პორტალი • PORTALI

fullDatetime-to-read.short-label

ყველა დროის საუკეთესო სამ ასოიანი ლოგოები

post.update-date

ეს სამ ასოიანი ლოგოები იმის დასტურია, რომ თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ თქვათ ბრენდზე, სულ რაღაც 3 ასოს გამოყენებით.

სამ ასოიანი ლოგოტიპები საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს. მედია-ჰოლდინგებს, JFK-დან დაწყებული J-Lo-თი დამთვრებული, მარტივად და მყისიერად ამოცნობადი ლოგოები უყვართ. ასევე მათ ფანატებსაც ძალიან სიამოვნებთ ამ ლოგოების გამოყენება.

კომპანიები მილიონებს ხარჯავენ გამოკვლევებზე და ძალიან რთულ პროცედურებს გადიან, რათა მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც მათ არსს ერთი მარტივი ფორმულით გამოხატავს. მოკლედ რომ ვთქვათ, დიზაინის სამყარო ინდივიდუალიზმის აყვავების ხანაშია (წაიკითხეთ მეტი ლოგოს ხელოვნების შესახებ ).

ზოგიერთებს რაც სჭირდებათ, მხოლოდ სახელია — და ძალიანაც კარგი, თუ მისი გარდაქმნა შეგვიძლია 3 ასოში. (იხილეთ ჩემი სტატია საუკეთესო მონოგრამული ლოგოების შესახებ). არავითარი სპეციალური სიმბოლოები, ლოგოტიპისა და ლოგოს ნიშნის დაბალანსება, ყურადღების გადაფარვა. აქ ლაპარაკია მხოლოდ მოწესრიგებული სამ ასოიან ლოგოზე.

რატომ არის კარგი 3 ასოანი ლოგოს შექმნა?

სამი ასოთი ლოგოტიპის შექმნა, რომელიც ადამიანებზე მდგრად შთაბეჭდილებას ახდენს, არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ასო შეიძლება შედგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, იმისთვის რომ ბრენდის და მის საქმიანობის არსი წარმოადგინონ, მათი გაერთიანება დაბალანსებული, მაგრამ გამორჩეული ელემენტის შექმნისთვის ძალიან რთულია.

ბევრი დიზაინერი ირჩევს მყარ, სტრუქტუირებულ ფორმას. მაგრამ ეგეთი იმდენად ბევრია ინტარნეტ სივცეში, ფასიანი თუ უფასო, ძალიან ძნელია მათი მასისგან გამორჩევა. სხვებისთვის კალიგრაფიით შექმნილი მონოგრამების წერა და სირთულეები უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან მონოგრამის სირთულემ ლოგო შეიძლება ბუნდოვანი და გაუგებარი გახადო, აღარ იყოს ლოგო მყისიერად ამოცნობადი, ან და მყისიერად დამახსოვრებადი. (ამაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ) ასეთი ლოგოების შექმნას როგორც წესი, სჭირდება ცოტა შთაგონება და გენიალურობა სჭირდება.

ფოკუსირება მხოლოდ ლოგოებზე გავაკეთეთ — არ ჩავთვლეთ სავაჭროდ ამ შემთხვევაში რაიმე მინიშნება გაგვეკეთბინა სავაჭრო ნიშანზე— ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი წარმოადგენს ყველა დროსი საუკეთესო 3-ასოან ლოგოებს. თანმიმდევრობო უკუსვლით არის დალაგებული…

იმისათვის, რომ გაეცნოთ ჩვენს საყვარელ ლოგოებს, გადახედეთ ჩვენს სტატიას 10 საუკეთესო ლოგოზე.

10. MTV

MTV– ს მძლავრი სტრუქტურული ლოგო შექმნეს დამწყებმა დიზაინერულმა სტუდიამ, სახელწოდებით Manhattan Design ჯერ კიდევ 1981 წელს. მისი მძიმე სამგანზომილებიანი M ხაზს უსვამს მის მყარ ფორმას და “სპრეით” შეღებილი TV, როგორც შემოქმედებითი აქცენტი, წარმოადგენს ქუჩის რეპუტაციას.

ფრენკ ოლინსკის, პატ გორმანისა და პეტი როგოფის მიერ დამზადებული ძველი სკოლის სტილში სატელევიზიო ელემენტი ფაქტიურად გადააფრქვიეს აცეტატის საღბავით კიბის უჯრედში გრინვიჩ-ვილიჯში. ჯერ კიდევ მაშინ, მაშინ დიზაინერები ფიქრობდნენ, რომ M გამოყენებული იქნებოდა როგორც ტილო, სხვადასხვა ფერის, შაბლონების, სურათების და, შესაძლოა, მოძრავი ჩარჩოებისთვის, რამაც საბოლოოდ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ადაპტირებული ლოგო აჩუქა.

09. CNN

ისევე როგორც MTV, 1980 — იანი წლების დასაწყისში როდესაც საკაბელო ტელევიზია პოპულარული გახდა შეერთებულ შტატებში დადგა ლოგოს საჭირებაც. როგორც მუსიკალურ სადგურს 24 საათის განმავლობაში ვიდეოების გადაცემა უწევდა უნდა უზრუნველყო, ასევე CNN– ის კონცეფცია უწყვეტი სიახლე იყო. ბოლო წუთს, დამფუძნებელმა ტედ ტერნერი და მისი პარტნიორები მიხვდნენ, რომ მათ ლოგო სჭირდებოდათ და ატლანტაში განთავსებული სარეკლამო სააგენტო Communication Trends ხელშეკრულბა დაუდეს.

ტერნერმა მაშინვე მიხვდა კონცეფციას — ეს არის კაბელი, რომელიც გადის შეუფერხებლად მრუდე მოდერნისტულ სამ ასოს ფორმაში. ლოგო 48 საათში შეიქმნა და ეთერში გავიდა სადგურის ამუშავების შემდეგ, 1980 წლის 1 ივნისს.

08. ივ სენ ლორანი

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მოდის სახლს რამდენიმე წლის წინ ეწოდა Saint Laurent Paris, მისი ლამაზი მონოგრამიანი ლოგო კვლავ ჩანს სუნამოებზე, ჩანთებზე, სამკაულებზე და სხვადასხვა აქსესუარბზე. და სწორედ მოიქცა ფრანგული მოდის სახლი, რომ დაიტოვა ლოგო. რატომ უნდა დაეღწია თავი ბრენდის კლასიკური მონოგრამისგან, რომელიც გამოირჩევა სამი ასოიანი ლოგოების მასისგან? ასოები ერთმანეთთან იმდენად სრულყოფილად არის გადაჯაჭვული, რომ იგი არც ბუნდოვანია და არც დეკორაციები ტვირთავს მასს.

ლოგო ხელით შეიქმნა 1961 წელს კასანდრას მიერ რომელიც ადოლფ ჟან მარი მოურის ფსევდონიმითაა ცნობილი . მას აქვს Art Deco– ს შტრიხები, რომელიც ალბათ კასანდრას წარსულს უკავშირდება, როგორც წამყვანი პოსტერების დიზაინერს 1930 — იან წლებში.

07. NYC

შიძლება რომ ეს იყოს დიზაინის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომელიც ადგილმდებარეობაზეა ადფუძნებული? 2007 წელს შექმნილი, მისი უზარმაზარი ბლოკ შრიფტი ხდის მას სტრუქტურულ სამ ასოსანი ლოგოების განსახიერებას. ფორმები შექმნილია ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მუშაობისთვის და ისევე, როგორც MTV- ს ლოგოში უზარმაზარი “M” გამოიყენებოდა როგორც ტილო მუსიკალური კლიპების გადასაღებად, ნიუ-იორკის ძირითადი მიზანი იყო მულტიკულტურული ქალაქის ფანჯრის გახსნა.

ქალაქის გეგმარების მსგავსად, ლოგოც შეიმუშვეს ბლოკ ბადეზე, და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკაში ადაპტირებადი და მოქნილი აღმოჩნდა. Wolf Olins- ის მიერ შექმნილი ლოგო სურისტული მარკეტინგის ქვაკუთხედი გახდა, რა თქმა უნდა მას ასევე მიყვა მილტონ გლეიზერის ლოგო I ❤ New York და greenNYC.

06. SAS

დიზაინერებს ავიაკომპანიების იდენტურობის გაკეთება ძალიან უყვართ. Scandinavian Airline Systems ძირითადი ლოგოტიპი შეიქმნა Landor Associates-ს მიერ, რომელმაც შეიმუშავა ძირითადი ასოების ფორმები 1983 წელს; სტოკჰოლმის დიზაინის ლაბორატორიის მიერ მოთავსდა ლურჯ ყუთში 1998 წელს; ხოლო BOLD -მა ფონტი უფასოდ მოხმარებისთვის 2016 წელს გამოუშვა.

არსებითად, ასოების დახრა და ამასთან სქელი და თხელი შრიფტის კონტრასტი აძლევს ფონტს შესაძლებლობას გამოიყურებოდეს მყარად და ამავე დროს საკმაოდ მსუბუქად, რათა იფრინოს. Bold გრადიენტის დამატება ფერთა პალიტრაში დაეხმარა ბრენდს განეცადათ საფირმო სტილის მოდერნიზაცია, მაგრამ ასოების ოსტატურად შესრულებული გეომეტრია ყველაზე მეტად ემთხვევა Scandi-ს მარტივ ფუნქციონირებას.

05. The BBC

ABC, NBC, CBS, CBC … მაუწყებლებს აქვთ სამი ასოსგან შემდგარი ლოგოები, მაგრამ ამ მკაფიო, გამძლე, გლობალურად აღიარებულ ნიშანს, რომელსაც BBC იყენებს 1997 წლიდან, უპირატესობა აქვს სხვა პრეტენდენტებთან შედარებით. თუმცა თქვენ შეიძლება ამტკიცოთ, რომ მისი მიწიერი მიდგომა არ შეესაბამება კორპორაციის მიუკერძოებელ რედაქტორულ მიდგომას, ან რომ ბლოკები კლავიატურის ღილაკებს ჰგავს, რომელთანაც გულმოდგინე კორესპონდენტი მუშაობს. :)

ამასთან, Lambie-Nairn-ის დიზაინი ნამდვილად ეხებოდა ციფრული ხანის გამოწვევებს. იმ დროს, BBC- ის სხვადასხვა ორგანიზაცია იყენებდა სხვადასხვა ლოგოებს, მაგრამ მათი ქონდათ მთავარი ნიშანი — დახრილი ასოები ცისფერი, წითელი და მწვანე ხაზებით, რომელიც კარგად არ ჩანდა პატარა ეკრანებზე ან ციფრულ ეკრანებზე. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, ასოები ბლოკებად იყო გამოყოფილი და Lambie-Nairn-მა სრულყო ეს ტრადიცია Gill Sans- ის გამოყენებით, ლოგოს მარადიული მაღალი ხარისხის მინიჭების იმედით.

04. Caterpillar

როგორც მიწაზე მოძრავი და სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი, მისი ამჟამინდელი ლოგო ძლიერი და სტრუქტურირებულია. მაგრამ ყვითელი სამკუთხედის ჩასმა ცოტა საიდუმლოს მატებს. რა არი ესს? ნამსხვრევების გროვა, რომელთა გადატანაც საჭიროა? ბორცვის დაპყრობას აპირებს ადამიანი, ვინც CAT ჩექმებს ატარებს?

დიზაინის ჯგუფის თანახმად, რომელმაც შექმნა იგი, სამკუთხედი გამოხატავს ოპტიმიზმს, მხარდაჭერასა და ენერგიას. იგი 1989 წელს დაინერგა და 1996 წლიდან კომპანიამ გააფართოვა წარმოება, მან დაიწყო გამოშვება მაღალი ხარისხის სამუშაო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის. სამი ასო CAT- ის ლოგო არის შესანიშნავი იარლიყი ამ აღჭურვილობისთვის.

03. The V&A

ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის ლოგო, რომელიც შექმნა პენტაგრამის დამფუძნებელმა ალან ფლეტჩერმა 1989 წელ, არის შესანიშნავი მაგალითი გამორიცხვის. თუ კი «А»-ს მარცხენა კიდეს გამოვრიცხავთ, და «V» მივწევთ «А»-სკენ, რომ ჩავსვათ სიმბოლო &, მივიღებთ ძალიან უნიკალურ და ამასთან მარტივად ცნობას ლოგოს. დახვეწილი შტრიხები და ამავე დროს ძლიერი კონტრასტული მეტყველებს V&A– ს მარადიულ ელეგანტურობაზე.

2002 წელს ბრენდინგის სააგენტო Wolff Olins დაეხმარა უფრო დრამატული და ბრწყინვალე სახე მიეცა ლოგოსთვის და მოითხოვა, რომ იგი ფერადი გამოეყენებინათ. აიკრძალა შავი. მკაცრად რომ ვთქვათ, ეს არის სამი სიმბოლო, არა სამი ასო, მაგრამ დღემდე, ვიქტორია და ალბერტის მარკეტინგის დეპარტამენტი ლოგოს მიიჩნევს ისეთივე ფასეულად, როგორც მუზეუმის კოლექციის ნებისმიერი სხვა ნაწარმოებს.

02. IBM

ისევე, როგორც კარგი მუსიკა უნდა დაუკავშირდეს მსმენელს პირველ რვა ბგერაში, პოლ რენდმა იგივე შთაბეჭდილება იმ პერიოდში ახლანდ დაწყებულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე IBM– ის რვა ხაზიანი ლოგოთი. შეიცვალა ბრენდის იდენტობა რომელიც არსებობდა 1956 წლიდან 1972 წლამდე. რენდმა ჰორიზონტალურად გაყო სერიები შვიდი ინტერვალის გამოყენებით, რომლებიც, როგორც ჩანს, მიანიშნებს სკანირების ხაზებზე, რომლებიც აშკარად იყო წარმოდგენილი კომპიუტერის ადრეულ მონიტორებზე.

შავი ზოლები ან პოზიტიური სივრცე ოდნავ სქელია ვიდრე თეთრი ზოლები ლოგოზე უარყოფითი სივრცის ოპტიკური ეფექტის დასაძლევად. განვითარებულ ბიზნესში მან გაუძლო დროის გამოცდას. რენდის მოდერნისტული სულის მსგავსად, IBM– ს ლოგო პატიოსნება და წესიერების სიმბოლოა.

01. The London Symphony Orchestra

ეს ლოგო არც ისე ცნობილია, როგორც IBM, Yves Saint Laurent ან MTV.

LSO შეიძლება მოულოდნელი იყო თქვენთის, არჩევანი რომ მასზე შევაჩერეთ და პირველი პოზიცია დავუთმეთ. ამასთან, ეს დიზაინი არ არის მხოლოდ ორგანიზაციის სამსიტყვიანი წარმომადგენლობა, ეს არის ნიშანი, რომელიც ასახავს ორკესტრის არსს ისე, რომ ეწინააღმდეგება მოლოდინს. ეს ასოები ჩანს, თითქოს ისინი ჰაერშია გამყვანი დირიჟორის ჯოხის წვერით.

პარტნიორების (ახლა Superunion) მიერ 2004 წელს შექმნილი ლოგო ეხმაურება მოძრაობის კონცეფციას. ორი წლის წინ, სააგენტო დაუბრუნდა მოძრაობის აღბეჭდვას და დახმარება დირიჟორს, სიმონ რატლს სთხოვა, რათა ორკესტრის სარეკლამო კამპანიებისთვის შეექმნათ სპეციალური ლოგოს ფორმა, და ასოებში დირიჟორის მისი მოძრაობის კუთხეები გამოყენებით. თუ ოდესმე არსებობდა კომპანიის იდენტობის წარმოდგენის საშუალება, არის სწორედ ეს ლოგო.

იგი წარმოადგენს აქტუალური და საინტერესო კლასიკური მუსიკას მთელი თავისი არსით.

    450
    0