• Portali - პორტალი

სერვერის საპასუხო კოდების სახელმძღვანელო დამწყებთათვის


სერვერის პასუხის კოდები ვებსა და სერვერს შორის კომუნიკაციის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია. მრავალი კოდი არსებობს, მაგრამ SEO-სთვის მნიშვნელოვან რამოდენიმე კოდზე გავამახვილებთ ყურადღებას.


ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც არ უნდა ეწვიოთ ვებ გვერდს, თქვენი კომპიუტერის ბრაუზერსა და დისტანციურ ვებ სერვერს შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა კოდური შეტყობინებების მეშვეობით.


თქვენი ბრაუზერი (ე.წ. “კლიენტი”) იწყებს კოდის გაცვლას ვებ სერვერზე, სურათების და სხვა ინფორმაციის მოთხოვნის გაგზავნით.


ვებ სერვერი, რომელიც ყოველთვის გაფრთხილებულია, აბრუნებს პატარა შეტყობინებას, რომელშიც ნათქვამია: „მივიღე შენი მოთხოვნა და აი, რას ელოდები მომდევნო რამდენიმე წუთში“.


ეს პატარა შეტყობინება, სერვერის პასუხის კოდის ჩათვლით, სასარგებლოა როგორც მომლოდინე კლიენტისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოპტიმიზაციას უკეთებენ ვებ გვერდებს.


სერვერის პასუხის კოდები ერთი შეხედვით „შეცდომებს“ ჰგავს; ამ კოდებს მომხმარებელი იმ შემთხვევაში ხედავს, როდესაც რაღაც არ არ იტვირთბა ბრაუზერში. უფრო ღრმად რომ შევხედოთ, ეს საინფორმაციო კოდები არსებობს ყველა გამართულად მოქმედი ონლაინ ინტერაქციისთვის. სერვერის პასუხის კოდები, რომელსაც ასევე უწოდებენ სტატუსის კოდებს, არის გამოხმაურება იმისა, რომ თქვენი ვებ — გვერდი სწორად არის აშენებული და ვებ სერვერი გამართულად მუშაობს.


სტატუსის კოდის დიაპაზონი


სტატუსის კოდი მიუთითებს ზოგად მნიშვნელობაზე. ყველა პროფესიონალმა SEO-ს სპეციალისტმა უნდა იცოდეს ისინი.


2xx — წარმატებული


კოდის ზოგადი მიზანია კლიენტის გაეგზავნოს სწორად მომუშვე ვებ გვერდი და სწორად ჩაიტვირთოს ბრაუზერში.


200 — კარგი


სერვერის პასუხი 200 კოდით ნიშნავს: “ყველაფერი კარგადაა და მე ვაგზავნი თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.”


პასუხის ეს კოდი ზოგადად სრულყოფილია. ყოველ ჯერზე, როცა ვებ გვერდი პირველად ჩაიტვირთება თქვენს ბრაუზერში, თქვენ მიიღებთ ამ კოდს, ხოლო საძიებო სისტემებს სკანირების დროს კოდი 200 ეუბნება „მინდა, რომ ეს ბმული შეინარჩუნო ისე, როგორც არის შენს ინდექსში“.


3xx — გადამისამართება


კოდები ხელს უწყობენ კლიენტის მოთხოვნის განახლებას.


301 — მუდმივი გადამისამართება


მუდმივი გადამისამართება ადასტურებს კლიენტის მოთხოვნას და ამბობს: „ეს ინფორმაცია ახლა სხვაგან არის“.


ძველი ინფორმაციის ჩატვირთვის ნაცვლად, სერვერი იწყებს განახლებულ მოთხოვნას — 301 კოდის პასუხი იწვევს 200 კოდის პასუხის ახალ მდებარეობას.


თუ კლიენტი არის საძიებო სისტემა, მოთხოვნილი მდებარეობა შეიცვლება ახალი მდებარეობით საძიებო ინდექსში.


301 პასუხი იდეალურია იმ ვიზიტორების დასაფიქსირებლად, რომლებიც გადადიან თქვენი დომენის არასწორ ვერსიაზე. ეს კოდი იმუშავებს, თუ თქვენ განაახლებთ და გადაიტანთ ძველი საიტის შინაარსს თქვენს ახალ საიტზე, შეცვლით დომეინს, ან არსებულ გვერდს შეუცვლით Url-ს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვიზიტორები ძველი შინაარსის ნაცვლად გადამისამართდნენ განახლებულ შინაარსზე.


301 გადამისამართებისას ახალი Url იძენს ძველი Url-ს შეფასებას.


302 — დროებითი გადამისამართება


დროებითი გადამისამართებები ადასტურებს კლიენტის მოთხოვნას და ამბობს: „მე ვიპოვე თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, მაგრამ ის ამჟამად სხვაგან არის“.


სერვერი იწყებს ახალ მოთხოვნას, რის შედეგადაც მოთხოვნა გადამისამართდება ახა url-ზე.


Google-ის „მამამ“ ჯონ მიულერმა აღნიშნა, რომ მათი ალგორითმი არ აჯარიმებს 302 გადამისამართებას და ინდექსი საბოლოოდ განიხილავს 302-ს, როგორც 301-ს, თუ ის საკმარისად დიდხანს დარჩება.


302 გადამისამართებისას ახალი Url არ იძენს ძველი Url-ს შეფასებას, ვინაიდან ეს გადამისამართება დროებითია.


304 — არ შეცვლილა


სტატუსის კოდი 304 გადამისამართდება ფაილზე, რომელიც ადრე იყო ქეშირებული კლიენტის მიერ.


სერვერი ამბობს: „მე მაქვს თქვენი მოთხოვნა, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც გსურთ, არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თქვენ მოითხოვეთ იგი. ნუ დავკარგავთ დროს; მიიღეთ ფაილი, რომელიც ბოლოს გადმოწერეთ.”


პასუხის ეს კოდი კლიენტსა და სერვერს შორის უამრავ ლოგიკას მოიცავს, მან უნდა გითხრათ, რამდენი ხანი იქნება ქეშირებული ინფორმაცია ზუსტი. მას ასევე შეუძლია განსაზღვროს, როდის უნდა განახლდეს ქეშირებული ინფორმაცია თქვენს ბრაუზერში, კომპიუტერში, ახალ ჩამოტვირთვაზე.


სტატუსის ეს კოდი არ იქცევს იმდენ ყურადღებას, როგორც მის 3xx ძმები, მაგრამ როდესაც გესმით “გთხოვთ გაასუფთავეთ ქეში ცვლილებების სანახავად” ეს არის სწორედ 304 კოდის მოთხოვნა. ქეშირების დაბალანსება ახალი შინაარსით საკმარისად რთული ხელოვნებაა ცალკე სტატია არის დასაწერი ამისთვის.


4xx — კლიენტის შეცდომა


ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ დიაპაზონში არის დაზიანებული ბმული — კლიენტი ითხოვს ინფორმაციას, რომელიც არ არის სერვერზე.


403 — აკრძალულია


403 პასუხი არის სერვერის პასუხი: “მესმის თქვენი მოთხოვნა, მაგრამ არ მოგაწოდებთ ინფორმაციას.”


ეს პასუხი გაიცემა, როდესაც კლიენტს არ აქვს წვდომის დონე, რომელიც მოითხოვს სერვერზე წვდომას. მაგალითად, როდესაც არაავტორიზებული კლიენტი ცდილობს შევიდეს ვებსაიტის შეზღუდულ უბნებზე. ეს სტატუსი ჩვეულებრივ იგზავნება საძიებო სისტემებში, რომლებიც ცდილობენ ვებსაიტის ადმინისტრაციული გვერდების დათვალიერებას.


404 — არ მოიძებნა


სერვერი ამბობს “მე ვერ ვპოულობ ამ ინფორმაციას და ის, ალბათ, არც არასდროს არსებობდა.”


ყველაზე ფართოდ გავრცელებულ 404 სტატუსის კოდს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, აცნობოს კლიენტს, რომ რასაც ისინი ეძებენ, არ არსებობს.


404 შეცდომა ეუბნება საძიებო სისტემების „ობობებს“, რომ მათ იპოვეს ჩიხი და სხვაგან უნდა ეძებონ — ეს მნიშვნელოვანია, როდესაც მცოცავს აქვს შეზღუდული რესურსი, რომელიც შეიძლება დახარჯოს ვებსაიტზე.


თუ საიტს შიდა ბმულებიში გააჩნია 404 კოდით შეცდომა, დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია შიდა „ლინკები“. თუ ხედავთ მრავალ 404 შედეგს გარე ბმულებისთვის, რომელთა განახლება შეუძლებელია, განიხილეთ 410 პასუხი.


410 — გაუქმდა


ეს სტატუსის კოდი არის სერვერის გზა, რომელიც ამბობს: “ეს ინფორმაცია ადრე არსებობდა, მაგრამ ის აღარ არსებობს.”


ის ეუბნება საძიებო სისტემების „ობობებს“ და სხვა ვებსაიტებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეზღუდული დროით და მათ უნდა წაშალონ მასზე ბმულები.


საძიებო სისტემის „ობობები“ სკანირებისას ყოველთვის აგრძელებენ 404 კოდის სკანირებას, ხოლო 410 კოდის პასუხი ითვლება აბსოლუტურ პასუხად. ამ კოდით არსებულ ლინკს „ობობა“ აღრ დაასკანირებს და ამოიღებს და წაშლის თავის ჩანაწერში.


5xx — სერვერის შეცდომა


მოთხოვნა შეცდა და შეცდომა დაკავშირებულია სერვერთან. ამის გამოსწორება ჩვეულებრივ მოითხოვს დეველოპერის ჩარევას.


5xx დიაპაზონის კოდები, როგორიცაა 503, ყოველთვის პრიორიტეტულად შესწორებებია; თქვენ არ შეგიძლიათ ოპტიმიზაცია, რაზეც კლიენტებს არ აქვთ წვდომა.


500 — სერვერი არ პასუხობს მოთხოვნას


ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი (HTTP) სერვერის პასუხის კოდი 500 — შიდა სერვერის შეცდომაზე მიუთითებს, რომ სერვერს შეექმნა მოულოდნელი სიტუაცია, რამაც ხელი შეუშალა მას მოთხოვნის შესრულებაში


503 — სერვისი მიუწვდომელია


503 სტატუსის კოდი უფრო გავრცელებულია და გამოიყენება, როდესაც სერვერი გადატვირთულია და ვერ უპასუხებს მოთხოვნებს. გადატვირთვა შეიძლება იყოს არასწორი კონფიგურაციის ან ვებსაიტის ტრაფიკის უეცარი და მკვეთრი ზრდის შედეგი.

0 views0 comments