• Portali - პორტალი

სად უნდა იპოვოთ ლოგოს დიზაინის ინსპირაცია II ნაწილი

Updated: Aug 24

01. ნუ შემოიფარგლებით გაცხადებულით და ხილულით

გააფართოვეთ თქვენი თვალსაწიერი. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ლოგოების გაცნობაზე (თუმცა ეს დასაწყებად ძალიან კარგია). თქვენ უნდა იაზროვნოთ გაცილებით გართოდ, გასცეთ საკუთრ სამყაროს და მთლიანობაში შეხედოთ დიზაინს.

კლასიკური ლოგოები კარგი ადგილია დასაწყებად … მაგრამ დარწმუნდით, რომ აქ არ გაჩერდებით

თუ რამეს დაინახავთ, რაც გამორჩეულია ან რაიმე მიზეზით მიგიზიდავთ, აუცილებლად ჩაიწერეთ ან მოხაზეთ.მიეცით მას გავლენა მოახდინოს დიზაინის პროცესზე და ხელი შეუწყოს თქვენი ახალი ლოგოს შემუშავებას.


02. უბრალოდ doodle

ნუ ჩაიციკლებით საქმეზე — დაიწყეთ უფასო doodle — დან

ზოგჯერ შეიძლება ზედმეტი მოგივიდეთ ფიქრი და საბოლოოდ “გადაიწვათ”, ასე რომ თუ არაფერი მოგდით თავში, ცოტა ხანი შეისვენეთ, მოკიდეთ ხელი ფანქარს და დახატეთ. არ აქვს მნიშვნელობა იცით თუ არ იცით ხატვა. უბრალო ხაზები გაავლეთ. ეს შემოქმედებით პროცესი ძალიან დაეხმარება თქვენს გონებას.


თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უაზრო რკალების მქონე გვერდი, მაგრამ სადმე ხაზების და სტრიქონების აურზაურში იპოვნოთ ისეთი რამ, რაც ამ ინსპირაციის მნიშვნელოვან მუხტს აანთებს.


03. მოიპარეთ თქვენი კლიენტის ისტორია

ჩაიწერეთ თქვენი კლიენტის ლოგოს დიზაინის ისტორია

გადახედეთ თქვენს კლიენტს კომპანიის დაარსების დღიდან გამოყენებულ ყველა ლოგოს. ეს განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებობს.


შესაძლოა, თქვენ შესძლოთ დაბრუდეთ წარშულში და შექმნათ წარსულთან გადაჯაჭვული მომავლის ლოგო, თუ თქვენს კლიენტს მოუნდება ბაზარზე თავის წარმოჩენა, როგორც ტრადიციულ ბრენდს. იხილეთ ჩვენი პოსტი, თუ როგორ უნდა აღადგინოთ ბრენდის მემკვიდრეობა.


04. შეისწავლეთ თქვენი კლიენტის მომავალი

ჩემი დიდი რჩევა იქნება, სანამ ლოგოს კონცეფციაზე დაიწყებთ მუშაობას, ესაუბრეთ კლიენტს სამომავლო გეგმებზე — რას ითვალისწინებს მისი ბიზნეს გეგმა და განვიტრებას შემდეგი 12 თვის ან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში? დაგეგმილი აქვს მიმართულების ცვლილება მომავალში ან ახალი პროცუქციის გამოშვება?, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს კავშირი თქვენს მიერ შექმნილი ლოგოსთან? თქვენ გჭირდებათ ლოგო ხვალის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნესი იცვლება და წინ მიდის.


05. დაურეკე მეგობარს

ჯანსაღი შეხედულება მოგცემთ ფასდაუდებელ ინფორმაციას

მიუხედავად იმისა, რომ სასურველია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ კლიენტისგან, ზოგჯერ ახალი დამოუკიდებელ ხედვაზე ფასეული არაფერია. თუ რაიმე იდეა გაქვთ, აჩვენეთ თქვენს მეგობარს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პროექტთან და ნახეთ რას ფიქრობენ ისინი. ხშირად, ასეთი დამოუკიდებელი აზრი შეიძლება ყველაზე საჭირო აღმოჩნდეს თქვენთვის.


06. შექმენით განწყობის დაფა

Matboard შესანიშნავი საშუალებაა განწყობის დაფისთვის

განწყობის დაფები და გონებრივი შტორმები დაგეხმარებათ თქვენი აზრების “გასწორებაში” და სხვადასხვა ფორმის, ზომისა და თემის სხვადასხვა სურათებისა და იდეების შერევაში.


ითამაშეთ საკვანძო სიტყვებით და სინონიმებით და მოაგროვეთ უამრავი შთაგონება სხვადასხვა წყაროდან ერთი განწყობის დაფაზე, რომ ნახოთ თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ისინი.


07. დაათვალიერეთ თქვენი საკუთარი პროექტის არქივები

სამართლიანობა მოითხოვს ავთნიშნოთ, რომ სანამ საბოლოო ლოგოს შექმნით, რამდენიმე ათეულ ესკიზს აკეთებთ. არასდროს გადაყაროთ ძველი იდეები და ესკიზები. რომ არ მოერგო წინა პროექტს თქვენი ესკიზი ,არ ნუშნავს, რომ მომავალშიც არ იმუშავებს იგი.


დაუბრუნდით წინა ნამუშევარს, რომელიც თქვენ შექმენით, მაგრამ ჯერ არ გამოგიყენებიათ და დიდი ალბათობით, შეიძლება თქვენი ახალი ლოგოს ინსპირაცია სწორედ ძველ ნამუშევრებში აღმოაჩინოთ.


08. “ააფეთქეთ” თქვენი ტვინი შემთხვევითი სურათებით

გაეცანით Creative Bloq Pinterest დაფებს შთაგონებისთვის

დაათვალიერეთ Google- ისა და Pinterest- ის სურათები, როგორც დაკავშირებული, ასევე, სრულიად განსხვავებული თემები თქვენი კლიენტის ლოგოს მოთხოვნილებების შესაბამისად. შემდეგ დაამატეთ შედეგები განწყობის დაფაზე.


აარჩიეთ აქ ფერი, იქ ფორმა, სიტყვა, შრიფტი … და დაინახავთ, რა კარგად შეუძლია ამ განსხვავებულ იდეებს მუშაობა.


09. დარჩი მიმღებლური

ბოლო-ბოლო შთაგონება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გეწვიოთ. იყავით ყურადღებით საკუთარ იდეებთან, როდესაც მოგდით თავში თქვენთვის საჭირო აზრები. აუცილებლად ან ჩაიწერეთ, ან ჩანახატი გააკეთეთ, ხოლო შემდეგ მოგვიანებით დაუბრუნდით, რათა დაინახოთ, როგორ მუშაობს თქვენი იდეა და მუშაობს თუ არა თქვენი “დავალების ჩარჩოებში”.


პროექტირების ადრეულ ეტაპზე თქვენ საკუთარ შემოქმედებას უნდა ფართო ხედვა მისცეთ და არ უნდა შეზრუდოთ იგი. “ჩამოყარეთ” უამრავი იდეა, და შემდეგ ამოარციეთ ყველა ნიმუსიდან საუკეთესო დეტალები.


10. სხვა რამით დაკავდი

მიეცით უფლებ თქვენს გონებას დაისვენოს მიმდინარე პროექტისგან

თუ ზევით ჩამოთვლითაგან ყველაფერი სცადე და არაფერი გამოვიდა, ნუ ეცდები აიძულო იგი. შეისვენეთ და ტვინს სხვა საქმეები აკეთებინეთ. იარეთ კინოში, ითამაშეთ ვიდეო თამაშები, მოამზადეთ უგემრიელესი კერძი ან უბრალოდ ისეირნეთ. გასაოცარია, თუ როგორ შეიძლება პრობლემისგან უბრალო დაშორებამ და სხვა რამეზე ფიქრმა გამოიწვიოს სწორი ინსპირაციის უეცარი ციმციმი.


აზრი არ აქვს უბრალოდ იჯდეთ და ელოდოთ თქვენ “ბრწყინვალე იდეას”, როდის გაგინათდებათ გონებში. რაც მეტს ეძებთ და იკვლევთ, მით უფრო ადვილად იპოვით.

2 views0 comments