top of page
  • Writer's pictureპორტალი • PORTALI

გუგლი, ძებნა & საძიებო სისტემები


გუგლი, ძებნა & საძიებო სისტემები
გუგლი, ძებნა & საძიებო სისტემები

ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული საქმიანობაა. საძიებო სისტემები ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. საძიებო სისტემის სფერო არ არის მხოლოდ მარკეტინგული დანიშნულების, არამედ ის მიმართულია ნებისმიერი ინფორმაციის მაძიებლისთვის.


როგორ მოვძებნოთ უკეთესად? რა სახის ახალი ძებნის ხერხებია ხელმისაწვდომი? რა სახის ფანტასტიკური, განსხვავებული და შესანიშნავი გზები შექმნა საძიებო სამყარომ? შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველგყოფთ საძიებო სისტემა თანამედროვე სიახლეებით და განვითარებით.



Google, Yahoo & Bing

არსებობს ადამიანი, ვისაც გუგლის შესახებ არ სმენია? ინფორმაციის მაძიებელთა უმეტესობა გუგლს იყენებს და მართლაც, გუგლმა შეიძინა ფრაზის მნიშვნელობა, როდესაც ადამიანი ზოგჯერ ამბობს, რომ „დაგუგლა“ ინფორმაცია, მოძიების სინონიმის მსგავსად.

დიდი უპირატესობის მიუხედავად, გუგლი არ არის ერთადერთი საძიებო ელექტრონულ სამყაროში. მისი უმთავრესი კონკურენტები არიან საძიებო სისტემები: იაჰუ (Yahoo) და მაიკროსოფტ ბინგი (Microsoft’s Bing). ადამიანების მცირე რაოდენობა იმასაც ამბობს, რომ „დაბინგეს“ ინფორმაცია, ვიდრე, რომ „დაგუგლეს“.

საძიებო სისტემის სფერო აერთიანებს ამ ყველა მთავარ საძიებო სისტემას. მათ შესახებ მეტის გასაგებად, განაგრძეთ კითხვა:

  • გუგლის სახელმძღვანელო საძიებო სამყაროში;

  • როგორ გამოვიყენოთ გუგლი ძებნისთვის;

  • იაჰუს სახელმძღვანელო საძიებო სამყაროში;

  • ბინგის სახელმძღვანელო საძიებო სამყაროში.


ძებნა & საძიებო სისტემები

გუგლის, იაჰუს და ბინგის გარდა არსებობს სხვა საძიებო სისტემებიც. საძიებო სისტემების სფერო გვაძლევს ამ საშუალებებს, ასევე გვაწვდის მათი უკეთესად გამოყენების წესებს. მთავარ დეტალებს გაეცნობით ქვემოთ:


ძებნა & საზოგადოება: ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ვიღაცამ გუგლს უჩივლოს სიარულის დროს წონასწორობის დარღვევის გამო ან ექიმებმა გაგვაფრთხილონ, რომ არ შეიძლება „დაგუგლვა“ პირადი სამედიცინო დიაგნოზის შესახებ? ან საბრალო მარცხის შესახებ ინფორმაციის მოძიება ამერიკის ორ პრეზიდენტზე მოახდენს გავლენას? ესენი უბრალოდ ნაწილია იმ უამრავი უცნაური, საინტერესო და ხანდახან სასაცილო ისტორიებისა, რომლებზეც საზოგადოებაში ხუმრობენ.


საძიებო სისტემები: სამი უდიდესი საძიებო სისტემა: გუგლი, იაჰუ და ბინგი უკვე ვახსენეთ, მაგრამ საძიებო სისტემების სფერო ასევე მოიცავს გაცილებით პატარა საძიებო სისტემებს, როგორებიც არის: Askდა AOL. ლინკები გადაგიყვანთ თითოეულზე მორგებულ ჩვენს სპეციალურ სივრცეში. ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი საძიებო სისტემების სექციები, სადაც ინფორმაციის მოძიება ხორციელდება თემის მიხედვით, მაგალითად: „შოპინგის“ საძიებო სისტემები.


ძებნის მახასიათებლები: საძიებო სისტემების სფეროს აღნიშნულ ნაწილში ჩვენ გაცნობებთ საძიებო სისტემებით სარგებლობის უახლესი ხერხების და ტექნიკების შესახებ. ჩვენი საძიებო რესურსები და პანელები & დამატებითი სივრცეები ასევე გვაწვდის ინფორმაციას ძებნის საინტერესო ტექნიკების შესახებ.


სამართლებრივი: საძიებო სისტემებმა წლების განმავლობაში ნემისმიერი სამართლებრივი შეკითხვა და საკითხი მოიცვა და ეს ნაწილი ცვლილებების, განვითარების შესახებ გატყობინებთ.


ბიზნესის საკითხები: ინფორმაციის მოძიება დიდი ბიზნესია! ბიზნესის საკითხების ნაწილში ნახავთ სიახლეებს სპეციალურად ეკონომიკის შესახებ. ასევე იხილეთ: Ask: Business Issues, Google: Acquisitions, Google: Business Issues, Microsoft: Business Issues and Yahoo: Business Issues.


სტატისტიკა: რომელია ყველაზე გავრცელებული საძიებო სისტემა? როგორ იყენებენ ადმაიანები საძიებო სისტემებს? თუ ეძებთ ინფორმაციას საძიებო სისტემების შესახებ სტატისტიკაზე, პირველად ჩვენს სტატისტიკის სივრცეს უნდა ეწვიოთ.

116 views0 comments
© Copyright
bottom of page