Nino Mchedlishvili
როგორ მოვძებნოთ Google-ში
Updated: Jul 20
I ნაწილი - Google Search: 30 ხრიკი
ამ სტატიაში მოგიყვებით ყველა იმ ხრიკებზე და მეთოდებზე, რაც აუცილებელია საძიებო სისტემებში, კერძოდ კი,Google-ში ძებნისთვის, თუ როგორ იპოვოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად.
1. მოძებნეთ ზუსტი ფრაზა
ზოგჯერ საჭიროა ფრაზის პოვნა ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც ვწერთ საძიებო ველში. მაგალითად, როცა ვეძებთ სიმღერის ტექსტს, მაგრამ მხოლოდ ერთი წინადადება ვიცით, ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა ჩაწეროთ იგი ბრჭყალებში ეს ერთი წინადადება. მაგალითად :
"Feel as though nobody cares"

2. მოძებნეთ კონკრეტულ საიტზე Google-დან
Google არის უნიკალური საძიებო სისტემა. როგორც წესი, ის შეიცავს იმაზე ბევრად მეტ საძიებო პარამეტრს, ვიდრე საიტზე ჩაშენებული ძიების ველი. ამიტომ უფრო რაციონალური იქნება Google-ის გამოყენება რაიმე საიტზე ინფორმაციის მოსაძიებლად.
ამისათვის თქვენ უნდა შეიყვანოთ site: , ჩაწეროთ საიტის დომენის სახელი და ჩაწეროთ რასაც ეძებთ. აი, როგორ გამოიყურება, მაგალითად, ვიკიპედიაში ძიება:
site:wikipedia.org თბილისი

3. სიტყვების ძიება ტექსტში
თუ გსურთ, რომ სასურველი სიტყვა იპოვოთ ტექსტში, ჩაწერეთ ასე:
allintext:
ასე მაგალითად:
allintext: ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
თუ ფრაზას რომელსაც ეძებთ, ერთი სიტყვა უნდა იყოს ტექსტში, ხოლო დანარჩენი გვერდის ნებისმიერ წერტილში, სათაურის ან URL-ის ჩათვლით, დასვით სიტყვის წინ:
intext:
და დანარჩენი დაწერეთ მანამდე. მაგალითად:
intext:კორონავირუსი ცხოველებში

4. სათაურებში სიტყვების ძიება
თუ გსურთ ყველა ძებნადი სიტყვა იყოს სათაურში და არა ტექსტში, გამოიყენეთ ფრაზა:
allintitle:
ვთქვათ ასე:
allintitle:off-page seo
თუ მოთხოვნილი ფრაზის მხოლოდ ნაწილი უნდა იყოს სათაურში, ხოლო დანარჩენი იყოს სხვაგან დოკუმენტში ან გვერდზე, უბრალოდ ჩაწერეთ:

intitle:
5. URL-ში სიტყვების ძებნა
იმისათვის, რომ იპოვოთ გვერდები, რომლებსაც სიტყვა, რომელსაც ეძებთ აქვთ URL-ში, ჩაწერეთ
allinurl:
და შემდეგ ტექსტი, მაგალითად:
allinurl: wine

6. სიახლეების ძებნა კონკრეტულ ადგილზე (ლოკაციაზე)
თუ გჭირდებათ სიახლეები კონკრეტულ თემაზე კონკრეტული ადგილიდან, გამოიყენეთ ლოკაცია
location:
მოთხოვნაში. ასე მაგალითად:
clearance sale location:chicago

7. რამდენიმე გამოტოვებული სიტყვით ძებნა
მაგალითდ თქვენ გჭირდებათ იპოვოთ დოკუმენტში ან სტატიაში წინადადება, მაგრამ გახსოვდეთ მხოლოდ დასაწყისში და ბოლო სიტყვები. ამ შემთხვევაში ვიყენებთ შემდეგ სიტყვას:
AROUND (ნომერი)
დაახლოებით რამდენი სიტყვა იყო იმ სიტყვებს შორის, რომლებიც გახსოვს. ეს ასე გამოიყურება:
ხომ AROUND(3) ცოლი

8. უცნობი სიტყვის ან ნომრის ძებნა
თუ დაგავიწყდათ სიტყვა რომელიმე გამონათქვამიდან, სიმღერიდან ან ციტატიდან, Google დაგეხმარება მის პოვნაში - უბრალოდ ჩასვით სიმბოლო
*
(ვარსკვლავი) დავიწყებული სიტყვის / რიცხვის ნაცვლად.
საქართველოში იბადებოდნენ * წუხდნენ

9. მოძებნეთ საიტები, რომლებიც უკავშირდებიან თქვენთვის საინტერესო რესურსს
ეს ძალიან საჭირო ინსტრუმენტია SEO-ს სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშობენ გარე, Of-page SEO-ზე, ასევე ბლოგის ან ვებსაიტის მფლობელებისთვის. თუ გაინტერესებთ ვინ უკავშირდება თქვენს საიტს ან კონკრეტულ გვერდს, საკმარისია შეიყვანეთ საძიებო ველში მისამართი და მის წინ ჩასვათ სიტყვა:
Link:
მაგალითად, ასე:
Link:lifeheker.com
10. გამორიცხეთ არასაჭირო სიტყვით ძიების შედეგები, ანუ როდესაც არ გინდათ რომ ძიების შედეგში რაღაც სიტყვები იქნეს გათვალისწინებული
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: გადაწყვიტეთ შვებულებაში კუნძულებზე წასვლა და საერთოდ არ გინდა მალდივებზე წასვლა. იმისათვის, რომ Google-მა არ აჩვენოს ისინი ძიების შედეგებში, თქვენ უბრალოდ უნდა შეიყვანოთ დეფისი ძიების დროს:
-
ასე მაგალითად:
Vacation on the island -Maldives

იხ. II ნაწილი
იხ. III ნაწილი