top of page
  • Writer's pictureპორტალი • PORTALI

ფერთა ფსიქოლოგია მარკეტინგში

Updated: Jun 4, 2023

9 პოპულარული ფერის მიმოხილვა

(1 ნაწილი)

წინა სტატიებში ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად რა არის ბრენდინგი და ბრენდის შექმნის 5 ნაბიჯი. ეხლა მინდა უკვე დეტალურად ვისაუბროთ ბრენდის ფერებზე.


ადამიანები ბევრად უფრო ვიზუალური არსებები ვართ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გვგონია. ფერი დიდ როლს ასრულებს აღქმაში და გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. მაგალითად, ბრენდის ბრენდინგში გამოყენებულმა სხვადასხვა ფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის რეპუტაციაზე საზოგადოებაში და თვიდან არასდროს არის ზუსტად განსაზღვრული რამდენად დადებით გავლენას მოახდენს იგი.


როდესაც ადამიანი მოხვდება თქვენს „ლენდინგ" გვერდზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხელს უწყობს მის შემდგომ პოპულარიზაციას და გვერდის სტუმარს „ითრევდეს"გაყიდვების ძაბრში (sales funnel). კერძოდ, ფერთა გამა დიდ გავლენას ახდენს კონვერსიის მაჩვენებლებზე. დაიმახსოვრეთ, ყველა ფერი თანაბრად არ იმუშავებს თქვენს კონკრეტულ გვერდზე.


გარდა ამისა, „ლენდინგ" გვერდის ფერთა სქემის არჩევისას ხშირად უნდა გაითვალისწინოთ ლოგო და ზოგჯერ პროდუქტის ფერიც კი.


ქვემოთ აღწერილია Iconic Fox- ის მიერ წარმოდგენილი და შექმნილი ინფოგრაფიკა და შევეცდებით გავიგოთ, რატომ აირჩიეს ცნობილმა ბრენდმა კონკრეტული ფერები თავიანთი ლოგოებისათვის. იმედია საინტერესო და ინფორმატიული იქნება თქვენთვის.


წითელი


ბრენდებს შორის, რომლებმაც თავიანთი ლოგოებისთვის ნათელი ფერები აირჩიეს, ცნობილია Coca-Cola, Canon, Levis, H&M M და სხვ., მათი ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ.


წითელი ფერის დადებითი ენერგეტიკა ასოცირდება ძალასთან, ვნებასთან, ენერგიასთან, უშიშრობასთან, აღფრთოვანებასთან. მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეც — წითელი შეიძლება ასოცირდეს შიშთან, საფრთხესთან, ტკივილთან და საფრთხესთან.


ფერის ფსიქოლოგიაში წითელი ფერის რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელია:


  • შეუძლია დადებითი და უარყოფითი ემოციების თანაბრად გამოწვევა;

  • ქმნის სისწრაფის ეფექტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გაყიდვების დროს;

  • ასტიმულირებს მადას, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრენდების მიერ კვებისა და სწრაფი კვების სფეროებში;

  • ხელს უწყობს გულისცემის ზრდას, ამიტომ ის ხშირად გამოიყენება მაღალსიჩქარიანი მანქანებისა და თეთრეულის სარეკლამო კამპანიებში.

წითელი ფერის მოყვარულთა პირადი მახასიათებლები: სითამამე, ენერგია, თავგადასავლების სურვილი.


უფრო ხშირად ქალების(9%) მეტად ირჩევენ ამ ფერს, ვიდრე კაცები(7%), მამაკაცების 2% ამბობს, რომ ამ ფერს საკუთარი თავისთვის არასდროს აირჩევს, ქალებისგან განსხვავებით, რომელთა შორის წითელი ტონალობის მოწინააღმდეგე საერთოდ არ არსებობს.

გამოკითხულთა მხოლოდ 9% აცხადებს, რომ წითელი იაფფასიანი ფერია.


ნარინჯისფერი


სურათზე მოცემულია იმ ბრენდების ლოგოები, რომლებმაც თავიანთი ლოგოებისთვის ნარინჯისფერი აირჩიეს. ეს არის დიდი ონლაინ ჰიპერმარკეტი Amazon და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერი, Mozilla FireFox.


დადებით ემოციებს შორის, რაც შეიძლება ნარინჯისფერმა გამოიწვიოს არის:

მეგობრობა, ენერგიის მოზღვავება, სითბო, რაღაცის ახლის სურვილი.


შეიძლება წარმოიშვას უარყოფითი ემოციებიც: იმედგაცრუება, რაღაცის წართმევის განცდა, ინერცია.


ქვემოთ მოცემულია ნარინჯისფერის ფსიქოლოგიის განმასხვავებელი ნიშნები:


  • ფორთოხლის ფერი ქმნის სითბოს შეგრძნებას, ის შეიძლება შევადაროთ მზეს;

  • ითვლება, რომ ნარინჯისფერი ქმნის სიხარულს და დადებით ემოციებს;

  • საკმაოდ ბევრი ადამიანი მუქ ნარინჯისფერს ასოცირებს შემოდგომაზე და ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მიწიერი ბრენდებისთვის;

  • გამოკითხულთა უდიდესი რაოდენობა „ღარიბ ფერად“ მიიჩნევს.

ადამიანების პირადი მახასიათებლები, რომელთაც ნარინჯისფერი ურჩევნიათ: თავგადასავლების წყურვილი, კონკურენტუნარიანობა, არამეგობრული დამოკიდებულება.


ქალების და მამაკაცების 5% აღნიშნავს ნარინჯისფერს, როგორც დადებით ფერს. კაცების 22% და ქალების 33% უარს აცხადებს ნარინჯისფერის არჩევაზე და მთელი 26% ორივე სქესისა ამ ფერს ახასიათბეს როგორც „ღარიბს“.


ყვითელი


ქვემოთ მოცემულია გლობალური ბრენდის ლოგოები, რომელიც დაფუძნებულია ყვითელ ფერზე. რა შეიძლება ვთქვათ ფერის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით?


პოზიტიური ემოციები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ყვითლის გავლენის ქვეშ არის: ოპტიმიზმი, სითბო, ბედნიერება, შემოქმედების სურვილი, გონებრივი შესაძლებლობების ზრდა.


ნეგატიურთა შორის: ირაციონალურობა, შიში, იმედგაცრუება, სიმხდალე.


  • ყვითელი არის ახალგაზრდობის, ბედნიერების, სიხარულისა და მზის სიმბოლო.

  • მუდმივ დადებით ემოციებს შეუძლია კომპენსაცია გაუწიოს ზოგიერთ ფსიქოლოგიურ პრობლემას.

  • გარკვეულ განათების პირობებში შეიძლება ყვითლის ჩრდილები ბინძურად გამოიყურებოდეს.

  • ხშირად უფრო დიდი გავლენა აქვს მუქი ფერის სიახლოვეს.

პიროვნების რამდენიმე მახასიათებელი ყვითელთან მიმართებაში: დამოუკიდებლობა, მიზანდასახულობა, იმპულსურობა.


გამოკითხულ მამაკაცთა 57% მიიჩნევს, რომ ყვითელი მათი საყვარელი ფერია და მხოლოდ 1% — პირიქით. ქალების 35% საყვარელ ფერად ყვითელს ასახელებს, 0% კი მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.


22% თვლის, რომ ყვითელი სიღარიბის სიმბოლოა.


მომდევნო სტატიაში განვიხილავთ დანარჩენ ფერებს და მათ გავლენას ადამიანების ფსიქოლოგიაზე

64 views0 comments
© Copyright
bottom of page