top of page
  • პორტალი • PORTALI

რა არის ტექნიკური SEO?

Updated: Dec 16, 2022

ნაწილი l

ტექნიკური SEO ტრენინგი

რატომ არის ტექნიკური SEO მნიშვნელოვანი?

რა არის ტექნიკური SEO-ს მაგალითი?

თქვენი ვებსაიტის შექმნა

URL-ის სტრუქტურა

Breadcrumb ნავიგაცია

HTML, JavaScript & CSS

ტექნიკური საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) გულისხმობს ვებსაიტის შექმნისა და ოპტიმიზაციის ტაქტიკას, რათა საძიებო სისტემებმა ადვილად შეძლონ მისი სკანირება, ინდექსირება და ჩვენება. ტექნიკური SEO არის მთლიანი „SEO თავსატეხის“ მხოლოდ ერთი ნაწილი.


მარკეტოლოგებისა და ბიზნესის მფლობელების მიერ ტექნიკური SEO-ს გამოყენება აუმჯობესებს ვებ გვერდის შესაძლებლობას, საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERPs) დაიმკვიდროს მაღალი რეიტინგი.


ტექნიკური SEO ტრენინგი


გსურთ უფრო გართოდ გაეცნოთ ტექნიკური SEO-ს სამყაროს? მაშინ სწორედ თქვენთვისაა ეს სტატია. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ:


  • რა არის ტექნიკური SEO

  • საიტის შექმნა

  • HTML, JavaScript და CSS (პროგრამირების ენები)

  • სკანირება,რენდერი და ინდექსირება (როგორ აწყობს Google თავის თავს)

  • გვერდის სიჩქარე

  • მოსახერხებელი საიტები

  • თხელი/დუბლიკატი შინაარსი

  • კანონიკალ თეგები / Canonical tags

  • Hreflang tags


რატომ არის ტექნიკური SEO მნიშვნელოვანი?


თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ვებ გვერდზე ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი კონტენტი — ისეთი, რომელიც ,,შემთხვევით’’ / პოტენციურ მომხმარებლებს დაუყოვნებლივ აქცევს რეალურ მყიდველებად, ლოიალურ მომხმარებლებად. მაგრამ თუ საძიებო სისტემებს არ შეუძლიათ თქვენი საიტის სწორად დათვალიერება და ინდექსირება, თქვენი ძალისხმევა ფუჭად დაიხარჯება. ამიტომ არის ტექნიკური SEO მნიშვნელოვანი.


საკითხს მიუდექით ისევე, როგორც სახლის გაყიდვის მცდელობა. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ინტერიერი (კონტენტი) როგორც არქიტექტურული ნიმუშის შედევრი, მაგრამ თუ თქვენი სახლი ნაწილ-ნაწილ იშლება (ანუ პროგრამულად გაუმართავია) ან თქვენი სახლი სავსეა მოუწესრიგებელი და გამოუსადეგარი გაყვანილობებით (გატეხილი ლინკები, (broken links)) თქვენი სახლი არ და ვერ გაივლის შემოწმებას (Google ბოტები) და რა თქმა უნდა საეჭვოა, რომ საერთოდაც გაიყიდოს (საკმარისად მაღალი რეიტინგი მომხმარებლებმა მოიპოვონ).


იმისათვის, რომ ნახოთ, თუ როგორ მუშაობს არსებული საიტი ტექნიკური SEO-ს სფეროში, თქვენ უნდა ჩაატაროთ ყოვლისმომცველი ტექნიკური SEO აუდიტი.


რა არის ტექნიკური SEO-ს მაგალითი?


ტექნიკური SEO-ს მაგალითია სტრუქტურირებული მონაცემების შექმნა. ამას უფრო დეტალურად მოგვიანებით განვიხილავთ, მაგრამ სტრუქტურირებული მონაცემები არის თქვენი ვებსაიტის აღწერის პროცესი იმ ენაზე, რომელიც შეუძლიათ ამოიცნონ საძიებო სისტემებმა. სტრუქტურირებული მონაცემთა ლექსიკონის ყველაზე ცნობილი ტიპი არის „schema markup“-ები.


ძირითადი საძიებო სისტემების უმეტესობა ეყრდნობა ვებსაიტის სტანდარტიზებულ სტრუქტურას. ეს სტრუქტურა უნდა იყოს დაწერილი ისე, რომ საძიებო სისტემებმა შეძლონ მომხმარებლებს მიაწოდონ მაქსიმალურად რელევანტური და სრულყოფილი ინფორმაცია. ამიტომ, სტრუქტურირებული მონაცემები ტექნიკური SEO-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია.

ეს არის JSON-LD მარკირების (სქემის) მაგალითი რეცეპტის ვებსაიტისთვის. JSON არის ჩვეულებრივი და ძალიან წარმატებული სქემის ფორმატი.

ტექნიკური SEO-ს კიდევ ერთი მაგალითი იქნება თქვენი ვებ საიტისთვის XML საიტის რუკის შექმნა. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნიკური SEO სტრატეგიის შემუშავებაში არის თქვენი ვებსაიტის სწორად დაყენება ისე, რომ ყველა გვერდი ფუნქციონირებდეს და ფიქსირდებოდეს არსებულ ფაილში. Google (და სხვა საძიებო სისტემები) ასკანერებს ამ ფაილს საიტის უკეთ გასაგებად.

ეს არის გამარტივებული XML საიტის რუკა, რომელიც მოიცავს ცალკეული URL-ის მდებარეობას. თქვენ ხედავთ, რომ კოდი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შეიცვლება ან იცვლება გვერდი. სურათი Google-ის თავაზიანობით..

თქვენი ვებსაიტის შექმნა


პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნიკური SEO სტრატეგიის ჩამოყალიბებაში არის საიტის სწორად შექმნა, რათა ყველა გვერდი სტანდარტების მიხედვით გამართულად ფუნქციონირებდეს.


გადავხედოთ SEO-ს საფუძვლებს და დამწყებ ნაბიჯებს ვებსაიტის ნულიდან დასაყენებლად:


1. შეიძინეთ დომენის სახელი: არსებობს უამრავი დომენის რეგისტრატორი (ბიზნესები, რომლებიც აწყობენ და მართავენ აღებულ და ხელმისაწვდომ დომენის სახელებს). Wix, GoDaddy და Domain.com, domenebi.ge, namespace.g და სხვ .


2. დააკავშირეთ თქვენი დომენის სახელი IP მისამართთან: ინტერნეტ პროტოკოლის მისამართები (IP) არის რიცხვების ნაკრები, რომელიც ეხმარება ინტერნეტს თარგმნოს დომენის სახელი, როგორიცაა „semrush.com“ ისეთად, რისი კატალოგიზება და ორგანიზება შეუძლია. დომენის სახელების სერვერი (DNS) აწყობს ამ IP მისამართებს ინტერნეტში.


მას შემდეგ, რაც ამ ორ რამეს შევასრულებთ, თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი საიტის მომზადება, რათა გამოჩნდეს მაძიებლების ვებ ბრაუზერებში. ამის რამდენიმე გზა არსებობს:


  1. როდესაც ადამიანი ეძებს თქვენს საიტს (მაგალითად: მაძიებელს სურს გაიგოს მეტი SEO-ს შესახებ, ) ისინი წერენ თავიანი ბრაუზერის საძიებო ველში „semrush.com“-ს.

  2. მათი ინტერნეტ ბრაუზერი იწყებს DNS ჩანაწერებთან კავშირს, რათა დომენის სახელი გადაიყვანოს (დააკონფიგურიროს) IP მისამართად. ის ასევე დაიწყებს ინფორმაციის მოთხოვნას თქვენი ვებსაიტის პროგრამირების /კოდირების ტიპის შესახებ.

  3. როგორც კი DNS ჩანაწერი მიიღებს მოთხოვნას. დაიწყებს ვებსაიტის ფაილების შექმნას, რომლებიც გამოჩნდება მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერში.

  4. ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ამ პროცესისა არის — რენდინგი. როდესაც DNS-მა მიაწოდა სწორი მასალები ინტერნეტ ბრაუზერს, ბრაუზერი დაიწყებს მოთხოვნილი ვებ გვერდის ჩამოტვირთვას, შექმნას და მონიტორზე გამოტანას. ამას ეწოდება „რენდინგი“. ეს საშუალებას აძლევს ტიპურ მომხმარებლებს ნახონ „გაშალაშინებული“ გამართული ვებსაიტი რთული კოდების გარეშე.

  5. ბრაუზერი ასრულებს საბოლოო შემოწმებას სერვერზე ნებისმიერი შეუსრულებელი კოდის მოთხოვნის გაგზავნით.

  6. თქვენი ვებსაიტი წარმატებით გამოჩნდება ბრაუზერში.

ეს არის იმის არსი, თუ როგორ გადადის ვებსაიტი შექმნის ფაზიდან ბრაუზერში.


უფრო სრულყოფილი ინფორმაციისთვის, იხილეთ სტატია როგორ ავაშენოთ ვებსაიტის არქიტექტურა SEO-სთვის.


URL-ის სტრუქტურა


Uniform Resource Locator (URL) სტრუქტურა აღწერს URL-ის გარე ვიზუალურ მხარეს. ეს სტრუქტურა მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს ვებ გვერდის შესახებ როგორც საძიებო სისტემებს, ასევე მაძიებლებს. მაგალითად, თქვენ ალბათ გინახავთ მრავალი URL, რომელიც იწყება „HTTPS“-ით.


ასოების ეს ჯგუფი ეხება URL-ის სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლს და Secure Socket Layer-ს (SSL). ეს “S” ბოლოს ეხება უსაფრთხოების პროტოკოლს, რომელსაც ბევრი საიტი იყენებს ვებგვერდის შინაარსის (და მომხმარებლების მიერ გვერდზე შეყვანილი ინფორმაციის) დასაცავად.


მოდით შევხედოთ სტრუქტურირებული URL-ის მაგალითს:

შინაარსიდან ხედავთ, რომ ეს არის ბლოგის პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიქირაოთ მარკეტინგული სააგენტო თქვენი ბიზნესისთვის. URL-ის სტრუქტურა ასევე ასახავს ამას „/blog/hire-a-marketing-agency“.

თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ SSL სერტიფიკატი ზედა ნაწილში, რომელიც მითითებულია „S“-ით „HTTPS“-ის ბოლოს და პატარა ე.წ. საკეტის ნიშნით აღნიშნული / საძიებო ზოლის მარცხენა კუთხეში.


Breadcrumb ნავიგაცია


Breadcrumb ნავიგაცია ეხება მომხმარებლის „ბილიკს“ კონკრეტულ საიტზე ნავიგაციისას. ეს ნავიგაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ღილაკზე კლიკით დაბრუნდნენ წინა გვერდზე ან რამდენიმე ნაბიჯით უკან გადასვლა შეძლონ მარტივად, ბევრი კლიკის გარეშე.


ამ ტიპის ნავიგაცია კარგია საიტის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად და მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომობის დამატებით შესაძლებლობას.

იხილეთ მაგალითი ქვემოთ:


ეს სურათი აჩვენებს კონკრეტულ გვერდის Target-ს ვებსაიტზე. ნავიგაცია მონიშნულია იისფერი გვერდის ზედა ნაწილში. ამ მაგალითით, მომხმარებელს შეუძლია დაბრუნდეს “სილამაზის” გვერდზე ან Target-ის მთავარ გვერდზე დაწკაპუნებით, თუ მოისურვებს.


HTML, JavaScript & CSS


ალბათ, გსმენიათ HTML, JavaScript და CSS-ის შესახებ, რომლებიც გამოიყენება SEO-ს ტექნიკურ სფეროებში ან ინტერნეტში. თუ თავი ლათინურის გაკვეთილზე გგონიათ, არ ინერვიულოთ; HTML, JavaScript და CSS არის პროგრამირების ენები, რომელთა სწავლაც ბევრ ადამიანს შეუძლია დიდი მოთმინებითა და პრაქტიკის მიღებით.


მოდით მარტივად ავხსნათ თითოეული პროგრამირების ენა “SEO-ს ენაზე“


HTML: ჰიპერტექსტის მარკირების ენა ჰგავს სახლის საძირკველს და მზიდ კედლებს. ეს ენა უზრუნველყოფს ძირითად სტრუქტურას (კოდს), რომელიც ბრაუზერებს სჭირდებათ თქვენი ვებ შინაარსის საჩვენებლად. როდესაც ხედავთ დაწერილ შინაარსს საიტზე, სათაურებისა და სიების ჩათვლით, ეს არის HTML.


JavaScript: ეს ენა ჰგავს სახლის სანტექნიკას და ელექტრო სისტემას. JavaScript უზრუნველყოფს კოდს, რომელიც აქცევს საიტის ფუნქციურ ნაწილებს გამოსაყენებლად, როდესაც მაძიებლები მოდიან საიტზე. JavaScript ხდის ვებსაიტის ელემენტებს დინამიკურს და მოქნილს.


JavaScript-ის შესაძლებლობები ამოუწურავია. მაგალითად, თუ გსურთ შექმნათ ვიქტორინა თქვენს ერთ-ერთ ვებ გვერდზე, ამის გაკეთება შეგიძლიათ JavaScript-ით.


CSS: CSS (Cascading Style Sheets) არის სახლის იერსახე და ასოციაცია ამ ანალოგიაში. ეს პროგრამირება პასუხისმგებელია თქვენი საიტის ფერებზე, შრიფტებზე და მთლიან იერსახეზე. ამის გარეშე, ვებ გვერდზე ყველაფერი ძალიან ცარიელი და მოსაწყენი იქნებოდა.


სანახავად:


HTML არის თქვენი საიტის მთავარი კოდი.


JavaScript ამატებს ინტერაქტიურ ელემენტებს თქვენს ვებ გვერდებზე


CSS ყველაფერს შესანიშნავს ხდის, პრაქტიკულად სრულყოფილი ცვლილებაა თქვენს სახლში.


იხ. მეორე ნაწილი