსიებს.


AMP-ის სახელით ცნობილი ღია კოდის HTML ჩარჩოთი ვებ-კონტენტის შექმნა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტებს:


  • AMP იტვირთება თითქმის შეუფერხებლად და სწრაფად

  • ბევრად უფრო ადვილია შექმნა, ვიდრე სხვა ტიპის ჩარჩოების მორგება

  • ძირითადი პლატფორმები მხარს უჭერს AMP-ს.

  • დეველოპერებს მაინც შეუძლიათ CSS-ის ჩასმა AMP.

  • AMP-ის საბაზისო კომპონენტები უკვე არსებობს — თქვენ უბრალოდ უნდა დაეყრდნოთ მათ და მასზე დააშენოთ.


კონტენტის სიმცირე / დუბლირებული კონტენტი


ვებ კონტენტის დეველოპერები ორი საფრთხის წინაშე დგანან: არასაკმარისი ან დუბლიკატი შინაარსი.


არასრული კონტენტი ეხება ბლოგებს, სტატიებს ან ვებ გვერდებს, რომლებთანაც Google crawlers-ს ბევრი მუშაობა არ სჭირდება. ამ შემთხვევაში, გვერდს არ აქვს შიდა ბმულები, რომლებიც დაეხმარებიან ბოტებს უკეთ დაასკანერონ საიტი და ტექსტებიდან შეძლონ სხვადასხვა შიდა გვერდებზე ნავიგაცია. ასევე, შესაძლებელია, რომ გვერდის შინაარსი არ ემთხვეოდეს მომხმარებლის ძიების მიზანს.


ცუდი შინაარსის მაგალითი იქნება სერვისების გვერდი, რომელიც არ უკავშირდება თქვენს საიტზე არსებულ სხვა გვერდებს და ნამდვილად არ საუბრობს თქვენს მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე. ამის ნაცვლად, მომხმარებელს თქვენს საიტზე ხვდება სრულიად სხვა ინფორმაცია, მაგალითად: თქვენი თანამშრომლების სახელები და მათი „დამსახურებები თუ მიღწევები“.


დუბლირებული შინაარსი ეხება ბლოგებს, სტატიებს ან ვებ გვერდებს იდენტური ასლებით შიდა გვერდებზე, ან თქვენს „სხვა საიტებზე“. ასევე, თუ მაგალითად თქვენს გვერდზე განთავსებულ პროდუქტს უტოვებთ ერთი და იგივე აღწერილობას და ცვლით მხოლოდ პროდუქტის სახელს, იცოდეთ რომ ეს დუბლირებულ კონტენტად ჩაითვლება. სათაურის შეცვლით თქვენ ვერ შეძლებთ „ბოტის“ მოტყუებას.


დუბლირებული შინაარსის მაგალითი არის მაგალითად ძაღლის მშრალი კვების საკვების ორი გვერდი, რომლებიც არ განსხვავდება არც ენით, არც გვერდის შინაარსით, არც გვერდის ვიზუალური მხარით.



რჩევა:


თუ აღმოაჩენთ, რომ სხვა ვებ გვერდი აკოპირებს თქვენს საიტზე განთავსებულ კონტენტს ატრიბუტის გარეშე, დაუკავშირდით კომპანიას და სთხოვეთ, ან განათავსოს თქვენი მონაცემები საიტზე, ან წაშალოს იგი.

გამოიყენეთ კანონიკური თეგები სრულიად ახალი შინაარსისთვის, რათა დაამტკიცოთ, რომ თქვენს საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის ორიგინალი და ამ ინფორმაციის წყარო არის თქვენი საიტი.


კანონიკური ტეგები


შშესაძლოა გსმენიათ კანონიკური თეგების შესახებ ან თეგები, სახელწოდებით rel=”canonical”. თუ თქვენ არ იცნობთ ტერმინს, აგიხსნით, რომ კანონიკური თეგები არის მარკერები, რომლებიც ეუბნებიან საძიებო სისტემებს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული URL არის გვერდის ორიგინალი და ზუსტი ასლი.


კანონიკური თეგები გამოჩნდება გვერდის HTML კოდის <head></head> განყოფილებაში. ისინი ან აკავშირებენ გვერდის URL-ს (მითითებენ საკუთარ თავს) ან შეუძლიათ სიგნალების კონსოლიდაციაც კი სხვა გვერდის URL-ზე მითითებით.


რჩევა:


არ მოახდინოთ URL-ის კანონიზაცია (ან დაკონკრეტება) 301 გადამისამართებით (ანუ გვერდი, რომელიც კონფიგურირებულია სხვა გვერდზე გადამისამართებისთვის).


დარწმუნდით, რომ კონტენტი, რომელსაც თქვენ კანონიზაციას ახორციელებთ, შესაბამისია.


Hreflang


ვთქვათ, თქვენ შექმენით ვებსაიტი, რომელიც კარგ ადგილს იკავებს Google-ის ძიების შედეგებში. თქვენ ამაყობთ გაწეული სამუშაოთი და გსურთ, რომ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ და კითხულობენ სხვა ენებზე, ჰქონდეთ წვდომა თქვენს საიტზე და შინაარსზე. როგორ აკეთებ ამას? Hreflang ატრიბუტით/თეგით.


Hreflang არის HTML თეგი, რომელიც აცნობებს საძიებო სისტემებს ენის შესახებ, რომელსაც იყენებთ კონკრეტულ გვერდზე. ეს საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ ურთიერთობა სხვადასხვა ენაზე დაწერილ ვებ გვერდებს შორის.



hreflang თეგის აღწერა


ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გეგმავთ კონკრეტული ქვეყნის აუდიტორიაზე გახვიდეთ. მაგალითად, ვთქვათ, თქვენ ფლობთ გერმანულ ბიზნესს და გახსენით მომსახურების ფილიალი საფრანგეთში და საიტს დაამატეთ ფრანგული ენა. თქვენ გინდათ, რომ როდესაც ადამიანები დაძებნიან საფრანგეთში თქვენს პროდუქტს და გინდათ რომ მიაკითხონ საფრანგეთში არსებულ ფილიალს, საძიებო სისტემებმა მომხმარებლებს აჩვენოს კონკრეტულად ფრანგული გვერდი მათთვის გასაგებ ენაზე.


Hreflang “hreflang=fr” თეგი აცნობებს Google-ს, რომ თუ ვინმე ეწვევა თქვენს საიტს ისეთი IP მისამართით, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთიდან მოდის, მან უნდა მიიღოს გვერდის ფრანგული ვერსია.


Hreflang აუმჯობესებს არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილებას, არამედ ხელმისაწვდომობას. ეს სასარგებლოა მომხმარებლებისთვის, ტრაფიკისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის.

საიტის აუდიტი ასევე მოიცავს საერთაშორისო SEO ანგარიშს, რომელიც გაცნობებთ, აქვს თუ არა თქვენს საიტს hreflang-ის პრობლემები.


საიტის აუდიტი ასევე მოიცავს საერთაშორისო SEO ანგარიშს, რომელიც გაცნობებთ, აქვს თუ არა თქვენს საიტს hreflang-ის პრობლემები.


შეჯამება


ტექნიკური SEO არ არის ის, რისი სწავლაც შეგიძლიათ ერთ ან ორ დღეში — ის მოითხოვს უამრავ კვლევას, ცდებს და შეცდომებს. თუმცა მუდმივი სწავლებით და პრაქტიკით ეს ცოდნა და გამოცდილება დაძლევადია.


105 views0 comments
© Copyright
bottom of page