top of page
  • Writer's pictureპორტალი • PORTALI

რა არის ბრენდინგი?

Updated: Jul 20, 2023

ძირითადი განმარტება — ბრენდინგი არის თქვენი ბრენდის აქტიური ფორმირების მარკეტინგული პრაქტიკა. მაგრამ იგი გაცილებით მეტს ნიშნავს..





ბრენდინგი — არის ის, რაც თქვენს ბიზნესს სჭირდება: მან თავიდან უნდა აიცილოს კომპანიაში მარკეტინგული ქაოსი და მიიპყროს კონკრეტული მომხმარებლის ყურადღება. ეს არის ის, რაც ახალ მომხმარებლებს მუდმივ მომხმარებლებად აქცევს და გულგრილ აუდიტორიას ბრენდის „PR-ად“ გადააქცევს. ეს არის ის, რამაც უნდა გამოგარჩიოთ მასისგან, გახდეთ ცნობადი, დასამახსოვრებელი, და თქვენი ბიზნესი შემდეგ საფეხურზე აიყვანოს.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გსურთ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს, სასიცოცხლოდ გჭირდებათ ბრენდინგი.


მაგრამ რატომ არის ბრენდინგი ასე მნიშვნელოვანი? რას მოიცავს? როგორ უნდა ახორციელებდეთ ბიზნესის რეალიზაციას ისე, რომ რეალურ გავლენას ახდენდეს თქვენს აუდიტორიაზე? ამ და მომდევნო სტატიებში ჩვენ განვიხილავთ თუ რა არის ბრენდინგი, და რისთვის გვჭირდება ის.

ბრენდინგი დაახლოებით 350 წლიდან არსებობს და წარმოდგება სიტყვიდან “Brandr”, რაც ძველ ნორვეგიულ ენაზე ნიშნავს “დაწვას”. 1500-იანი წლებიდან ის გახდა ფერმერებში საკუთრების მაჩვენებლის ნიშანი. ფერმერები ანთებდნენ ცეცხლს პირუტყვის სადგომთან, და ამით გამოხატავდნენ თავიანთ საკუთრებას. პარალელი რომ გავავლოთ, დაახლოებით დღევანდელი ლოგოს წინამორბედია. :)

ამასთან, ბრენდინგი დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სახე ან ლოგო. მან მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც ემოციურ “ინსტიქტურ” დონეზე მომხმარებელი ცნობს კომპანიას და მის ნაწარმს.

თქვენი ბრენდი არის ის, რასაც ხალხი ფიქრობს თქვენი კომპანიის შესახებ. მაგრამ ბრენდინგი არის მოქმედებათა ერთობლიობა, რომელსაც თქვენ იღებთ ამ ბრენდის შესაქმნელად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ბრენდი არსებითი სახელია და თქვენი ბრენდინგი არის ზმნა. როდესაც ლოგოს ქმნით, ეს ბრენდია. როდესაც თქვენს მარკეტინგის გუნდთან ერთად იწყებთ სარეკლამო კამპანიას, ეს ბრენდინგია.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი ბრენდის შესაქმნელად ნებისმიერი ქმედება ბრენდია.

რა არის ბრენდი?

ბრენდი არის ნებისმიერი საიდენტიფიკაციო ნიშანი, სიმბოლო ან სიტყვა, რომელსაც კომპანიები იყენებენ თავიანთი პროდუქციის ან მომსახურების კონკურენტებისგან გამოსაყოფად.

საკმარისია ვახსენოთ წითელი და თეთრი „bold” შრიფტი, რომ ნებისმიერი ადამიანის თავში წამიერად ამოტივტივდება სიტყვა კოკა-კოლა.

მართალია Nike- ას პირველს არ უთქვამს — ”უბრალოდ გააკეთე”, მაგრამ მათ პოპულარიზაცია გაუკეთეს ამ ფრაზას მომხმარებელთა გონებაში საკამრისია ყური მოვკრათ“Just do it” -ს, რომ მის გაგონებაზე ნაიკი გვიტივტივდება გონებაში.

კომპანიის ბრენდი ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები თავიანთ პროდუქციას ან მთლიან ბიზნესს. ეს არის ინდუსტრიაში თქვენი რეპუტაცია და იმის დაპირება, თუ რას ელიან მომხმარებლები თქვენი პროდუქციისგან ან მომსახურებისგან.

საერთო ჯამში, თქვენი ბრენდი არის ის, ვინც ხართ, ვინც გსურთ რომ იყოთ და ის,როგორადაც აღგიქვამენ მომხმარებლები, როგორც კომპანიას.

როგორ შეიძლება შექმნა ისეთივე წარმატებული ბრენდი, როგორც ჩვენ მიერ ნახსენები კომპანიები? მართალია ეს ძალია მამაღალი განცხადებაა, მაგრამ ვიცით რომ დედამიწაზე შეუძლებელი არაფერია.

პირველი რაც უნდა დაისახოთ გეგმაში, არის ის, რომ თქვენი ბრენდის ცნობადობა უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო მიმართულებით. ადამიანებისთვის მარტივად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელია ისეთი კომპანიები, რომლებსაც ერთ ჭრილში აქვთ გაკეთებული ვიტრინის რეკლამა თუ ვებგვერდი, სოციალური ქსელი თუ ონლაინ რეკლამა, ბეჭდვითი და პოლიგრაფიული მომსახურება..

რაც მთავარია, ბიზნესის ბრენდინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოგოებით, ლოზუნგებით ან შეფუთვით; ეს არის უწყვეტი პროცესი. რამდენად კარგად მუშაობთ თქვენს ბრენდთან, განსაზღვრავს თქვენს ურთიერთობას მომხმარებლებთან. თქვენმა პროდუქტებმა ან მომსახურებამ პოზიტიური შთაბეჭდილება უნდა დატოვოს მომხმარებელზე არა მარტო გაყიდვის მომენტში, არამედ ეს პოზიტიური განწყობა გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

თუ გსურთ შექმნათ ბრენდინგ სტარტაპი, რომელზეც ხალხი დადებითად იფიქრებს, დაამახსოვრდება და თქვენი მომხმარბელი გახდება, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შემდეგ სტატიებში განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა შესრულებითაც შესძლებთ ისეთი ბრენდის შექმნას, რომლითაც თქვენ მომხმარებელს აღფრთოვანებულს და კმაყოფილს დატოვებთ.




© Copyright
bottom of page