• პორტალი • PORTALI

რისთვის არის საჭირო საიტის SEO ოპტიმიზაცია?

Updated: Aug 24



SEO — საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის საიტის დახვეწა, განვითარება და პოპულარიზაცია საძიებო სისტემების მოთხოვნების გათვალისწინებით.


რატომ არის საჭირო SEO ონლაინ მაღაზიებისთვის, კორპორატიული პორტალებისთვის, კომპანიის, საიმიჯო და თუნდაც „Landing გვერდებისთვის”:


1. საძიებო ტრაფიკის ზრდა


სოციალური ქსელებისა და მომხმარებელთნ კომუნიკასიის ე.წ.მესინჯერის მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, Google, Yahoo და Bing პირველ ადგილზეა და რჩება საიტის ტრაფიკის ძირითად წყაროდ. შესაბამისად, Data Insight-ის თანახმად, გაყიდვების 1/3 - სწორედ ონლაინ მაღაზიებზე მოდის.


ხოლო შინაარსობრივი პროექტებისთვის , როგორიცაა  კორპორატიული ბლოგები, მედია, საინფორმაციო საიტები საძიებო ტრაფიკის წილი კიდევ უფრო მაღალია. ამის გადამოწმება შესაძლებელია Similarweb-ის გამოყენებით.


მედია სააგენტოები, ოფიციალური ბრენდები (მსხვილი კომპანიები) და მარკეტინგული სააგენტოები დაინტერესებულნი არიან საძიებო სისტემების ტრაფიკით. საიტის მოწესრიგებული სეო ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას სრულიად უფასოდ.


თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საძიებო სისტემის ტრაფიკი მუდმივად უფასო ვერ იქნება. საიტის სეო ოპტიმიზაციისთვის საწყის ეტაპზე საჭიროა გარკვეული ინვესტიცია საიტის კონტენტის, კვლევის, სტრატეგიისა და ანალიტიკის ნაწილის გასამართად. შედეგი და შემოსავალი სტაბილური და გრძელვადიანია (4-დან 12 თვემდე).


2. სამომხმარებლო ქცევის გაუმჯობესება


საძიებო სისტემის მთავარი ამოცანაა მომხმარებლის შეკითხვაზე რელევანტური პასუხის გაცემა. შესაბამისად, ირჩევ უამრავ საიტს შორის ყველაზე აქტუალურს, მოსახერხებელს და ინფორმაციულს.


როგორ ხდება საძიებო ბოტის მიერ საიტების დაფილტვრა:

  • გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე — რაც უფრო სწრაფად იტვირთება საიტი, მით უფრო მაღლ საფეხურზე პოზიციონირებს;

  • ადაპტირება — ჩვენების სიმარტივე ყველა მოწყობილობაში, ბრაუზერში, ოპერაციულ სისტემაში;

  • საიტის უსაფრთხოება — დაკავშირებული https-ის არსებობა, ვირუსების არარსებობა;

  • მოთხოვნიდან გამომდინარე სიტყვების შესაბამისობამეტა ტეგებთან (სათაური, აღწერა), რადგან ისინი შეიცავს დამატებით ინფორმაციას საძიებო სისტემებისთვის გვერდის შესახებ;

  • მიმოხილვების ხელმისაწვდომობა, ინფორმაცია გადახდის, მიწოდების, გარანტიების შესახებ.

ამრიგად, როდესაც აკეთებთ საიტის სრულფასოვან SEO-ს, თქვენ არა მხოლოდ გაზრდით ტრაფიკს ვებ გვერდზე, არამედ აუმჯობესებთ მომხმარებლის ქცევით გამოცდილებას. ინფორმაციული და ადაპტირებული საიტი ვიზიტორს აყოვნებს მეტი ხნით მისთვის სასურველ გვერდზე.


ამრიგად, იმისათვის, რომ ვებ გვერდი რეიტინგულად მოხვდეს ძიების შედეგის პირველ ათეულში, აუცილებელია სრულყოფილად იქნეს შესრულებული საიტის SEO ოპტიმიზაცია

26 views0 comments